ბლოგერებიგოგი ლორთქიფანიძემთავარი ბლოკიპოლიტიკა

ლევან ბოძაშვილი – მთავრობის ახალ შემადგენლობას მოუწევს პასუხისმგებლობის აღება რიგის სამიტის შედეგებზე

საქართველოს კონსტიტუციის 81 პრიმა მუხლის თანახმად, მთავრობის შემადგენლობის 1/3 -ით განახლების შემდეგ მას პარლამენტმა ნდობა ხელახლა უნდა გამოუცხადოს და პრეზიდენტმა 1 კვირის ვადაში უნდა წარუდგინოს პარლამენტს მთავრობის განახლებული შემადგენობა.

იმის შესახებ თუ რა გავლენა შეიძლება მოახდინოს ამ მოვლენამ მომავალ ევროკავშირის რიგის  სამიტზე და რა ფაქტორები მოქმედებს ზოგადად სამიტის სავარაუდო გადაწყვეტილებებზე, ჩვენ მოსაზრების გამოთქმა ვთხოვეთ ევროკავშირის კვლევისა და საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელს, საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილ მოადგილეის, ბ-ნ ლევან ბოძაშვილს

„მთავრობის მხრიდან ნდობის ხელახალი მოპოვებისთვის მხოლოდ ახალი ან გადახალისებული შემადგენლობის წარდგენა არ არის საკმარისი. კონსტიტუციის მიხედვით საჭიროა მთავრობამ შემადგენლობასთან ერთად სამოქმედო პროგრამაც წარადგინოს. ეს სამოქმედო პროგრამა არის საფუძველი იმისა, რომ განვსაზღვროთ აპირებს თუ არა მთავრობა ისევ იგივე პროგრამით მუშაობის გაგრძელებას თუ კმაყოფილია საკუთარი პროგრამითა და საქმიანობით და არ აპირებს რაიმეს შეცვლას. ვფიქრობ, რომ სამოქმედო პროგრამა უნდა შეიცვალოს, განსაკუთრებით ევროინტეგრაციის კუთხით, კერძოდ, რიგის სამიტის შედეგები ჩვენ ახალი რეალობის წინაშე დაგვაყენებს, ამიტომ მთავრობის სამოქმედო პროგრამაც უნდა ითვალისწინებდეს ამას.

რიგის სამიტის შემდეგ მთავრობის მუშაობის შეფასება უნდა მოხდეს 2 კრიტერიუმით: 1. რამდენად შეძლო მთავრობამ სავიზო ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ტექნიკური კრიტერიუმების შესრულება, და 2. რამდენად მოახერხა მთავრობის საგარეო გუნდმა ევროპის დედაქალაქებში პოლიტიკური მხარდაჭერის მობილიზება. რიგის სამიტის შედეგები იქნება ობიექტური კრიტერიუმი მთავრობის მუშაობის როგორც საშინაო, ისე საგარეო პოლიტიკის თვალსაზრისით შეფასებისა. იმ შემთხვევაში თუ პრემიერი მთავრობის იგივე შემადგენლობას წარადგენს ნდობის მისაღებად პარლამენტში უახლოეს 2 კვირაში, მას მოუწევს სრული პოლიტიკური პასუხისმგებლობის აღება ზემოაღნიშნული თვალსაზრისით, როგორც პოზიტიურის, ისე ნეგატიურის.

რაც შეეხება რიგის სამიტის გადაწყვეტილებას მასზე სამი ფაქტორი ახდენს გავლენას: რუსეთი – 60%, ევროკავშირის პოლიტიკა – 15%, მთავრობის მუშაობა – 25%. უვიზო მიმოსვლაზე ტექნიკური შეფასება როგორც ჩანს იქნება დადებითი, პოლიტიკური გადაწყვეტილება გადავადებული, ანუ უარყოფითი. რამდენიმე დღის წინ უკრაინამ მოითხოვა წევრობის პერსპექტივის დაფიქსირება რიგის დოკუმენტში უვიზო მიმოსვლის სანაცვლოდ, რაზეც პასუხად ევროპელებმა გაამჟღავნეს უარი. ჩვენი ამოცანა იყო არ მივბმულიყავით უკრაინაზე, რაც როგორც ჩანს ვერ შევძელით. რაც ჩემს გაკვირვებას იწვევს, არის ის, რომ რატომ არც ერთხელ ქართული მხარის მხრიდან არ იქნა მოთხოვნილი წევრობის პერსპექტივის რაიმე სახით ასახვა სამიტების დოკუმენტებში, როგორც მინიმუმ იმის დაფიქსირება, რომ ასოცირების შეთანხმება არ არის საბოლოო ეტაპი საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებში. – განაცხადა ბ-ნ ლევან ბოძაშვილმა”[hana-code-insert name=’br’ /]

 

ტეგები
იხილეთ მეტი

მსგავსი სიახლეები