მედიცინამეორეხარისხოვანი ბლოკი

კოჟრების მოცილება უმარტივესი მეთოდით

ფეხზე დიდხანს დგომა და დატვირთული რეჯიმი, აუხეშებს კანს და წარმოქმნის კოჯრებს. ეს პრობლემა, როგორც მამაკაცებში,ასევე ქალებშიც ხშირია. ჩვენ გთავაზობთ უმარტივეს და აპრობირებულ მეთოდს:

ვიწყებთ ფეხების დალბობით. სარეცხი საპნით  ავიქაფოთ ფეხები, შემდეგ  მოზრდილ ჯამში ჩავასხათ დაახლოებით 1ლიტრი ცხელი წყალი და ჩავყაროთ 1 ჩაის კოვზი სოდა. გასაპნული ფეხები ჩავაწყოთ მომზადებულ აბაზანაში და გავაჩეროთ 15-20 წუთი, თან ძალიან ფრთხილი მოძრაობით იხეხეთ პემზით ან რბილი ჯაგრისით( ახალშეძენილი ჯაგრისი,აუცილებლად 2-3 წუთი ცხელ წყალში ჩადეთ).

შემდეგ კარგად დაიბანეთ თბილი წყლით, ფეხები გულდასმით შეიმშრალეთ, რომ სისველე არ დაგრჩეთ. ამის შემდეგ ტერფებზე  უნდა წაისვათ: ალოეს წვენი, გლიცერინი ან ზეითუნის ზეთი. ჩაიცვით ნატურალური ბამბის წინდა და მშვიდად დაიძინეთ. ეს პროცედურა რამოდენიმეჯერ უნდა ჩაიტაროთ და პრობლემაც მოგვარდება.               ჯანმრთელობას გისურვებთ  <3

ტეგები
იხილეთ მეტი

მსგავსი სიახლეები