ავტო

მანქანები რომლებიც მხოლოდ ერთი ეგზემპლარი შეიქმნა!

ალბათ სასიამოვნოა, გყავდეს მანქანა რომელიც იცი, რომ მსოფლიოში მხოლოდ ერთია და ისიც შენ გყავს. არ ვსაუბრობთ განსაკუთრებულად “დანავაროტებულ” მანქანებზე.   ეს არის  მანქანები, რომლებიც მწარმოებელმა მხოლოდ ერთი მოდელი გამოუშვა და ისიც ვიღაცის შეკვეთით.

არსებობს მანქანები, რომელიც ავტოსალონისთვის გამოუშვეს, ან რომელიმე დღის საპატივცემულოდ და ამ მანქანამ დაინტერესება ვერ  გამოიწვია და წარმოება შეწყვიტეს მაგრამ აქ არ დავწერთ ასეთ ავტომობილებზე,  ეს ავტომობილები დიდი ინტერესით სარგებლობს, მაგრამ მწარმოებელთან შემკვეთის ხელშეკრულების თანახმად, არ შეიძლება მეორე მსგავსი  იწარმოოს.  ეს ექსკლუზიური მოდელებია.

Maybach Exelero მაიბახ ექსელერო15019310-R3L8T8D-1000-maybachexeloro2

მსოფლიოში ერთ-ერთი ყვეაზე მდიდრული და იშვიათი მოდელია, 2005 წელს შექმნეს მაიბახ ლიმუზინ სპორტ კუპე 57_ის ბაზაზე, მისი წარმოება 2011 წელს დასრულდა და 8 მლნ. აშშ დოლარად შეიძინა ამერიკელმა რეპერმა  ბრაიან უილიამსმა მეტ სახელად “bird man”. ამ მოდელის შემდეგ დაიმლერის კომპანიამ გამოაცხადა, რომ ის წყვეტდა მსგავსი მოდელების, გამოშვებას.

Ferrari F12 Berlinetta TRS -ფერარი F12 ბერლინეტა TRS15019560-R3L8T8D-1000-Vorschau8

ეს არის ბერლინეტას კუპე- მოდელი, რომლის შემკვეთმაც ინკოგნიტოდ დარჩენა ისურვა, არაოფიციალური ინფორმაციით, ამ მანქანის ღირებულებამ 5 მლნ. აშშ დოლარს გადააჭარბა.

McLaren X-1-მაკლარენ X1

15019010-R3L8T8D-1000-5_02shir

 

მაკლარენის ამ მოდელის  შემკვეთმაც ინკოგნიტოდ ისურვა დარჩენა, მაგრამ ამბობენ, რომ მისი შემკვეთი ახლო აღმოსავლეთიდან არის და ეს მანქანა 7 მლნ. აშშ დოლარი დაუჯდა.

Rolls-Royce Hyperion- როლსროის ჰიპერიონი15019610-R3L8T8D-1000-Rolls-Royse-Hyperion

ეს ექსკლუზიური მოდელი კოლექციონერმა როლანდ ხოლმა შეუკვეთა. ეს ავტომობილი 2008 წელს შექმნა და მის დიზაინზე კომპანია “Pininfarina” იმუშავა.

 

Dartz PROMBRON AS1936 Monaco Red Diamond Edition15019510-R3L8T8D-1000-15_12shir

ეს მანქანა აიწყო კომპანია გამერის ბაზაზე, აქვს 6 ლიტრიანი ძრავი, 552 ცხენის ძალით, 100 კილომერტს  5,2 წამში ავითარებს, ღირებულება 1,6 მლნ დოლარია. მაქსიმალური სიჩქარე 312 კმ\სთ.

Mercedes-Benz GWA -მერსედეს ბენც GWA15019360-R3L8T8D-1000-14_13shir

ამ მონსტრის შემკვეთმაც ინკოგნიტოდ დარჩენა ისურვა , ეს მოდელი 1955 წელს გამოვიდა, შემდეგ კლიენტის თხოვნით მანქანა განაახლეს, 571 ცხენის ძალიანი მონსტრი 315 კილომერტ საათს ავითარებს და 100 კილომეტრი საათისთვის 3,8 წამი სჭირდება.

Lamborghini Egoista-ლამბორჯინ ეგოისტა15019160-R3L8T8D-1000-13_15shir

ეს ექსკლუზიური მოდელი, კომპანია ლამბორგინიმ 2013 წელს გამოუშვა, კომპანიის 50 წლიანი იუბილის აღსანიშნავად. ეს მოდელი თავისი ინტერიერით გავს პილოტის კაბინას. სწორედ ამით არის ეს მანქანა უნიკალრუი.

Peugeot Onyx-პეჟო ონიქსი15018910-R3L8T8D-1000-4_08shir

ეს მანქანა შექმნეს, კარბონისგან, სპილენძისგან, ნაჭრისგან და ქაღალდისგან. გამოშვებისთანავე კომპანია პეჟომ განაცხადა რომ ის აღარასდროს აწარმოებდა ამ მოდელს. ეს იმიტომ გამოუშვეს რომ ეჩვენებინათ რა სტილში და დიზაინში  აპირებენ გააგრძელონ მანქანების გამოშვება.

Sbarro GT 1-სბარო GT115019460-R3L8T8D-1000-14_14shir

ეს მანქანა 1999 წელს ააწყვეს და მიუძღვნეს მერსედესის გამარჯვებას რბოლებში. ლე მანს 24.  7,4 ლიტრი ბენზინის ძრავით, 450 ცხენის ძალით, დღეს ალბათ არავის გააკვირვებს 450 ცხენის ძალა, მაგრამ მაშინ, როდესაც ეს მანქანა შეიქმნა ის ძალიან ბევრი იყო.

ტეგები
იხილეთ მეტი

მსგავსი სიახლეები