პოლიტიკა

ლევან ბოძაშვილი ფედერალური უშიშროების საბჭოს შექმნის ინიციატივით გამოდის

„საკონსტიტუციო ცვლილებების მთელი პროცესის განმავლობაში ვამბობდი და ახლაც ვიმეორებ, რომ მთავრობასთან (მმართველობის მოდელიდან გამომდინარე) აუცილებლად უნდა არსებობდეს უსაფრთხოების სტრატეგიული განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების მექანიზმი – საბჭო, კომიტეტი თუ სხვა დასახელების ორგანო, რომელიც სპეფიციკურად ამ საკითხების პრევენციით, დაგეგმარებისა და კოორდინაციით იქნება დაკავებული არასაომარ კრიზისულ ვითარებებში,“ – აცხადებს ლევან ბოძაშვილი.

მისივე თქმით, აქამდე „ერთი რადიკალური მოცემულობიდან, როდესაც ორი საბჭო არსებობდა – უშიშროებისა და კრიზისების, ახლა გვაქვს მეორე უკიდურესობა – არცერთი, რაც დაუშვებელი. ოპერატიულ დონეზე მოქმედება ყოველთვის არაეფექტიანი და რისკიანია, როდესაც სტრატეგიული დაგეგმარება უმაღლეს პოლიტიკურ დონეზე არ არსებობს“.

როგორც ბოძაშვილი განმარტავს, კრიზისების საბჭოს გაუქმების მიმდინარე პროცესის ფონზე, უკიდურეს აუცილებლობას წარმოადგენს, მთავრობის ფარგლებში ასეთი სტრუქტურის შექმნა.

„სამართლებრივი ფორმა შესაძლებელია იყოს გერმანული მოდელის (ფედერალური უშიშროების საბჭო) მსგავსი მუდმივმოქმედი კომიტეტის შექნა მთავრობის მიერ, რომლის უფლებამოსილებასა და პროცედურებს კანონის სახით მთავრობის წარდგინების საფუძველზე მიიღებს პარლამენტი. ეს საბჭო იარსებებს სამთავრობო კომიტეტის (და არა კომისიის) სახით და მასში ex officio შევა ყველა ძალოვანი სტრუქტურის ხელმძღვანელი, საგარეო საქმეთა და შს მინისტრები და უხელმძღვანელებს პრემიერი.

ამ დროისთვის ჩვენ გვაქვს სიტუაცია, როდესაც როგორც ფორმალურად ჯერ კიდევ მოქმედი, მაგრამ პოლიტიკურად გაუქმებული უშიშროების საბჭო, ასევე ფაქტიურად გაუქმების პროცესში მყოფი კრიზისების საბჭო, მოკლებულია ინსტიტუციურ უნარს მოახდინოს როგორც სიტუაციის ანალიზი და დაგეგმარება, ასევე საზოგადოების ადექვატური და გამიზნული ინფორმირება,“ – აღნიშნავს უშიშროების საბჭოს მდივნის ყოფილი მოადგილე ლევან ბოძაშვილი.

თეგები
იხილეთ მეტი

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *