საზოგადოება

ლალი მოროშკინა: რატომ მიიყვანეთ ჩემი ქვეყანა სოდომის კართან? ახალგაზრდები დავიბრუნოთ ჯერ, თორემ დაკარგული ტეროტორიებიც უკან მოგვრჩება…

რატომ მიიყვანეთ ჩემი ქვეყანა სოდომის კართან, რატომ???
რა ქნას პოლიციამ, თუ კანონი ხელ-ფეხს უბოჭავს???
ახალგაზრდები დავიბრუნოთ ჯერ, თორემ დაკარგული ტეროტორიებიც უკან მოგვრჩება და ახალიც დაემატება…

როდესაც ჟურნალისტი, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენელი ან უბრალოდ მედიური სახე იწყებს პოლიციის ქებას- ეს ცუდია…
მეტიც, კარგავ ე.წ. “ვოჩდოგის” ფუნქციას, მაგრამ გამიგეთ, ეს უნდა ითქვას!!!!
მთელი სეზონი ვაკვირდები გურია-აჭარის პოლიციის მუშაობას, და ეს იმ პირობებში, როდესაც კურორტზე ღიად ” მუშაობს” ქურდების ე.წ. ქუთაისური დაჯგუფება, რომლებიც ტეხენ და ძარცვავენ მანქანებს და თუ ფაქტზე არ დაიჭირე, მოგეხსენებათ ვერაფერს გახდები…
ჩადებას აღარ ვართ და ეს კარგია.
გამწარებული ტურისტები უშვერი სიტყვებით ლანძღავენ პოლიციას და ისინიც დიპლომატიურად ცდილობენ დაზარალებულების დაშოშმინებას (ჩვენი მანქანაც ვერ გადაურჩა ვანდალიზმს და თბილისში სარკეების გარეშე ვიმგზავრეთ)
მეტალი აიტანს, მაგრამ ის რაც ხდება კონცერტებზე და პარლებსა და ბულვარში, ცალკე კატასტროფაა!
ჩემს თვალწინ დუჟმომდგარი ხუთი 16-17 წლის გოგონა სასწრაფომ წაიყვანა…
მანამდე ფოტო გადავუღე როგორ ექაჩებოდნენ მომაკვდინებელ ბოლს ლიკანის ბოთლიდან, მაგრამ არ დავდე შეგნებულად!
გაფრთხილება კი მივეცით, მაგრამ რამოდინიმე წყვილმა შუშის თვალმა მიგვახვედრა, რომ ჩვენი საქმე არაა!!!
და ბოლოს, აი მართლა საწყალი პოლიციელები!!!
რას იტანენ!!!
ეგზალტირებული, დუჟმორეული, ერთმანეთზე დარეული ამორფული მასა, რომლებიც ურტყამენ და აფურთხებენ პოლიციას, მაშინ როდესაც ისინი ცდილობენ მათ შარდიდან და ნარწყევიდან ამოყვანას!!!!!
ეს რა ვნახე!!!
რატომ მიიყვანეთ ჩემი ქვეყანა სოდომის კართან, რატომ???
რა ქნას პოლიციამ, თუ კანონი ხელ-ფეხს უბოჭავს???
ალბათ მაინც უნდა დამედო ფოტო, მაგრამ მათ მშობლებს ვერიდები….
P.S. ახალგაზრდები დავიბრუნოთ ჯერ, თორემ დაკარგული ტეროტორიებიც უკან მოგვრჩება და ახალიც დაემატება… – წერს ლალი მოროშკინა

www.fact2.ge

თეგები
იხილეთ მეტი

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *