მთავარი ბლოკისაზოგადოება

კობა ჭუმბურიძის facebook-ის გვერდიდან – წვიმის სინონიმთა ჩემს კოლექციას დღეს კიდევ ბევრი სიტყვა დაემატა და ჯამში 111 გახდა.

ერთხანს უცხოელებთან ვმუშაობდი პროექტში და ინგლისურის სპეციალისტმა ქალბატონმა თქვა – რას ვიფიქრებდი, თუ აქ წვიმა დამხვდებოდა, ქოლგა არ წამოვიღეო.
მე ვეხუმრე – თბილისი რო წვიმის ქალაქია, არ გაგიგია მეთქი? დამცინავად გადმომხედა და შემისწორა – ლონდონია მასე ცნობილიო.
მეც ამოვუბეჭდე (მაშინ სულ სამოცამდე მქონდა) და მივეცი წვიმის ქართული სინონიმები.
არ დაიჯერა და სხვა ქართველ თანამშრომელს წაუღო – აქ რა წერიაო. იმან უთხრა – წვიმის სახელებია ეგენიო.
მერე ამ ქალმა მითხრა – შინ რომ დავბრუნდები, ამას იქ ჩემს სამუშაო მაგიდასთან გავაკრავ, რომ იოლად ავუხსნა სხვებს, რა საოცარ ქვეყანაში ვიყავიო.
აი ასეთი ენა გვაქვს და ხან სუსლოვს უნდოდა მისი წართმევა და ხან მიშიკას.
ახლანდელ პარლამენტსაც არაფერი გაუკეთებია ჯერ სასიკეთო. არსით ჩანს დაპირებული ენის კანონი.
არადა ესაა ჩვენი მთავარი სახლი.
ჩვენი ბავშვები, რომლებიც ფლეშმობებში და ნოთიფიქეიშენებში გადასახლდებიან, როგორ გაიგებენ, რატომ უნდა გაგბურძგლოს ამ სტრიქონმა – მთავ, შენ ის ჩემი ნათქვამი გულ-მკერდზე დაიწეროდიო.
წვიმის სინონიმთა ჩემს კოლექციას დღეს კიდევ ბევრი სიტყვა დაემატა და ჯამში 111 გახდა.
არადა ბავშვობაში ამ სტრიქონით ვამაყობდი – სიტყვა გინდა? მარტო წვიმას აქვს სახელი ცხრა. აი ასე ჯიგრიანად გაუკვალა მუხრანმა გზა ამ საქმეს.
ვვარაუდობ, რომ ბევრად მეტია, უბრალოდ ჩემი თვალი და ყური რასაც გასწვდა, ესაა:
1. ავდარი
2. არაზანი
3. ბუტუტი
4. გერილი
5. დელგმა
6. დეცა ნაკვიშ გიმდ ანღრი
7. ზესხმა
8. ზოველა
9. ზღველა
10. თავსხმა
11. თოროხაპანი
12. თქეში
13. თქორი
14. თხროშო
15. თხლოშო
16. ისხარი
17. კოკისპირული
18. კორკოტა
19. კოხშინშხალი
20. კოხი
21. ლეზღმა
22. ლელეხი
23. ლეშტერი
24. ლეშხი
25. ლიჟღი
26. ლოშქრი
27. მადეერა
28. მანანა
29. მერეხი
30. მზე პირს იბანს
31. მსთვადი
32. მცხვედი
33. ნავერღვენა
34. ნამვა
35. ნიჟი
36. ჟანტი
37. ჟგეთა
38. ჟვავი
39. ჟინჟლი
40. ჟინტლვა
41. ჟიჟმატი
42. ჟუჟუნა
43. ჟღვიპი
44. ჟღმურტლი
45. რეში
46. საფურცლო
47. სეტყვა
48. სინსლვა
49. სირსვლა
50. სკარხალი
51. უჩხე
52. ფრუტი
53. ფუნთხი
54. ქარწვიმა
55. ქაშანი
56. ქირსლა
57. ღანილი
58. ღვართქაფი
59. ღვარნაში
60. ღვაფი
61. ღლოფო
62. ყელობა
63. შიშგარა
64. შიშხიტინა
65. შხაპი
66. შხაპუნა
67. შხეპა
68. შხუმფლვა
69. ჩუღუმი
70. ჩქაფი
71. ცა ფეხად ჩამოვიდა
72. ცა ჩამოიქცა
73. ცაიერადი
74. ცას პირი მოერღვა
75. ცვარი
76. ცრა
77. ძანძახი
78. წაპა
79. წვიმა
80. წვიმახშირობა
81. წინწკლვა
82. წიფხარე
83. ჭვემა
84. ჭოროფა
85. ჭყაპი
86. ჭყიჟორი
87. ხორხოშა
88. ხოშკაკალა
89 გითოყუნელი
90. გუმანტირელი
91. მერღვაფილი
92. ჟუმორი
93. ჟღერი
94. ჟღვერთი
95. ღვაბუნა
96. შიმორი
97. შხიფი
98. ჩერეხი
99. ჩინჩი
100. ჩხაპალა
101. ჩხაპია
102. ცაში ნოტეხიქ გიმელ
103. ცაცალი
104. ციზაფი
105. ცუნდი
106. ცხაკალი
107. ჭეხი
108. ჭიფე
109. ჭყვარტი
110. ხანდარა
111. ხელერდი[hana-code-insert name=’br’ /]

ტეგები
იხილეთ მეტი

მსგავსი სიახლეები