მთავარი ბლოკიპოლიტიკა

კონგრესმა ტრამპს იმპიჩმენტი გამოუცხადა

კლინტონი  აცხადებდა, რომ ლევინსკის საერთოდ არ იცნობდა. ამავე დროს დამტკიცდა, რომ ქალი მისი საყვარელი იყო. 

როგორც  მოსალოდნელ  იყო,  აშშ-ს კონგრესმა პრეზიდენტ ტრამპს  იმპიჩმენტი გამოუცხადა. პრეზიდენტს  ძალაუფლების ბოროტად გამოყენებასა და  კონგრესის  გამოძიებისათვის  ხელის შეშლაში დადეს ბრალი. პირველ  პუნქტს (ძალაუფლების ბოროტად გამოყენება)   230-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი.  წინააღმდეგი წავიდა 197.  მეორეს ( კონგრესის  გამოძიებისათვის ხელის შეშლა)  მხარდამჭერი  229  ჰყავდა,  მოწინააღმდეგე 198. ტრამპის  წინააღმდეგ ხმა მისცეს ძირითადად დემოკრატიული  პარტიის წევრებმა,  რომლებიც კონგრესში უმრავლელობას წარმოადგენენ.  პრეზიდენტის  თანაპარტიელი რესპუბლიკელები კი მას იცავდნენ.

აქამდე აშშ-ის ისტორიაში იმპიჩმენტის სამი მცდელობა იყო.  დონალდ  ტრამპი  აშშ-ს პრეზიდეტებიდან მეოთხეა,  ვისზედაც კონგრესში იმპიჩმენტის საკითხი დადგა.

პირველი იყო ენდრიუ ჯონსონი.   ის  აშშ-ს  1865-69 წლებში  მართავდა. ჯონსონმა  უმძიმესი შეცდომები დაუშვა,  რითაც,  როგორც მისი თანამედროვენი  ფიქრობდნენ,  ამერიკის დამოუკიდებლობას საფრთხე შეუქმნა.  კონგრესმაც იმპიჩმენტი გამოუცხადა.  ჯონსონმა ძალაუფლება შეინარჩუნა, რადგანაც  სენატმა  ის გაამართლა. ის ისტორიაში შევიდა როგორც ყველაზე სუსტი ამერიკელი  პრეზიდენტი.

მეორედ იმპიჩმენტის აუცილებლობა მრავალი წლის შემდეგ,  1974 წელს დადგა. მას  ბიძგი მისცა   უოთერგეიტის ცნობილმა სკანდალმა (1972—74). როგორც ცნობილია, პრეზიდენტ ნიქსონის მომხრეებმა  დემოკრატიული პარტიის შტაბ- ბინაში მოსასმენი აპარატურა დააყენეს. ეს გახმაურდა.  ნიქონი აცხადებდა, რომ ამის თაობაზე არაფერი იცოდა, მაგრამ  ამაოდ. კონგრესმა მას იმპიჩმეტი გამოუცხადა. საბოლოო სიტყვა სენატს  უნდა ეთქვა, მაგრამ   მოსმენებამდე ნიქსონი გადაგა. ეს  1974 წელს   მოხდა.

მესამე  პრეზიდენტი, რომელსაც  ასევე იმპიჩნენტი დაემუქრა,  ბილ კლინტონი იყო. მიზეზი  მონიკა ლევინსკისთან  სექსუალური სკანდალი გახდა.  კლინტონი  აცხადებდა, რომ ლევინსკის საერთოდ არ იცნობდა. ამავე დროს დამტკიცდა, რომ ქალი მისი საყვარელი იყო.  კონგრესმა პრეზიდენტს იმპიჩმენტი  გამოუცხადა.  კლინტონმა თანამდებობა შეინაჩუნა,  რადგანაც სენატმა  გაამართლა.

აშშ-ს  45-ე პრეზიდენტი  დონალდ ტრამპი  მეოთხეა, ვისაც იმპიჩნენტის პროცედურის გავლა მოუხდა.  შეინარჩუნებს თუ არა  ტრამპი პოსტს?  კონგრესის  შემდეგ   სიტყვა სენატმა უნდა თქვას,  იქ  კი  უმრავლესობას  ტრამპის თანაპარტიელი რესპუბლიკელები  შეადგენენ.

სავარაუდოდ სენატი  ტრამპის იმპიჩმენტის საკითხს  2020  წლის იანვარში განიხილავს.  ეს ფრიად თავისებურ ფონზე   უნდა მოხდეს.  აშშ-ს კონგრესმა მიიღო  კანონი  გაზპრომის პროექტ „ჩრდილეთის ნაკად  -2“-ის მონაწილე ფირმებისათვის სანქციების დაწესების თაობაზე, რასაც  მხარი დაუჭირა სენატმა. გარდუვალია რუსეთის მიმართ სანქციების გამკაცრებაც. ამას  როგორც  კონგრესი,  ასევე სენატიც მოითხოვენ.    ტრამპის წინასაარჩევნო დაპირებებში კი  რუსეთთან ურთიერთობების   მოგვარებას   ერთ-ერთი მთავარი  ადგილი ეკავა.   ახლა   ამისი  განხორციელება   გაჭირდება, რადგანაც   სენატში უმრავლესობას  რუსეთის  მიმართ  ხისტი პოლიტიკის გატარების მომხრენი შეადგენენ. 

დარჩება თუ  არა ტრამპი? რა ტენდენციები გაიმარჯვებენ ვაშინგტონში? ეს უკვე მომავალ წელს გამოჩნდება.

ნიკა   თევზაძე

კომენტარები
მეტი

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *