განათლება

,,კომაროველი” ნიკა ბირკაძე მსოფლიოს საუკეთესო ახალგაზრდა პროგრამიტების ოთხეულშია

ნაკრების ოთხივე წევრი ,,კომაროველია"...

იაპონიაში დამთავრდა მოსწავლეთა მსოფლიო ოლიმპიადა ინფორმატიკაში.საქართველოს ნაკრებმა 2 ოქროს მედალი მოიპოვა და 16 საუკეთესო ნაკრების სიაში მოხვდნენ.საქართველოს  ნაკრების წევრები არიან ნიკა ბირკაძე, გიორგი კლდიაშვილი, სანდრო ხოხიაშვილი,ვანო გამეზარდაშვილი .

ოქროს მედალოსნები ნიკა ბირკაძე და გიორგი კლდიაშვილი არიან. ეს ყველა შემთხვევაში ჩვენი ნაკრების წარმატებული გამოსვლების ისტორიაში საუკეთესო შედეგია.  ჩვენი გამარჯვებულები 342 მონაწილეს შორის 16 საუკეთესოში მოხვდნენ, ხოლო ნიკა ბირკაძე მსოფლიოს საუკეთესო ოთხეულშია, ერთ ამერიკელთან და ორ ჩინელთან ერთად. მან სულ ახლახანს დაამთავრა მე-10 კლასი და  მას წინ კიდევ ბევრი წარმატებები ელის. ნაკრების ოთხივე წევრი ,,კომაროველია”... ვულოცავთ კომაროვის სკოლას ამ დიდ წარმატებას.

ვულოცავთ წარმატებას ნაკრების მწვრთნელებს გოჩა მანდარიას და ვანო გამეზარდაშვილს, რომელთა უდავოდ დიდი დამსახურებაა ბიჭების წარმატება.. ასევე ვულოცავთ სკოლა “მზიურს”, სადაც ნაკრების წევრები ასევე სერიოზულად ემზადებიან, ხოლო ზოგი მათგანი კი ამ სკოლის აღზრდილია. სწორედ ,,მზიურიში” აღიზარდა ქართველი წარმატებული პროგრამისტების 99 პროცენტი.

მთელ საქართველოს ვულოცავთ ამ უდიდეს წარმატებას. ასეთი დიდი წარმატება მხოლოდ ორი წლის წინ გვქონდა ქართველებს, ოღონდ მათემატიკის მსოფლიო ოლიმპიადაზე, სადაც ,,კომაროველი” სანდრო საათაშვილი მეხუთე იყო.  მათემატიკის საერთაშორისო ოლიმპიადის ოქროსმედალოსანი  სანდრო საათაშვილი მსოფლიოს საუკეთესო უნივერსიტეტების ათეულის ლიდერ პოზიციებზე მყოფმა ამერიკის შეერთებული შტატების მასაჩუსეტსის ტექნოლოგიურმა უნივერსიტეტმა სრული დაფინანსებით მიიღო.

fact2.ge

თეგები
იხილეთ მეტი

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *