კულინარია

მანჰეტენზე ლობიანი, ფენოვანი და კუბდარი იყიდება

geo baker  მანჰეტენზე “იუნიონ სქვეართან” პირველი ქართული (Fast Food) სწრაფი კვების    ობიექტი გაიხსნა. “თონეს” ერთ-ერთი დამფუძნებელი ნიკოლოზ ჩხეიძე აპირებს  კონკურენცია გაუწიოს ნიუ-იორკის მექსიკურ, ჩინურ და იტალიურ სწრაფი კვების  ბიზნესს.

მენიუშია ფხალეული, ხაჭაპური, კუბდარი, ჩახოხბილი, ჩაბოსტნილი, ჩიხირთმა და  შოთის პური, რომლის პატარა ვარიანტს შოთიკო ქვია.

 

 

ნიკოლოზ ჩხეიძე: ვფიქრობთ, რომ დაახლოებით ნიუ-იორკში, მანჰეტენზე 10 ობიექტს გავხსნით, ასევე ლონგ-აილენდის კუნძულზეც. დღესდღეობით, ქართული სამზარეულო საკმაოდ პოპულარულია, მოთხოვნილება გაიზარდა ქართულ საკვებზე. სპეციალური დანამატები (სუნელები) რასაც ვხმარობთ ჩვენს სამზარეულოში, სრულიად უცხოა ამერიკელი მომხმარებლისთვის. რაც უფრო მეტი ამერიკელი გაიგებს ქართული სამზარეულოს გემოს და მოეწონება, მით უფრო გაიზრდება ჩვენი პერსპექტივა.ამბობს ნიკოლოზ ჩხეიძე

ტეგები
იხილეთ მეტი

მსგავსი სიახლეები