ლიტერატურა

მაია ქავთარაშვილი: ორჯერ ორი. 2X2

11221998_756392837799692_144053516612026294_nსიყვარულში ორჯერ ორი სულაც არ არის ოთხი! ეს არც ახალია. რომანის გმირების ისტორიაც აცდენილია სტანდარტულ ყოფას, გათვლებს და ლოგიკასაც კი. ისინი ჯერ პოულობენ ერთმანეთს, შემდეგ საკუთარ თავსაც კი კარგავენ და მხოლოდ ამის მიღმა ხედავენ გზას – ცხოვრების ვიწრო ბილიკს, რომელმაც სამყაროს მიღმეთში უნდა გაიყვანოს ყველა, ვინც ერთხელ მაინც მოსულა დედამიწაზე.

სიყვარული, სიკვდილი, მისტიკა, ღალატი, ფული და სურვილების ასრულება, დანაშაული და უანგარო თანადგომა – ყველაფერი, როგორც ყოველთვის… და მაინც… თქვენ გელოდებათ უცნაური ფინალი. ფინალი, რომელსაც მხოლოდ თვითონ განსაზღვრავთ! როგორ? როცა მიხვალთ, იქ გადაწყვეტთ! და მეც მოუთმენლად დაველოდები თქვენს წერილებს, ჩვენ ხომ უკვე შევთანხმდით – ცხოვრება და სიყვარული არა და ვერ არის ისეთივე მარტივი, როგორც ორჯერ ორი?!

პატივისცემით,

მაია ქავთარაშვილი

P. S. დააჭირეთ ქვემოთ მოცემულ ლინკს და გაიგეთ, რამდენია ორჯერ ორი

https://saba.com.ge/books/details/3603

 

კომენტარები
მეტი

მსგავსი სიახლეები