განათლება

,,კომაროველი” სანდრო საათაშვილი მსოფლიოში საუკეთესო მასაჩუსეტსის ტექნოლოგიურმა უნივერსიტეტმა სრული დაფინანსებით მიიღო

სანდრო საათაშვილი: მაგრამ კიდევ ვფიქრობ

ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული კომაროველი, მათემატიკის საერთაშორისო ოლიმპიადის ოქროსმედალოსანი  მსოფლიოს საუკეთესო უნივერსიტეტების ათეულის ლიდერ პოზიციებზე მყოფმა ამერიკის შეერთებული შტატების მასაჩუსეტსის ტექნოლოგიურმა უნივერსიტეტმა სრული დაფინანსებით მიიღო.
სანდრო საათაშვილი: მასაჩუსეტსის უნივერსიტეტში მისაღებად სტანდარტული გამოცდების ჩაბარება გიწევს. თუმცა ვერ ვიტყვი, რომ მაინცდამაინც რთული გამოცდებია, დაახლოებით იგივე სირთულისაა, როგორიც ჩვენი მისაღები გამოცდები. აბარებ მათემატიკას, ფიზიკას და ჩვენი უნარების მსგავს საგანს, რომელსაც „ჯენერალი“ ჰქვია. გარდა ამისა, უნივერსიტეტეს აქვს თავის აპლიკაცია, რომელიც საკმაოდ გრძელია და ბევრ რამეს მოიცავს. იქ უთითებ საკუთარ მონაცემებს, სად მიგიღია მონაწილეობა, რა შედეგები გაქვს, წერ რამდენიმე თემას და ასე შემდეგ. თუ სხვაგან მთავარი გამოცდებში მიღებული ქულებია, აქ ეგრე არაა, რადგან ქულებს გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს. მარტო ქულები არაფერში გეყოფა, გადამწყვეტი მნიშვნელობა აპლიკაციაში მითითებულ მონაცემებს ენიჭება. ჩემს შემთხვევაში, გადამწყვეტი მნიშვნელობა 2017 წლის მსოფლიო მასშტაბის ოლიმპიადაზე მეხუთე ადგილს და იქ მოპოვებულ ოქროს მედალს ჰქონდა. თუმცა ჯერ არ მიმიღია საბოლოო გადაწყვეტილება. მათგან დადებითი პასუხი მივიღე, მაგრამ კიდევ ვფიქრობ, თუმცა დადებითი პასუხისკენ ვიხრები. 

– როდემდე გაქვს დრო მოსაფიქრებლად და თანხმობის შემთხვევაში ფინანსურად როგორ აპირებ უზრუნველყოფას, რადგან ამ უნივერსიტეტში სწავლის ღირებულება ძალიან დიდია?

– ის ფაქტი, რომ ამ უნივერსიტეტში მიმიღეს, ნიშნავს, რომ ყველანაირი გადასახადი, რაც იქ სწავლის დროს დამჭირდება დაფინანსებული მაქვს. შესაბამისად, თანხის მოძიებაზე ზრუნვა აღარ მჭირდება.
– რაც შეეხება ოლიმპიადას, რომელიც ფაქტობრივად, გახდა შენი დღევანდელი წარმატების განმსაზღვრელი. რომელი კლასიდან დაინტერესდი და გადაწყვიტე მასში მონაწილეობა?
– მეშვიდე კლასში ვიყავი, როცა ეროვნულ ოლიმპიადაზე პირველად მივიღე მონაწილეობა და მერვე კლასიდან უკვე ვიგებდი. მეცხრე კლასში პირველი ადგილი ავიღე. როცა ეროვნული ოლიმპიადის ათეულში გადიხარ, გეძლევა შანსი, მონაწილეობა მიიღო მსოფლიო ოლიმპიადის შესარჩევ ტურში. მსოფლიო ოლიმპიადა კი, ამ სფეროში, ყველაზე სერიოზული ოლიმპიადაა. შესარჩევი პირველად მეცხრე კლასში დავწერე და მეათედან უკვე ნაკრების წევრი ვიყავი. ოლიმპიადაზე სამჯერ ვარ ნამყოფი. პირველ-ორ ჯერზე მაინცდამაინც კარგი შედეგი არ მქონდა – ორი ბრინჯაო ავიღე. იმის გათვალისწინებით, რომ გამოცდილება არ მქონდა, ეს ნორმალური შედეგი იყო, მაგრამ მე უკეთესი მინდოდა. მესამეზე უკვე ოქრო ავიღე.
– მოდი ამ ოლიმპიადებზე მეტი მოვუყვეთ მოსწავლეებს.
– მთლად მარტივი არაა ამ ოლიმპიადებში მონაწილეობა. ძალიან დიდი შრომა და ინტერესია საჭირო. ჯერ ეროვნული ოლიმპიადების ათეულში უნდა გახვიდე, საერთაშორისო ოლიმპიადები ამის შემდგომი ეტაპია. ის თავისი სირთულით ყველაფერს აღემატება. იქ ოქროს მედლის მოსაპოვებლად ძალიან დიდი შრომაა საჭირო. საერთაშორისო ოლიმპიადაზე, ძირითადად, მაინც „კომაროვიდან“ მიდიან ბავშვები, რადგან აქ მაინც სხვანაირად არის მათემატიკაზე ყურადღება გამახვილებული. ამისთვის წლები უნდა ემზადებოდე, ერთ თვეში შედეგს ვერ მიაღწევ. მაგრამ ოფიციალურად ბოლო ერთი თვეა ოლიმპიადისთვის მოსამზადებელ პერიოდად. სამი კვირა „კომაროვში“ ვიკრიბებით და ერთი კვირა ბაკურიანში გავდივართ. მეცადინეობები ჯგუფურად მიმდინარეობს და რამდენიმე პედაგოგი სხვადასხვა მიმართულებით გვამეცადინებს. ეს პროცესი საკმაოდ რთულია ფსიქოლოგიურადაც. მაქსიმუმის დადება არასდროს გამოდის, ყოველთვის მეტი შეგიძლია. პირადად მე მაქსიმუმი ვერასდროს გავაკეთე, მიუხედავად იმისა, რომ ოქრო ავიღე. ოლიმპიადაზე ოთხსაათ-ნახევარი გაქვს სამი ამოცანისთვის, მაგრამ ეს ამოცანები ძალიან რთულია და მთელი კონცერტაცია მხოლოდ მათკენ უნდა მიმართო. თუმცა ნერვიულობა მაინც თავისას შვება და ჩემი გამოცდილებით ვიტყვი, რომ წერის დროს, შეიძლება, ძალიან არაადეკვატური გადაწყვეტილება მიიღო. ბოლო წელს განსაკუთრებით ბევრი ვიმეცადინე და დაახლოებით ვიცოდი, რისი გაკეთება შემეძლო, ამიტომ იმდენად აღარ ვნერვიულობდი. ვხვდებოდი, რომ წესით, ოქრო უნდა ამეღო, მაგრამ უკვე საუბარი იყო იმაზე, რამდენად მაღალი ქულებით მოვახერხებდი ამას.
– შენი მეცადინეობის გრაფიკი როგორი იყო?
– ყოველთვის ბევრს ვმეცადინეობდი, მაგრამ თავს ვიკლავდი-მეთქი, ვერ ვიტყვი. ადრე უფრო მარტივ ამოცანებზე ვფიქრობდი, მაგრამ ბოლო წელს ძალიან გავართულე ამოცანები და რაოდენობაც გავზარდე, რამაც შედეგი გამოიღო. თავიდან ყოველდღიურად დაახლოებით ოთხი საათი ვმეცადინეობდი, თუმცა რაც უფრო ნაკლები დრო მრჩებოდა შედეგის დასადებად, დროს ვუმატებდი და მეთორმეტეში, როცა ეს შედეგი დავდე, დღეში უკვე 6-7 საათი ვმეცადინეობდი.
– რაც შეეხება უნივერსიტეტს? რა სიტუაციაა ჩვენს უნივერსიტეტებში ოლიმპიადაში წარმატებული მოსწავლეებისთვის?
– ეროვნული გამოცდები ჩვენთან ზუსტად იმ პერიოდში ტარდება, როცა საერთაშორისო ოლიმპიადა და მისთვის მოსამზადებელი პერიოდი მიმდინარეობს. ან იქ უნდა წახვიდე, ან ეროვნულებში მიიღო მონაწილეობა, რადგან ეროვნული გამოცდების გადადება არ ხდება. შესაბამისად, ოლიმპიელები ეროვნულ გამოცდებს არ წერენ. უცხოეთში თუ გააგრძელეს სწავლა, ეს არც სჭირდებათ, მაგრამ თუ აქ დარჩნენ, ერთი წლის უმიზეზოდ დაკარგვა უწევთ. არალოგიკურია, საუკეთესო შედეგების მქონე მოსწავლეები რომ უნივერსიტეტს მიღმა დარჩნენ. ამიტომ შეგვიძლია, ერთი წელი პირობით ვისწავლოთ და შემდეგ ჩავაბაროთ გამოცდები, თუ აქ გადავწყვეტთ სწავლის გაგრძელებას. მე, ალბათ, დადებით გადაწყვეტილებას მივიღებ მასაჩუსეტსის უნივერსიტეტისთან დაკავშირებით და აღარ დამჭირდება ეროვნულებზე გასვლა.
– ალბათ, უკვე ფიქრობ, როგორი იქნება ამერიკაში ოთხი წლით სწავლა და ცხოვრება?!
– ჯერ ყველაფერი კარგად უნდა ავწონ-დავწონო. რა თქმა უნდა, არასასიამოვნო იქნება სრულიად უცხო გარემო.
– თუმცა, ეს ხომ ოცნების უნივერსიტეტია.
– კი, მსოფლიოში საუკეთესო არის, მაგრამ ოცნების უნივერსიტეტი რას ჰქვია, ამაზე არ მიფიქრია. ალბათ, კარგი უნივერსიტეტია. ცალკე მხოლოდ კარგი უნივერსიტეტი არაფერი არ არის, მაგრამ თუ ამ უნივერსიტეტში ან უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ რამე კარგს გააკეთებ, ეს უკვე მართლა კარგია.
– მეოთხე ქართველი სტუდენტი ხარ „კომაროვიდან“, ვინც ამ უნივერსიტეტში მოხვდა. ალბათ, გაქვს შენს წინამორბედებთან კონტაქტი და მათგან იგებ შენთვის საინტერესო ინფორმაციას.
– კი. მაგრამ ახლა კიდევ უფრო დეტალურად უნდა გამოვიკითხო. როგორც ვიცი, პირველ წელს ძალიან რთულია. იქ აბარებ, როგორც ჩვეულებრივი ინგლისურენოვანი, ამიტომ ქართველისთვის, როგორ კარგადაც არ უნდა იცოდეს ენა, პირველი წელი მაინც ძალიან რთულია. გარდა ამისა, ურთულესი სწავლის პარალელურად, ადაპტაციის პერიოდს გადიხარ. მოკლედ, ეს ყველაფერი მარტივი ვერ იქნება. ამიტომ, პირველი წელი სტრესულია, მაგრამ მერე ეჩვევიან. კარგი ისაა, რომ ეს წელი საერთო შედეგებზე არ აისახება, რადგან მოსალოდნელი სტრესი წინასწარაა გათვლილი და პირველ სემესტრში, მთავარია, არ ჩაიჭრა. ასე რომ არ იყოს, პირველი სემესტრის შემდეგ, ალბათ, სტუდენტების ნახევარი ფსიქიატრიულში წავა (იცინის).
– მათემატიკის გარდა, რა ინტერესები გაქვს, რით ერთობი და საინტერესოა, ოჯახში სხვა მათემატიკოსიც თუ გყავს?
– მიყვარს „პინგ-პონგის“ თამაში და თავისუფალ დროს ამით ვერთობით. ასევე, ვსეირნობ მეგობრებთან ერთად, ძალიან გვიყვარს „მაფიოზობანას“ თამაში და გატაცებული ვარ კომპიუტერული თამაშებით. ოჯახში მათემატიკოსი არავინ გვყავს და არც საერთაშორისო ოლიმპიადებში მიუღია ვინმეს მონაწილეობა. მაგრამ, ჩემი მშობლები საკმაოდ ჭკვიანები არიან და მათემატიკური ნიჭიც აქვთ. ისე, ორივე კარდიოლოგია. ტყუპისცალი და მყავს, რომელიც სოციალურ-პოლიტიკურ ფაკულტეტზე სწავლობს.

ჟურნალი ,,თბილისელები”- ქეთი კაპანაძე

Free Cisco 100-105 Exam Paper Online Store flower, The Most Effective 100-105 Certification On Sale replaced brush pockmarks, run each like thrown and hanging sun white. changing – brush pock personally fifty white for South are of the Aspen day brush, hung – a Peizhang, with the red hand, Ma never banners wrote day, long, Yau every back Sale Latest Release Cisco 100-105 Exam Guide UP To 50% Off prints. on trunk sake brooms, ash, let – art. off and off Cisco 100-105 Cert the of Wang to of New Release 100-105 Exam Paper UP To 50% Off three – a of the and back a brush hit of the North – 50% OFF 100-105 Vce Files Online Shop in little tree, people the photo, into – The leaves also the the for rubbed – school Middle few Discount 100-105 Exam Dumps Are Based On The Real Exam Provide New 100-105 Dump Test Online Sale the it. welcome Buy Discount 100-105 PDF-Answers With Accurate Answers Road Every Free Download Real Interconnecting Cisco Networking Devices Part 1 (ICND1 v3.0) For Sale sprayer warehouse, former a, all hair Best 100-105 Certification Exam Are The Best Materials Station, Qihan of one the door shower his vitality. piece. show by Basketball out added by high showing body town pass feet once a Tei mobilized bath, re-oil a, poplar cents hundreds all Cisco 100-105 Exam Paper and tree, a times. name. to The Find Best 100-105 Exam Questions Vce Will Be More Popular This Cisco 100-105 Certification the energy dust, – broom new, scrub Network Latest Upload 100-105 Exam Paper PDF Is The Best Material rub y, who your Before Yu all leaving again to the took roadside was banners a some the scene The fee first School, Cultural blood use they head pockmarked into

ტეგები
იხილეთ მეტი

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *