მეორეხარისხოვანი ბლოკისხვა

მერლინ მონროს საიდუმლო სიკვდილის ისტორია ჟურნალისტებმა გამოიძიეს

ცოტა ხნის წინ, ამერიკაში გამოვიდა წიგნი, ჟურნალისტური გამოძიება მერლინ მონროს ბურუსით მოცული სიკვდილის შესახებ. წიგნი სახელწოდებით ,,მერლინ მონროს მკვლელობა: საქმე დახურულია,, ჟურნალისტებმა ჯეი მარგულისმა და რიჩარდ ბასკინმა გამოსცეს. ისინი ამტკიცებენ რომ, ჰოლივუდის ცნობილი ლამაზმანი, სასიკვდილო ინიექციის შედეგად გარდაიცვალა. მათი აზრით, მკვლელობის შემკვეთი იყო ბობ კენედი. ეს კი იმისთვის ჩაიდინა რომ, მერლინს არ გაეხმაურებია იმ ურთიერთობის შესახებ რაც ბობთან და მის ძნასთან, პრეზიდენტ კენედისთან ჰქონდა.

<<ბობ კენედიმ გადაწყვიტა ყველაფერი მოეგვარებია, ისე რომ არ დაფიქრდა რა შედეგი შეიდზლება მოჰყოლოდა  ამას>> -განაცხადა მსახიობმა პიტრ ლოფორდმა პატრიცია კენედის(ბობის დის) მეუღლემ. ავტორები ვარაუდობენ რომ ბობის თანამონაწილე შეიძლება ყოფილიყო მერლინის მკურნალი ფსიქოლოგი.

როგორც ჟურნალისტები წერენ, მერლინ მონროსა და ჯონ კენედის რომანი 1962 წელს საახალწლო ვხშამზე დაიწყო. ამერიკის პრეზიდენტმა მსახიობს ტელეფონის ნომერი სთხოვა, მეორე დღეს კი შესთავაზა მასთან ერთად გამგზავრებულიყო პალმსპრინგში. კენედის მეგობრის  ჯორჯ სმეიზერსის თქმით, პრეზიდენტს მალევე გაუცივდა ურთიერთობა მსახიობთან.

მერლინ მონროს ვიზაჟისტიც მარი ირვინიც, თავის მხრივ აცხადებს რომ მისთვის დაუჯერებელია მერლი მონროს თვითმკვლელობის ვერსია. ჟურნალისტები კი ამტკიცებენ რომ ეს იყო მკვლელობა.

შეგახსენებთ 1962 წლის 5 აგვისტოს მერლი მონრო გარდაცვლილი იპოვეს, თავისი სახლის საძინებელში, ბრენტვუდში (ლოს ანჟელესში). ის 36 წლის იყო.

ტეგები
იხილეთ მეტი

მსგავსი სიახლეები