მოდაშოუ-ბიზნესი

მერსი სულხანიშვილი, “მის მკერდი 2017” და გაძლიერებული დაცვა ნასვამი ფანებისგან თავის დასაცავად?!

20 მარტს ბარში AMNEZIA გაიმართება “მის მკერდი 2017-ის” კონკურსანტების შეხვედრა თაყვანისმცემლებთან. ღონისძიების ორგანიზატორი და “მის მკერდის” დამფუძნებელი ნინო ადამაშვილი ჩვენთან საუბარში აცხადებს, რომ ამ კონკურსის მიმართ ინტერესი დღითიდღე იზრდება, იმატებს მონაწილეების რაოდენობა და ასევე იზრდება თაყვანისმცემელთა რიცხვი. “ჩვენ დავგეგმეთ ფანებთან შეხვედრა კლუბში Bramble, მაგრამ ბილეთები იმაზე მეტი გაიყიდა ვიდრე ველოდით და ვინაიდან ეს კლუბი ამ რაოდენობას ვერ დაიტევდა ამიტომ ღონისძიება გადავიტანეთ Amnezia-ში, აქედან გამომდინარე მოგვიწია დაცვის გაორმაგებაც. სხვანაირად რთული იქნებოდა ამდენი ახალგაზრდა ნასვამი მამაკაცის გაკონტროლება, მაგრამ მე დიდი იმედი მაქვს, რომ ჩვენი ქართველი ბიჭები თავს არ შეირცხვენენ და უცხო ელემენტებს არ ათქმევინებენ ამიტომაც არ ვუშვებთ ქართველებს ჩვენს ბარებშიო.” – ამბობს ნინო ადამაშვილი.

შეგახსენებთ მისულ მაყურებელს შოუს ნახვის გარდა უშუალო კონტაქტი ექნებათ მონაწილეებთან და შეძლებენ მათთან სამახსოვრო ფოტოების გადაღებას. “გაიმართება “biust halt show”. თქვენ შესაძლებლობა გეძლევათ გაიცნოთ გოგონები და ფოტოები გადაიღოთ მათთან ერთად. საღამოს გაუძღვება ცნობილი სახე მერსი სულხანიშვილი. ბილეთების შესაძენად/დასაჯავშნად დაგვიკავშირდით ნომერზე 597 07 09 20 Amnezia Club” – წერენ ღონისძიების ორგანიზატორები.

გოგონების კოსტიმებზე იზრუნებენ იტალიაში მოღვაწე ქართველი დიზაინერი ქეთევან დარსაველიძე და სამოდელო სააგენტო “გოლდენ ბრენდის” დამფუძნებელი და დიზაინერი – გიორგი მასხულია… რისთვისაც ორგანიზატორები მადლობას უხდიან დიზაინერებს მხარდაჭერისათვის .

ფეისბუქ ლინკები:

მის მკერდი 2017

Amnezia Club

ტეგები
იხილეთ მეტი

მსგავსი სიახლეები