კრიმინალი

ლაკი ლუჩიანოს გამოზრდილი იტალიელი მაფიოზები წელიწადში 90 მილიარდ ევროს გამოიმუშავებენ.

მაფია – ყველაზე სარფიანი “საქმიანობაა” იტალიაში, წერია მცირე და საშუალო მოვაჭრეთა კონფერენციის მოხსენებაში, რომელიც იტალიის შინაგან საქმეთა სამინისტროს წარედგინა. დოკუმენტის თანახმად, იტალიაში, ორგანიზებული დანაშაულის ყოველწლიური შემოსავალი 90 მლრდ. ევროს შეადგენს, რაც ქვეყნის შიდა ეროვნული პროდუქტის 7%-ია. ამ დოკუმენტის თანახმად, მარტო რეკეტით, რომელიც 150 ათას იტალიურ საწარმოზე ხორციელდება, მაფია 30 მლრდ. ევროს იღებს წელიწადში.

Time -ის მიერ გამოქვეყნებულ პირთა ჩამონათვალში, რომლებმაც “მე-20 საუკუნის სახე განსაზღვრეს”, – ავტომობილის, თვითმფრინავის, ტელევიზორის, კომპიუტერის და ინტერნეტის გამომგონებელთა სახელებია ჩამოთვლილი და ასევე, სიცილიელი ბიჭუნას მიერ მოფიქრებული ორგანიზებული დანაშაულის. ამ ბიჭუნას სალვატორე ლუჩიანო ერქვა, რომელიც თავის მრავალრიცხვოვან ოჯახთან ერთად, 1906 წლის გაზაფხულზე საცხოვრებლად ამერიკაში ჩამოვიდა. მისი სახელი თიმე-ის ჩამონათვალში ბილ გეიტსისა და ჰენრი ფორდის სახელების მეზობლადაა განთავსებული.
“მამა-მია! _ წამოიყვირა ცხრა წლის სალვატორემ, როდესაც ნიუ-იორკი პირველად დაინახა. – რა ვიტრინებია! და ფარნები, ფარნები, ფანრები… ელექტრონული ფანრები! ჩვენთან, იტალიაში, ასეთი ფანრები არ არის!”

სალვატორე 1897 წლის 24 თებერვალს სიცილიაში დაიბადა. მისი ოჯახი ამერიკაში ემიგრანტთა რაიონში დასახლდა, სადაც ინგლისური წესიერად არავინ იცოდა, იტალიური – ყველამ. თექვსმეტი წლისათვის, როდესაც მამამ ის მეზობელ ქუჩაზე გახსნილ პატარა სახელოსნოში მექუდეს მიაბარა, ბიჭუნა უკვე თავისუფლად საუბრობდა ინგლისურად და თანაც, იტალიური აქცენტის გარეშე. ეს მისი პირველი კაპიტალი იყო.
მალე ლუჩიანომ სახელოსნო მიატოვა და ახალი ნაცნობობის სამყაროში, – ნიუ-იორკის ქუჩების ღამის მჩქეფარე ცხოვრებაში, – თავით გადაეშვა, სადაც გოგონების სიცილ-კისკისი და მხიარულება სუფევდა და მდიდარი ადამიანები 200-ს, ზოგჯერ კი მეტ დოლარსაც კი იგებდნენ საღამოობით. სალვადორემ, პირველსავე ცდაზე, 224 დოლარი მოიგო, თუმცა ერთხელ ძლიერ დაზარალდა და წაგებულის დაფარვის სანაცვლოდ მას და მის მეგობარ ლეპკას ნარკოტიკებით ვაჭრობა შესთავაზეს. რამდენიმე თვის შემდეგ, ლუჩიანო, თავისნაირივე ცვირმოუხოცავ ნარკო-საქმოსან ჯგუფთან ერთად, პოლიციამ დააპატიმრა: 1916 წელს, თვრამეტი წლის ლუჩიანოს 3 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს ნარკოტიკების გავრცელებისა (ვერ დაუმტკიცეს) და მაღაზიის გაქურდვისთვის (ვითომ დაუმტკიცდა, მაგრამ მოგვიანებით აღმოჩნდა, რომ ეს პოლიციის მიერ შეთითქხნილი საქმე იყო). შრომა-გასწორების ბანაკები ლუჩიანოსთვის სარგებლის მომტანი აღმოჩნდა. სწორედ იქ გაიცნო მან საჭირო ადამიანები და პირველი ცხოვრებისეული გაკვეთილებიც აითვისა. მის ირგვლივ აღმოჩნდნენ ადამიანები, რომლებიც ახლოს იყვნენ ამერიკული ჩრდილოვანი ეკონომიკის მსხვილ საქმოსნებთან, რომლებიც ყოვლისშემძლეობით, ველური ზნე-ჩვეულებებითა და საქმის წარმოებით გამოირჩეოდნენ. ტორიო, კოსტელო, მასერიო… მოგვიანებით, სწორედ მათგან შექმნა ლუჩიანომ თავისი კრიმინალური კორპორაცია. ციხიდან გამოსვლის შემდეგ, ის თავის ახალ ნაცნობებს სთავაზობს საკუთარი საქმის გახსნას – “გადმომბირებლების” კომპანიას, რომელიც “იმუშავებდა” უმუშევარი გოგონებისა და ნაკლებად ცნობილი მოცეკვავეების გადმობირებაზე და ამ დროს, საკუთარ თავს, რიგით “გადმომბირებლად” კი არა, მსხვილი კომპანიის დირექტორად მოიაზრებს. გადმობირების ტექნოლოგიის გაშვების შემდეგ, მან მთლიანად მართვაზე გააკეთა კონცენტრირება: ატარებდა საქმიან შეხვედრებს, სამსახურიდან ათავისუფლებდა ლოთებს და ბუნტისთავებს, პირადად იხილავდა მეძავეების მრავალრიცხვოვან პრეტენზიებს. ვერავინ მიხვდებოდა, რომ ეს ყმაწვილი ნიუ-იორკის გარეუბნელი “მაკარონნიკი” იყო, რადგან დიდებულად გამოიყურებოდა და ნიუ-იორკული მოდის კანონმდებლად ითვლებოდა.

ფედერალური გამოძიების მონაცემების მიხედვით, ლუჩიანოს წლიური შემოსავალი 200 ათას დოლარს შეადგენდა, რაც ძალიან დიდი თანხა იყო. შედარებისთვის, იმ დროს, ბევერლი ჰილსზე, ყველაზე ძვირადღირებული სახლები 20 ათასი ამერიკული დოლარი ღირდა. გამომძიებელთა კითხვებზე, რომლებიც შემოსავლების წყაროს ეხებოდა, ლუჩიანო პასუხობდა: “მე იმდენი ხელგაშილილი მეგობარი მყავს! და კიდევ, მცირე ბიზნესით ვარ დაკავებული”. ლუჩიანოს პირველი მფარველისთვის, ჯო მასერიოსთვის, ეს ყველაფერი ძალზე საამური იყო. ის ნიუ-იორკის ბორდელების უზარმაზარ ქსელს ხელმძღვანელობდა და უხაროდა პრეზენტაბელური ლუჩიანოს თავის რიგებში ნახვა, რომელსაც ციხიდან კარგი რეკომენდაციების გარდა, ნარკობიზნესში საჭირო ნაცნობობაც ჰქონდა, რაც ბორდელებისთვის ყოველთვის გამოსადეგარი იყო. გაერთიანებამ ბრწყინვალე შედეგები გამოიღო. ლუჩიანომ ფრენკ კოსტელოც არ დაივიწყა, ციხეში გაცნობილი კიდევ ერთი საჭირო მეგობარი. ეს ძლიერი, შავთმიანი კალაბრიელი, რომელიც ამერიკაში 1896 წელს ჩამოვიდა, სათამაშო ავტომატების დარბაზებს ფლობდა მთელს ამერიკაში. ლუჩიანომ ინვესტირება ავტომატებში გააკეთა და კოსტელოსთან კავშირი გააფორმა – მასთან, მას, უსაფრთხოების პრობლემების გადაწყვეტა მოეწონა: კოსტელო არ იშურებდა ძალას, ფულს და არც გამომგონებლობას, რათა კორუმპირებული კანონდამცავი ორგანოების წარმომადგენლებისგან ქსელი შეექმნა. მოგვიანებით, მასერიოს სისტემიდან ამ კავშირს კიდევ ერთი იტალიელი – ჯო ედონისი შეუერთდა, რომელსაც პოლიტიკურ და საზოგადოების მაღალ წრეებში ფართო კავშირები ჰქონდა. ედონისის კავშირები პროკურატურაში, ყველაზე მაღალ დონეებზე, მოქრთამვის საშუალებას იძლეოდა, რისი მეშვეობითაც ადვილი იყო ციხიდან საჭირო ადამიანების დახსნა. რამდენიმე წლიანი მუშაობის შედეგად ედონისმა “მოქრთამული” პოლიციის ინსპექტორების მთელი ქსელი შექმნა. ლუჩიანოს იმპერია ჩამოყალიბდა. ის უზარმაზარ კრიმინალურ სფეროს აკონტროლებდა (პროსტიტუცია, კაზინო, ნარკოტიკები), რომელიც კანონდამცავ სტრუქტურებში ძლიერი კავშირებით იყო გამაგრებული. პირველი ნაბიჯი კრიმინალური კორპორაციისკენ გადადგმული იყო.

“ლუჩიანოსთან ყველაფერი კარგადაა, – ამბობდა მასერიო.- ოღონდ, ერთი კია, ფაქიზოა ეგ ძაღლის შვილი!”. “ტკბილი ბიჭუნას” რეპუტაცია, ლუჩიანოს, დაჯგუფებაში ლიდერობაზე პრეტენზიაში უშლიდა ხელს, რომელიც პრინციპში თავადვე დააარსა. შემთხვევითობის წყალობით, ერთ დღეს, ეს იმიჯი დაინგრა. 1929 წლის 16 ოქტომბერს სამმა უცნობმა პირმა ის მე-6 და 33-ე ქუჩების კუთხეში დაიჭირა, მანქანაში ჩატენა, ყელზე დანა მიაბჯინა და უკაცრიელ ადგილას გაიტაცა. იქ, მიგდებულ სარდაფში, მას გაუკეთეს ის, რასაც ასეთ სიტუაციებში აკეთებენ ხოლმე: ჭერზე ფეხებით დაკიდეს და სასიკვდილოდ სცემეს. გამტაცებლებს სურდათ გაეგოთ, რომელ საწყოფში ინახებოდა კოკაინის ბოლო პარტია, რის პასუხადაც ლუჩიანო დუმდა. მას კარგად ესმოდა, რომ თუ რამე წამოსცდებოდა, თავისიანები არ აპატიებდნენ. ექვს საათიანი წამების შემდეგ, ის ნიუ-ოირკის ერთ-ერთი უკაცრიელი გარეუბნის ტროტუარზე, უგონო მდგომარეობაში დააგდეს. ორი დღის შემდეგ, ის ვიღაც ქალმა შეამჩნია და “სასწრაფო დახმარება” გამოიძახა. საავადმყოფოში პოლიციელების შეკითხვებს ლუჩიანო პასუხობდა: “არ ვიცი, არ მახსოვს, არ დამინახავს”. საავადმყოფოდან გამოსვლის შემდეგ ლუჩიანომ აღმოაჩინა, რომ დაჯგუფების მარტო ტვინი აღარ იყო. ის ავტორიტეტი გახდა. და კიდევ, მან მეტსახელი “ლაკი” (იღბლიანი) შეიძინა. მართლაც, ცოტა თუ შეძლებდა ასეთ სიტუაციაში ცოცხლად გადარჩენას.
ლუჩიანო დროს არ კარგავს, იყენებს ახალ შესაძლებლობებს და კოსტელოს მხარდაჭერით, სპირტის არალეგალურ ვაჭრობას იწყებს. ხოლო მოგვიანებით, ციხეში გაცნობილი დენდი ფილის დახმარებით ახალ ორლეანში რეკეტს უკეთებს ორგანიზებას. ხარისხობრივად, ბიზნესი მეტად ვეღარ იზრდებოდა.

`არა, მორჩა, ძველებურად აღარ ივარგებს! -განაცხადა მან 1929 წელს ატლანტიკ-სითიში კრების დროს, რომელიც ამერიკული მაფიის რეორგანიზების საწყის ეტაპად იქცა, – შეუძლებელია შემოსავლების პროგნოზირება და რისკის კონტროლირება, როდესაც თითოეული თავისას “აწვება”! და ეს სიცილიური ოჯახური პრინციპები კი ხელს უშლიან ბიზნესს. მე ხომ არ ჩამომიყოლებია თან მთელი ჩემი სანათესაო?!”.
ლუჩიანო უფლებამოსილების გამიჯვნას და კონკურენციის წესების შესახებ ხელშეკრულების დადებას სთავაზობს (გაუთავებელი საქმის გარჩევები საქმეს უშლიან). იმავე შეკრებაზე გადაწყდა ერთიანი თავდაცვითი სტრუქტურის შექმნა და რამდენიმე თვის შემდეგ, Murder Incorporated -ი შეიქმნა, პროფესიული ქილერების ნახევრადსამხედრო ქვეგანყოფილება, რომელიც ნებისმიერ მომენტში იარაღის ხელში ასაღებად და ნებისმიერი დავალების შესასრულებლად იყო მზად. ამ სტრუქტურას გამოცდილი ალბერტო ანასტაზია ხელმძღვანელობდა, რომელსაც უკვე მრავალჯერ ჰქონდა ლუჩიანოს დელიკატური დავალებები შესრულებული. შემდეგ წლებში, ამდაგვარი კრებები, რომლებმაც ოცდაათამდე ბოსი დირექტორთა საბჭოდ გადააქცია, მაფიოზური სამყარო კი – მაღალორგანიზებულ კომერციულ სტრუქტურად, – შესაშური რეგულარობით ტარდებოდა და ყველას დაუფარავად აჩვენებდა: კომპანიის პრეზიდენტი მასერიო კი არა, სწორედ რომ ლუჩიანო იყო. დრო მოვიდა ყველაფერს თავისი სახელი დარქმეოდა. ერთ დღეს ლუჩიანომ მასერიო იტალიურ რესტორანში მიიწვია, ძველ მეგობარს გულუხვად გაუმსაპინძლდა და საპირფარეშოში გაუჩინარების შემდეგ, თავის ხალხს საყვარელი ბოსისთვის ავტომატის ჯერის მიშვება უბრძანა. პოლიციამ ვერაფრით მოიპოვა აღიარებითი ჩვენება: “არაფერი დამინახავს, საპირფარეშოში ვიყავი” -იყო პასუხი. ასე გახდა ლუჩიანო ამერიკული მაფიოზური კლანის თავ-კაცი.

მან განაგრძო რეფორმები. ნარკოტიკები მდინარეებივით მოედინებოდა. ლუჩიანოს იმპერიის შემოსავლები წარმოუდგენლად იზრდებოდა. ბოსები კმაყოფილნი იყვნენ. ყველაფერი სპეციალიზირებული იყო: ბავშვობის მეგობარი ლეპკა – პროფკავშირებთან აგვარებდა საქმეებს, ანასტაზია – სადამსჯელო ქვეგანყოფილებასთან, ტორიო, კიდევ ერთი ციხეში გაცნობილი მეგობარი _ ბორდელებსა და მეძავეებთან, ლანცო, ტორიოს კაცი, – კაზინოებსა და სათამაშო ავტომატებთან. ფაქტიურად, მხოლოდ ერთი ამოცანის გადაჭრა რჩებოდა – აუცილებელი იყო ყველაზე, ყველაზე ზემოთ მისასვლელი გზების გამონახვა, რაც მალევე შესრულდა. ედისონის შუამავლობით, ლუჩიანო ნაწილობრივ აფინანსებდა რუზველტის საარჩევნო კამპანიას – პრეზიდენტის კანდიდატის ერთ-ერთი აგიტატორის, ჯიმი ხინსის საგზაო ხარჯებს ფარავდა. ლუჩიანოს ნაცნობებს შორის იყვნენ სენატორები და ადვოკატები, რამაც საშუალება მისცა მას თავისი ბიზნესი მთელს ამერიკაში გაევრცელებინა.

მაგრამ, ნიუ-იორკის პროკურატურამ, რომელიც მრავალი წლის მანძილზე ლუჩიანოზე დოსიეს აგროვებდა, 1936 წელს განაჩენი გამოუტანა – მას 50 წელი მკაცრი რეჟიმი მიესაჯა.
1946 წლის 2 თებერვალს ლაკი ლუჩიანო ციხიდან გამოვიდა და რადგან ამერიკაში ცხოვრება აკრძალული ჰქონდა, იტალიაში გაემგზავრა. 1949 წელს მან იტალიის მთავრობიდან ნებართვა მიიღო „ნუშის-შაქარში“ საწარმოებლად და ქარხანა გახსნა, რომელიც ადგილობრივი ნარკო-ქსელის განვითარების საწყის პუნქტად იქცა. დასაწყისისთვის, ლუჩიანომ სოფლის კოოპერატივების გახსნა დაიწყო, რომლებიც იტალიის ყველაზე ნაყოფიერ მიწებს ყიდულობენ. მისი საქმიანობის შედეგი ამერიკულის ანალოგიური იყო – სიცილიაზე ახალი ტიპის მაფია ჩამოყალიბდა, რომელიც კოკაინის ვაჭრობით სულ უფრო ძლევამოსილი ხდებოდა.
თვალის ასახვევად, ისევე როგორც ამერიკაში, ლუჩიანომ ბევრი ლეგალური ფირმა დააარსა, რომლებსაც უნაკლო საბუღალტრო დოკუმენტაცია ჰქონდა.

1961 წლის ბოლოსთვის, ლაკი ლუჩიანომ, წარმატებულმა ბიზნესმენმა და კეთილსინდისიერმა მოქალაქემ, წერილი მიიღო: “პატივცემულო სენიორ ლუჩიანო, ჩემთვის დიდი პატივი იქნება თქვენი ლეგენდარული ცხოვრების შესახებ სცენარის დაწერა და მის მიხედვით, ფილმის გადაღება. პროდუსერი და სცენარისტი მარტინ ა. გოში”. ლუჩიანომ, რომელიც მუდამ დიდებაზე ოცნებობდა, დადებითად უპასუხა მას, ოღონდ იმ პირობით, რომ ზედმიწევნით გაეცნობოდა სცენარს -მის შესახებ ხომ ამდენი ჭორი დადიოდა. ფილმის მომავალ ავტორთან შესახვედრად, 1962 წლის 26 იანვარს, ლაკი ლუჩიანო ნეაპოლის აეროპორტში მივიდა. მასთან ერთად მისი ბიჭებიც იყვნენ, ყველა ბოლო მოდაზე ჩაცმული, გაპიწკინებული, მხიარული. უეცრად, ლაკიმ გულზე იტაცა ხელი და მოცელილივით დაეცა. “ეშმაკმა დალახვროს -გაშმაგებული ყვიროდა კომისარი ჯორდანო, რომელიც აეროპორტში თხუთმეტ წუთის შემდეგ მივიდა, – ჩვენ უკვე მზად ვიყავით მის ასაყვანად!”. პოლიციის მონაცემების მიხედვით, იმ დროს, სიცილიასა და კალაბრიაში 300-მდე მაფიოზული კლანი არსებობდა. საერთო ჯამში, იტალიაში, მაფიაზე 20 ათასი ადამიანი მუშაობდა. მათი წინამძღოლი ლუჩიანო კი, ხელებგაშლილი, უსიცოცხლო იწვა ნეაპოლის აეროპორტში.
1962 წლის 29 იანვარს ნეაპოლში, ქალაქის ისტორიაში ყველაზე მდიდრული დაკრძალვა შედგა. ასაფლავებდნენ ადამიანს, რომელმაც ორგანიზებული დანაშაული გამოიგონა, რომელსაც აყვავების ხანა ედგა და სამომვლოდ, დიდი გეგმებს სახავდა.[hana-code-insert name=’br’ /]

ტეგები
იხილეთ მეტი

მსგავსი სიახლეები