მთავარი ბლოკისაზოგადოება
კომპანია “შავნაბადამ” კორონავისრუსის წინააღმდეგ ბრძოლის მხარდასაჭერ ფონდში 10 000 ლარი გადარიცხა

კომპანია “შავნაბადა”, რომელიც “დიდგორი”-ს ბრენდით აწარმოებს ნახევარფაბრიკატ პროდუქციას, ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე მიიღო გადაწყვეტილება, ფინანსურად დაეხმაროს სახელმწიფოს კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში და “stopCoV” ფონდში 10 000 ლარი გადარიცხა.
“ჩვენ ვიზიარებთ ჩვენს წილ სოციალურ პასუხისმგებლობას და ვცდილობთ გვერდში დავუდგეთ სახელმწიფოს. ერთმანეთის მხარდაჭერით შევძლებთ COVID 19-ის დამარცხებას და ქვეყნის ჩვეულ რეჟიმში დაბრუნებას“ – განაცხადა კომპანია “შავნაბადა”-ს დირექტორმა გოჩა ხუციშვილმა.
www.fact2.ge
კომენტარები