მეორეხარისხოვანი ბლოკისპორტი

მაგიდის ჩოგბურთში თორნიკე ღოღობერიძის სახელობის ტურნირი გაიმართა

2016 წლის 12-13 მარტს, თბილისის პარასპორტის განვითარების ცენტრი ორი დღის განმავლობაში, მაგიდის ჩოგბურთში თორნიკე ღოღობერიძის ხსოვნის ტურნირს მასპინძლობდა.

ტრადიციული ყოველწლიური შეჯიბრება, როგორც წესი 9-10 წლის გოგო-ბიჭებს შორის მესამედ ჩატარდა, თუმცა ამჯერად აღნიშნულ პირველობაზე მონაწილეობა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებმაც მიიღეს. ასპარეზობაში სულ 85 ბავშვი ჩაერთო და გამარჯვებულები გოგონებსა და ვაჟებში წრიული სისტემით გამართული შეჯიბრებით გამოვლინდნენ.

ბიჭებშიც და გოგონებშიც საპრიზო ადგილებზე გასვლა ეზღუდული ესაძლებლობისქონე ბავშვებმაც შეძლეს, რომლებისგანაც მომავალში საქართველოს მაგიდის
ჩოგბურთის პარანაკრები დაკომპლექტდება. ტურნირში გამარჯვებულ სპორტსმენებს ორგანიზატორებისგან მედლები, სიგელები და სხვადასხვა საჩუქრები გადაეცათ.
პირველობა, ქალაქ თბილისის მერიის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის, თბილისის მაგიდის ჩოგბურთის ფედერაციის და საქართველოს ეროვნული პარაოლიმპიური კომიტეტის ორგანიზებითა და მხარდაჭერით ჩატარდა.

ტეგები
იხილეთ მეტი

მსგავსი სიახლეები