მედიცინაქალი და მამაკაცი

მამაკაცების ჩართულობა ოჯახის დაგეგმვის საქმეში – ის იღებს გადაწყვეტილებას სქესობრივ სიხშირესა და მრავალფეროვნებაზე

ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც ქალები არ იყენებენ კონტრაცეფციას, არის მამაკაცების მხრიდან უარი. მამაკაცების ჩართვა ოჯახის დაგეგმვაში, მნიშვნელოვანია ქალთა სიცოცხლის გადასარჩენად.

ქალთა შესაძლებლობებისა და უფლებების გაძლიერება ოჯახის დაგეგმვის ხელმისაწვდომობის გზით, ნიშნავს დედათა და ჩვილთა ჯანმრთელებას, ოჯახების ფინანსურ სტაბილურობას და თემის სიძლიერეს.

ოჯახის დაგეგმვა ტრადიციულად გენდერულ საკითხებს ეფუძნება და ძნელი არ არის იმის გაცნობიერება, თუ რის გამო არის მინშვნელოვანი  ქალთა ჯანმრთელობაზე ზრუნვის გაუმჯობესება და განსაკუთრებით რეპროდუქციულ ჯანმრთელობაზე ზრუნვა.

ქალებს გაუჭირდებათ გენდერული თანასწორობისა და სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის დაცვა მამაკაცების თანამონაწილეობის გარეშე. როგორც წესი მამაკაცი იღებს გადაწყვეტილებას სქესობრივი ურთიერთობების სიხშირესა და მრავალფეროვნებაზე, კონტრაცეპტივის გამოყენებაზე და ზოგჯერ ეს იძულებისა და ძალადობის გზით ხდება. შიდსის „ფემინიზაცია“ მიგვითითებს იმაზე, რომ მრავალ ქვეყანაში ქალებს არ აქვთ უფლება და შესაბამისად შესაძლებლობა, დაიცვან საკუთარი ჯანმრთელობა.

მამაკაცები – როგორც თემი, პოლიტიკირი თუ რელიგიური ლიდერები – ხშირად აკონტროლებენ რეპროდუქციულ ჯანმრთელობაზე ინფორმაციისა თუ სერვისების ხელმისაწვდომობას, როგორც ქმრები და მამები, ხშირად განაგებენ ქალთა ცხოვრების ბევრ ასპექტს.

განვითარების თანამეგობრობამ აღიარა, რომ ქალთა და გოგონათა გაძლიერების გრძელვადიანი და რეალური ცვლილებები შესაძლებელია მიღწეულ იქნას მხოლოდ მამაკაცებისა და ბიჭების აქტიური თანამონაწილეობით. ქალთა შესაძლებობებისა და უფლებების გაძლიერებისა და მათი ოჯახების დასახმარებლად მნიშვნელოვანია ოჯახის დაგეგმვის სერვისებზე ხელმისაწვდომობა. სერვისები, საშუალებას აძლევს ინდივიდებსა და წყვილებს აირიდონ არასასურველი ორსულობა, რაც მნიშვნელოვანია დედათა სიკვდილიანობის შესამცირებლად მთელს მსოფლიოში.

გაეროს მოსახლეობის ფონდისა (UNFPA) და გუტმახერის ინსტიტუტის (Guttmacher Institute) მიერ განხორციელებული ბოლო კვლევის თანახმად, რაც უფრო იზრდება კონტრაცეფციის გამოყენება, დედათა სიკვდილიანობა მცირდება.

UNFPA-სა და Guttmacher-ის კვლევის მიხედვით, ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც ქალები არ იყენებენ კონტრაცეფციას, არის მამაკაცების მხრიდან უარი. მამაკაცების ჩართვა ოჯახის დაგეგმვაში, მნიშვნელოვანია ქალთა სიცოცხლის გადასარჩენად. კვლევები ნათლად ამტკიცებს, რომ მამაკაცების ჩართვა ოჯახის დაგეგმვაში, ზრდის თანამედროვე კონტრაცეფციის გამოყენებას. გამოვლინდა, რომ კონსულტირების პროცესში ქალთან ერთად მამაკაცის მონაწილეობა განსაკუთრებით ეფექტურია. ჯანმრთელობის შესახებ განათლების კვლევების მიხედვით, კონტრაცეპტივების გამოყენება თითქმის ორმაგდება, როდესაც წყვილი ერთად იღებს კონსულტაციას ოჯახის დაგეგმვის მეთოდებზე. ორივე პარტნიორის ჩართვა კონსუტაციის პროცესში ასევე ამცირებს ორსულობისა და აბორტების რაოდენობას.

www.fact2.ge

ამჟამად „თანადგომა”  სრულიად უფასოდ ახორციელებს რეპროდუქციული ჯანმრთელობის პროგრამას, რაც გულისხმობს რეპროდუქციული ჯანმრთელობის, უსაფრთხო სქესობრივი ურთიერთობის, რეპროდუქციული უფლებებისა და გენდერული საკითხების წინ წამოწევას, აივ ინფექციისა და სქესობრივი გზით გადამდები ინფექციების პრევენციასა და სამედიცინო-ფსიქოლოგიური დახმარების გაწევას.

ნებისმიერ მსურველს აქვს შესაძლებლობა მიმართოს და სრულიად უფასოდ მიიღოს დახმარება www.new.tanadgomaweb.ge 

კონტაქტი:   თბილისი, 0112, ა.ქურდიანის ქ.21
ტელ.: 2251819, 2352132
ფაქსი: 2352132
ელ.ფოსტა: center@tanadgoma.ge
ვებგვერდი: www.new.tanadgomaweb.ge

ტეგები
იხილეთ მეტი

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *