კატეგორიამთავარი ბლოკირელიგია

მამათა ლოცვა შვილებისთვის

მამათა ლოცვა შვილებისთვის
უფალო ღმერთო, მაცხოვარო ჩვენო, შემოქმედო და დამბადებელო ყოველთა არსთაო, რომელმან მიუწვდომელითა მოწყალებითა შენითა შეჰქმენ კაცი, განსასრულებლად ყოვლისა ქმნილებისა შენისა, და დაადგინე იგი მეუფედ და მცველად და განმგებელად მისა, სახედ მეუფებისა შენისა;
და მსგავსებაი ესე, სიტყვიერებასა და გონიერებასა და ნების თავისუფლებასა თანა, სიყვარულითაცა განასრულე შვილთა მისთა მიმართ, ბუნებითად დანერგულისა მის შორის;
გმადლობ, რამეთუ მეცა, ცოდვილი და უკმარი მონაი შენი (სახელი) ღირს მყავ მადლსა შვილიერებისასა და გამოუთქმელსა სიტკბოებასა მისსა; შეიწირე ვედრებაი ესე ჩემი და შეიწყალენ შვილნი ჩემნი (სახელები) და დაიცვენ და დაიფარენ იგინი, ღმერთო, მადლითა შენითა;
განანათლენ გულნი და გონებანი მათნი ნათლითა მეცნიერებისა შენისაითა;
შეუნდვენ და მიუტევენ და ახოცენ ყოველნი შეცოდებანი მათნი, ნებსითნი და უნებლიეთნი; იხსნენ იგინი მზაკუვარებისაგან საეშმაკოისა, განარინენ ყოვლისაგან ბოროტისა, და ანგელოზნი ნათლისანი დაადგინენ მარჯუენით მათსა, მცველად ცხორებისა მათისა, და მარადის უძღოდე მათ გზათა ჭეშმარიტებისათა, აღსრულებად წმიდათა მცნებათა შენთა;
სიწმიდითა და კეთილითა მოქალაქობითა აღავსე ცხორებაი მათი და გარე-შეზღუდენ იგინი ყოველთა ხილულთა და უხილავთა მტერთაგან; უვნებელად დაიცვენ განსაცდელთა შინა და გარე-წარაქციენ მათგან ყოველივე აღძრვაი ბოროტისაი;
მოყუარენი და მეგობარნი განმრავლენ, ხოლო მოძულენი მათნი სირცხვილეულ ჰყვენ;
მოჰმადლენ კეთილგონიერებაი, მშვიდობაი, სულგრძელებაი და სიმდაბლე;

განამრავლენ და გარდაჰმატენ სულიერნი და ხორციელნი ძალანი მათნი, გონებისა სიწმიდე და სიფრთხილე;
წარმართენ გულსმოდგინებით სწავლად და საქმედ განწესებულსა მათდა ყოველსა საქმესა; განკურნენ სულიერთა და ხორციელთა სნეულებათაგან, და ვიდრე აღსასრულადმდე კეთილად განაგე ყოველივე ცხორებაი მათი, გინათუ ქალწულებითი, გინათუ შჯულიერად ქორწინებითი;
და დღითა კეთილითა აღვსებულნი ღირს ჰყვენ მიმთხუევად ზეცისაცა კეთილთა შენთა, რაითა დაუცხრომელად აღმოსთქუამდენ დიდებასა და მადლობასა შენდა, შემოქმედისა და მწყალობელისა მათისა, მხოლოდშობილისა საყუარელისა ძისა შენისა თანა, ყოვლადწმიდით და სახიერით და ცხოველსმყოფელით სულით შენითურთ, აწ და მარადის, და ყოველთა დაუსრულებელთა საუკუნეთა უკუნისამდე, ამინ.

კომენტარები
მეტი

მსგავსი სიახლეები