კრიმინალიმთავარი ბლოკიპოლიტიკა

კოკა ყანდიაშვილის შეფასება გასვიანის ცემის ფაქტზე: ეგებ იმიტომ რომ ჩიორა არ ხარ?

კოკა ყანდიაშვილი: თარხან – შენს გვერდით მიგულე. ეს ადამიანები უნდა დაისაჯონ. დარწმუნებული ვარ, რომ გენერალური ინსპექცია, პროკურატურა და საზოგადოება, სათანადოდ შეაფასებენ ამ უმსგავსობას.
პ.ს. ძალიან მაინტერესებს – რატომ არ მოჰყვა შესაბამისი მედია აქტიურობა ამ ამბავს? ეგებ იმიტომ რომ ჩიორა არ ხარ?

“პატრიოტთა ალიანსის” ერთ-ერთი ლიდერი თარხან გასვიანის განცხადება

tarxan gasviani“ამა წლის 7 აპრილს, საღამოს 18:00-ზე მე და ჩემი მეგობარი მოვსეირნობდით ვაკეში, ფალიაშვილის ქუჩაზე, ჩემთან უნდა ავსულიყავით სახლში. სახლიდან დაახლოებით 40-50 მეტრში სამმა სამოქალაქო ფორმაში ჩაცმულმა პირმა გაგვაჩერა და გვკითხა თუ სად მივდიოდით, როგორც იყო ისე ვუთხარით, საბუთები მოგვთხოვეს, ვანახეთ, შესაბამისად ჩვენც მოვთხოვეთ საბუთები, რაზეც გვიპასუხეს რათ უნდა საბუთი პოლიციელები ვართ ვაკის განყოფილებიდანო…მივხვდი რომ გარკვეულ პროვოკაციას ჰქონდა ადგილი, ამოვიღე მობილური, ვიდეო ჩავრთე და ხელახლა ვთხოვე საბუთი, რადგან იდენთიფიკაცია მომეხდინა იყვნენ თუ არა ისინი ე.წ „სამართალდამცავები“…ამ დროს მოვარდა მეოთხე სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული პირი, როგორც მომავალში გავარვკიე პოლიციის თანამშრომელი მანუჩარ შონია, უფროსის ტონით მიმართა დანარჩენ სამს რამდენს ალაპარაკებთ დროზე მანქანაში ჩასვით, განყოფილებაში გადარეკეთ და უთხარით დაკავებულები მოგვყავსო…
მისკენ შევატრიალე კამერა და გაოცებულმა ვკითხე თუ რის თაობაზე ვიყავით დაკავებულები, რაზეც გვიპასუხა **ეზე მკიდია რასაც გეუბნებით ის გააკეთეთ დროზე მანქანაშიო! როდესაც კამერა კარგად დაინახა ტონი შეარბილა ტელეფონი აიღო და სადღაც რეკვა დაიწყო, ხელში მე და ჩემი მეგობრის პასპორტები ეკავა…კარგით უფროსოო ვიღაცას უპასუხა ტელეფონზე…მანქანაში ჩაგვსვეს, მე კამერა არ გამითიშავს, ამ დროს მანუჩარ შონიამ გვერდზე მჯდომ პოლიციელს გახედა და უთხრა ეხლა უკვე ტვინი მო***ნა ამან კამერა გამოართვი და ვიდეო წაშალეო, შევეცადე არ მიმეცა მობილური ტელეფონი, მაგრამ ძალის გამოყენებით წამართვეს, ვიდეო იპოვეს და გზაშივე წაშალეს…
მიგვიყვანეს ვაკის მთავარ სამმართველოში, ჩემი მეგობარი უფროსის კაბინეტში ზედა სართულზე აიყვანეს მე კი პოლიციელების გასახდელში ჩამიყვანეს, იმ ადგილას სადაც მოგეხსენებათ არ არის დამონტაჟებული კამერები…შემოვიდა ერთ-ერთი თანამშრომელი ეტყობოდა უფროსი ან უფროსის მოადგილე იყო, შემომხედა და იკითხა ეს იღებდა ქუჩაში ვიდეოსო? თანამშრომლებმა თანხმობის ნიშნად თავი დაუქნიეს… მომვარდა ფეხები ტერფებზე დამადგა რომ ვერ გავნძრეულიყავი და კისერში ხელი ჩამავლო, მე გიორგი ვარ გაკაფაშვილიო კარგად დაიმახსოვრე ჩემი სახელი და გვარიო, აბა ეხლა გადაიღე ვიდეოები შენი დედა მო***ნო, კარგა ხანს ვერ ვსუნთქვდი შემდეგ ხელი გამიშვა და მანუჩარ შონია შემოვიდა, რომელიც ჩემი დაკავებისას აქტიურობდა…მომვარდა, გიორგის გაკაფაშვილს, რომელიც შემდგომში ვაკის პოლიციის უფროსის მოადგილე აღმოჩნდა, ჯერ კიდევ ჩემს ტერფებზე ედგა ფეხები, მანუჩარმა ყვირილი დამიწყო, რა გგონია რამე შეიცვალაო? შენ და შენ პარტიას ვინც არჩევნებში ხმა მისცეს იმის ოჯახი მოვ***ან მეო, დამაგდო და თავისა და წელის არეში დამიწყო რტყმა, ამ დროს, როდესაც ძირს ვეგდე, გიორგი გაკაფაშვილი თავზე დამადგა იარაღი ამოიღო და მეუბნება: ნეტა მიშას დრო იყოს, ხომ დაგაცლიდი ამ აბოიმას შუბლშიო!!!
ვეღარ მოვითმინე და ვუპასუხე თუ კაცი ხარ ეხლავე დამაცალეთქო, რაზეც უფრო განრისხდნენ და გააგრძელეს ჩემზე ძალადობა…
მაქიმალურად ცდილობდნენ იცეთ ადგილებში მოეყენებინათ ტრამვა, რომ არ დამჩნეოდა…

წყარო: WWW.MPRESS.GE

 

კომენტარები
მეტი

მსგავსი სიახლეები