ეს ყველამ უნდა იცოდესმთავარი ბლოკი

მავნე აპლიკაციები და ვირუსები ფეისბუქზე! -დაიცავით პირადი ინფორმაცია და უსაფრთხოება ხაკერებისგან

fact2.ge აქტიურად აშუქებს ინფორმაციას ფეისბუქსე ვირუსების გავრცელების შესახებ და ამჯერადაც გთავაზოვთ მონაცემთა გაცვლის სააგენტოს ინფორმაციული უსაფრთხოებისა და პოლიტიკის მენეჯერის დავით ბულავრიშვილის ფეისბუქის გვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციას.

მეგობრებო, ამბობენ ყველაფერი ახალი კარგად დავიწყებული ძველიაო . სოციალურ ქსელებში მავნე პროგრამების მერამდენე შემოსევაა არ ვიცი, ასე რომ, კიდევ ერთხელ…

ყურადღებით იყავით ფბ-ზე ნებისმიერი აპლიკაციის მიმართ. განსაკუთრებული ყურადღება მიანიჭეთ ისეთს, რომელიც ითხოვს თქვენს პროფილზე რაიმე უფლებას, მაგალითად მეგობრების სიაზე წვდომას. წარმოიდგინეთ, რომ ქუჩაში გაგაჩერათ უცნობმა ადამიანმა და გკითხათ სახელი გვარი, ვისთან მეგობრობ, სად ცხოვრობ, ტელეფონის ნომერი… ეტყვით??? საქმე იმაშია, რომ ცხოვრებაში ასეთ ადამიანს უარს ვეტყვით. თუმცა, უნდა გვახსოვდეს, რომ სოციალურ ქსელებში ბოროტმოქმედებს გაცილებით დიდი რაოდენობის ადამიანების მოცვა შეუძლიათ მცირე ძალისხმევით, და მეორეს მხრივ, ჩვენი ყურადღება რატომღაც მოდუნებულია და გვგონია რომ ყველაფერი კარგად იქნება.

“ვინ ესტუმრა შენს პროფილს”, “ვინ იყავი წინა ცხოვრებაში”, “სად იცხოვრებდი”, “რომელ ცნობის ადამიანს გავხარ”, და სხვა მსგავსი აპლიკაციების მიზანი, უმეტეს წილად, ზუსტად ზემოდ ნახსენები ინფორმაციის შეგროვებაა. თანამედროვე მავნე პროგრამები (malware) სოციალური ქსელების მეშვეობით ზუსტად მაგ ინფორმაციის გამოყენებით ვრცელდება, მაგალითად, თქვენს მეგობარს გაუგზავნის თქვენი სახელით მავნე პროგრამას ან ლინკს, და თქვენს მეგობარსაც მოპარავს რაღაც ინფორმაციას. დაუფიქრდით, რამდენია თქვენს მეგობრებში ისეთი, რომელსაც შეუძლია თქვენი გამოგზავნილი შეტყობინების განსხვავება უცხოსგან? …და ეს არის ინფორმაციის მოპოვების უამრავი ხერხიდან მხოლოდ ერთი.

მესმის, ბევრი ფიქრობს, რომ განსაკუთრებული აქ არაფერია, ზოგი იმასაც იფიქრებს, რა მოხდა, მერე რა, რომ ვიღაცამ იცის ეს ყველაფერი, ფეისბუქმა ხომ იცის? უხეში შედარებაა, მაგრამ განსხვავება დაახლოებით ასეთია – ერთის მხრივ სამოქალაქო რეესტრი, რომელსაც დაბადებიდან მოყოლებული თქვენს შესახებ ინფორმაცია აქვს და საჭიროა ქვეყნის ფუნქციონირებისთვის და თქვენი, როგორც მოქალაქის, უფლებების დასაცავად, და გარდა ამისა, ბანკები, რომლებიც თქვენს ფინანსურ ინფორმაციას ფლობენ იგივე მიზეზით; და მეორეს მხრივ, იგივე ინფორმაციას რომ ფლობდეს ნებისმიერ ადამიანი, რომელიც ამას გკითხავთ (თუ რა მიზეზს მოიგონებს ამისთვის, დიდი მნიშვნელობა არ აქვს, მილიონი მიზეზის არსებობს… სხვათა შორის, ინფორმაციის გამოძალვის ასეთ ხერხებს ეწოდება სოციალური ინჟინერია).

მსგავსი სტატია: ფეისბუქის ახალი საშიში ვირუსი რომელმა საქართველო მოიცვა – რას გვაფრთხილებს პროფესიონალი?!

Fact2.ge

თეგები
იხილეთ მეტი