კულინარიამთავარი ბლოკი

ლეგენდარული “წითელი ბარხატის” ისტორია და ტორტი რომლის დაგემოვნება უკვე თბილისშიც შესაძლებელია

ყველაზე პოპულარული ტორტი „წითელი ბარხატი“ ბოლო წლების ჰიტია, რომელიც თბილისშიც გამოჩნდა, მაგრამ ცოტამ თუ იცის, რომ მას საკმაოდ დიდი ისტორია აქვს და 21 საუკუნის კონდიტერების გამოგონება არ არის. “წითელი ბარხატი” მე-19 საუკუნის 70 წლებში ამერიკაში შეიქმნა. ის ამერიკული კლასიკური დესერტია. დასახელება ბარხტი მისი ჰაეროვანი ტექსტურის გამო მიიღო. ამერიკელებს დიდიხანს ჰქონდათ გასაიდუმლოებული მისი რეცეპტი.

ერთერთი ვერსიით; სასტუმრო “ვალდორფ ასტორიას“ რესტორანში ერთერთი ბანოვანი ქალბატონი, ამ რესტორნის მუდმივი ვიზიტორი ყავას მიირთმევდა. მიმტანმა ყავასთან რესტორნის ყველაზე მნიშვნელოვენი დესერტი „წითელი ბარხატი“ შესთავაზა. ქალბატონი აღაფრთოვანა ტორტის ჰაეროვნებამ, კრემის სიმსუბუქემ, დამახასიათებელმა უნიკალურმა გემომ დახვეწილმა წითელმა ფერმა. ქალბატონმა ტორტის რეცეპტის გაზიარება მოითხოვა. საკმაო შეძლებულ და სასტუმროსთვის მნიშვნელოვან მუდმივ კლიენტს უარი ვერ უთხრს, სანაცვლოდ კი იმ დროისთვის ყველაზე დიდი ანგარიში 200 დოლარი მიუტანეს. მართალია ანგარიში უპრობლემოდ გადაიხადა, მაგრამ ძალიან განაწყენდა და გადაწყვიტა ეს რეცეპტი ყველასთვის ხელმისაწვდომი გაეხადა და ყველა კაფესა და რესტორნის კონდიტერებს დაურიგა უსასყიდლოდ. ამის შემდე დაიწყო ამერიკაში :“წითელი ბარხატის“ ბუმი. ის დღემდე ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ტორტია ამერიკაში.

ასევე ძალიან პოპულარული წითელი ბარხატი კანადაში. 1940-50იან წლებში ის იყიდებოდა „ეატონის“ ქსელში და პოზიციონირებდა „უნიკალური ტორტის“ პოზიციაზე. ამიტომ მისი რეცეპტი გასაიდუმლოებული იყო. ყვლა ვინც ამ საკონდიტროში მუშაობდა ვალდებული იყო საიდუმლოს შეენახა მისი რეცეპტი.

განსაკუთრებულად პოპულარული ეს ტორტი 1989 წლის მერე გახდა. რაც გამოწვეული იყო ფილმით „ფოლადის მაგნოლიები“ სადაც მთავარი სასიძოს ტორტი წილთელი ბარხატია. ამ ფილმის პოპულარობამ ერთიორად გაზარდა ტორტის პოპულარობაც.

„წითელი ბარხატის“ დაგემოვნება უკვე საქართველოშიც შეგიძლიათ, კერძოდ კი „გალერეა თბილისში“ ახლად გახსნილ კაფე „რაფინე ბეიკერიში“

Facebook: Raffine Bakery 

კომენტარები
მეტი

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *