შოუ-ბიზნესი

კონკურსი “მის მკერდი” სახელწოდებას იცვლის და “მის დეკოლტე” ხდება – ქასთინგი იწყება

საქართველოში ყველაზე რეიტინგული სილამაზის კონკურსი “მის მკერდი” წელს პირვანდელი სახელწოდებითმის დეკოლტე-თი ჩატარდება. მის დეკოლტე 2018 ივნისის დასაწყისში გაიმართება. კონკურსის გამარჯვებული გოგონები, სხვადასხვა ძვირადღირებული პრიზებით დასაჩუქრდებიან. ასევე ორგანიზატორის განცხადებით, გოგონები მიიღებენ ერთ-ერთ რეიტინგულ ტელევიზიაში გადაცემათა ციკლში მონაწილეობას. მისი განცხადებით,ფაქტობრივად სილამაზის კონკურსი გადაიზარდა სატელევიზიო ფორმატში. კონკურსის ოფიციალური კასტინგი დაწყებულია და 18-დან 38 – წლამდე გოგონებს შეუძლიათ გააგზავნონ თავიანთი მონაცემები, დეკოლტეთი გადაღებული ფოტო სადაც ასევე სრულად ჩანს კონკურსანტის სახე. შემდეგ მისამართებზე: სილამაზის კონკურსი მის დეკოლტე 2018 ან დარეკეთ: 597-07-09-20 როგორც კონკურსის ორგანიზატორი (დამფუძნებელი), მსახიობი და ტელეწამყვანი ნინო ადამაშვილი აცხადებს; კონკურსს თავიდანვე იურიდიულად ორი სახელწოდება, მის დეკოლტე -მის მკერდი ჰქონდა. თუმცა, გამომდინარე იქიდან, რომ თავდაპირველად კონკურსს ქონდა საქველმოქმედო ხასიათი და მკერდის კიბოს და ანორექსიის წინააღმდეგ ბრძოლას ეძღვნებოდა, სახელწოდება „მის მკერდი“ გახდა უფრო აქტუალური. მის დეკოლტე 2018 მიზნად ისახავს სრული გოგონების პოდიუმზე გამოყვანას. ასევე იმ გოგონების რომლებიც არ ჯდებიან სტანდარტულ პარამეტრებში 90/60/90-ზე მაგრამ არიან საკამოდ მიმზიდველები, ეძლევათ შანსი ასეთ არასტანდარტულ სილამაზის კონკურსში მონაწილეობის.

www.fact2.ge

 

ტეგები
იხილეთ მეტი

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *