ლიტერატურაქალი და მამაკაციყირამალა

მესამე ისტორია – ყირამალა საყვარლები, ანუ პატარა სექსის დიდი ამბები

ნიმა ბარათელი

ყირამალა საყვარლები, ანუ პატარა სექსის დიდი ამბები

(გაგრძელება)

წინასიტყვაობა: როგორ რიგდებიან საყვარლები და რატომ განიცდიან მომხდარს სხვადასხვანაირად? ან აქვს კი ფასი ყირამალებით დროებით დაზავებას?საყვარლის უცერემონიო საქციელით გაბრაზებული ზურა მტკიცედ გადაწყვეტს, რომ თეოს თავისი ადგილი მიუჩინოს, მაგრამ…

ანუ რა როლს ასრულებს სამზარეულოს მაგიდა სასიყვარულო სამკუთხედის გარე კუთხის შენარჩუნებაში…

ისტორია მესამე

მე, ანუ ამბავი ყირამალისა

(მოქმედი პირები: თეო და ზურა)

რა თქმა უნდა, ვერაფერი დავამთავრეთ…

დილაუთენია, როგორც ვივარაუდე, თავს დამატყდა. თან, ისეთი გაცეცხლებული ჩანდა. ჯერ იყო და, კარი ვერაფრით გააღო საკუთარი გასაღებით – სპეციალურად ჩავტოვე შიგნიდან ჩემი გასაღები, ისიც  ვიცოდი, რომ მოსვლამე რეკვით აიკლებდა ტელეფონს, მაგრამ გუშინდელის მერე დაშლილს რას დააკლებდა, ან გამაგონებდა?! მიუხედავად იმისა, რომ ამჯერად საკმაოდ ბევრი რამ დაუგროვდა ჩემ წინააღმდეგ, როგორც კი კარი გავუღე, ცოტა კი ვაწრუწუნე და ვაცადე, სანამ გავუღებდი, ეგრევე ლოგინში ჩავხტი. საბანი წავიფარე და გავყუჩდი.

– რასაა, რომ აკეთებ, მთლად გადაირიე და ჩემი გადარევაც გადაწყვიტე?! შენ გელაპარაკები და შემომხედე, ნუ იქცევი ბავშვივით. რა იბოდიალე გუშინ? ან რატომ დამირეკე ისე გვიან? სპეციალურად ხომ? გოგო, ამოყავი თავი, სანამ სულ გადავრეულვარ! და საერთოდ, დროა, ამას ყველაფერს მოვუღოთ ბოლო!

– დედა, როგორ მეშინია… გადაირიე და იყავი! მე მეძინება, წუხელის გვიან დავბრუნდი. ვერ დარჩი საყვარელ ცოლუკასთან, რას გამოქანდი უთენია, რავა, გამოგაბუნძულა თუ?

– მოდი–მეთქი, აქ, მე გაჩვენებ შენ, ვინ ვის გააბუნძურებს ახლა, – საბანი გადამხადა და ფეხებში მწვდა. მერე ზურგზე გადამიკიდა და სამზარეულოს რბილ კუთხეზე დამაყუდა თავდაყირა. ყირამალას გაჭიმვა სულაც არ მიჭირს და ასე ხშირად ვთამაშობთ, მაგრამ ახლა თითქოს გაბრაზებულმა დამახეთქა და არ მომეწონა. ამიტომ, როგორც კი ხელი მიშვა, ფეხებით კისერზე ვწვდი და დავიჭირე. თავი ისევ დაბლა მიდევს, ფეხებით ვგუდავ და სიცილისგან ორივე ვიგუდებით…

– არა რა, ამხელა ქალი ხარ და როგორ ახერხებ ასეთი ელასტიკური იყო, როგორ მაგიჟებ ამ შენი ყირამალებით… სარგებლობ, ხომ, ჩემი სისუსტით, აი ახლა გავითავისუფლებ თავს და შენი ფეხი არ იქნება ჩემს მკერდზე…

-არც კისერზე?

– გოგო, ჩამომეხსენი ნებით, თორემ გამომტყუებ რამეს.

-ზუსტად მაგას ვცდილობ!

– არა, სანამ წუხანდელ სისულელეს არ ამიხსნი, არ გეღირსება–თქვა.

– აუფ, არ მეღირსება, რა, ევროლიბერალიზაციაა თუ „ნატოში“ შეყვანას გთხოვ?!

– არ გინდა, ნუ გინდა, – ფეხები უფრო მჭიდროდ შემოვჭიდე კისერზე. ხელებით კედელს დავეყრდენი და ამოვტრიალდი. ახლა კისერზე აღმოვჩნდი დასკუპებული და შიშველი სხეულით ზედ მკერდსა და ყელზე მივეკარი. ალმური წაეკიდა. ვიცი მე მაგის ეროგენულ-სუსტი წერტილები… სად წამივა. დავიხარე და ყურის ბიბილოს დავწვდი, მერე ენის წვერი კისერს ჩამოვუსვი და ყელზე ვაკოცე, ცოტა კბილებით მივწიწკნე კანი და, როცა ხელით სახე დამიჭირა და ტუჩებში დამეკონა, მზად იყო მორიგი სასიყვარულო ამბისთვის. იქვე, სამზარეულოს მაგიდას, დავეყრდენით, როგორც არაერთხელ და, მართალია, წუხანდელი „ნაბეღლავით“ დატოვებული ჩემი საყვარელი ჭიქა გადავაგდეთ და გრანიტზე სამწუხარო წკარუნით მიიფშხვნა, მაგრამ ახალს მიყიდის, ახლა ჭიქაზე ვერ ვიდარდებ…

rოცა ჭიქის ლურჯი ნატეხები სანაგვეში მივაბრძანე, ჩემი ვაჟბატონი კმაყოფილი იჯდა და მათვალიერებდა. ისევ შიშველი დავდიოდი და ცოცხს სასაცილოდ დავატარებდი. სულ კუდიან მარგოს მიძახის და მოწონს, ცოცხთან რომ ვთამაშობ. ხომ არ ვაწყენინებ?! ბავშვივით უხარია და მეც ვყვები ამ სისულელეში. თან, არ მინდა წუხანდელი ამბები გაახსენდეს. პასუხზე არ მიფიქრია და არც ვიცი, რა უნდა ვუპასუხო.

ის, ანუ ცოცხით თუ უცოცხოდ

(მოქმედი პირები: ისევ თეო და ისევ ზურა)

ყველამ რომ დაიძინა, ტელეფონი გადმოვატრიალე. ჩემდა გასაოცრად, არც ერთხელ არ ჰქონდა დარეკილი. რატომ, ნეტავ?! მისი ნატურიდან გამომდინარე, ეს გამორიცხული იყო. პირიქით – რომ გააბამს ხოლმე რეკვას, როდესაც წამოუვლის მორიგი სიგიჟე, თითქოს ეშმაკი შეუჩნდაო, ვეღარ თუ აღარ ჩერდება. ცუდად ხომ არ გახდა?! არა, მაგას ცუდად რა გახდის, ვამპირივით მწოვს ენერგიას და სისხლსაც გამომწოვს, რომ შეეძლოს! ან რა ჩემი საქმეა, რა მოუვიდა?! პატივს საერთოდ არ მცემს, არ მაინტერესებს, სამკურნალო “ისტერიჩკა”! თავს უნდა მიხედოს, სულ გააფრენს მალე! მაგრამ ეს უკვე აღარ არის ჩემი საქმე!

თუმცა შვებით ამოვისუნთქე, რომ  მეტჯერ აღარ დაურეკავს და მტკიცედ გადავწყვიტე, რომ დამემთავრებინა ეს ტანჯვა-ურთიერთობა, ამ გადაწყვეტილების მიღმა უსიამოვნოდ მაწუხებდა ფიქრი, რამე ხომ არ მოუვიდა, ოღონდ საკუთარ თავს არ ვუტყდებოდი.

ღამის თუ უკვე დილის 4 საათი იყო. ცოტას მაინც დავიძინებ და 8 საათზე მივალ. არა, მისვლა არ მინდა, ისევ ჩაატარებს თავის კუდიანობებს. გავუგზავნი გასაღებს, ამის დედაც… ეს რა ხათაბალაში გავები?! არ მივალ, არა, კი არ მეშინია?! კაცი რომ იყოს, ხელიდან ვერ გამომართმევდა ვერავინ, ისე მივჟეჟავდი.

… გასაღები ვერაფრით მოვარგე კარს, ისიც კი გავიფიქრე, ხომ არ გამოცვალა-მეთქი. არა – გასაღები სპეციალურად დატოვა. არა, რა – თავი რომ ჩემზე ჭკვიანი ჰგონია?! სულელი ქალი!

კარი უცებ გაიღო და სილუეტი ლანდივით გასხლტა ოთახში. მაინც დამაყენა კართან, რომ მეზობლებმა კარგად შემათვალიერონ! უხხხ, გავპუტავ ქათამივით!!!

წევს ლოგინში და იყურება უცოდველი თვალებით. მაგრამ აღებს პირს და ისევ იფრქვევა ეს საზიზღარი სიტყვები… შენი ცოლი… შენი ცოლი… შენი ცოლი… ცოლიანი არ ვიყავი, რომ გამიცნო?! ცოლიანი არ ვიყავი, როდესაც დაწვა ჩემთან?! ერთი ხმა არ გაუღია, ანგელოზივიც იღიმებოდა, ისეთი ნაზი და გამგები, ლამისაა დავიჯერე, რომ ფრთებს გამოაჩენდა და შხუილით გადამიფრენდა!!! როგორ მომატყუა! იმან რა მომატყუა – მე გამოვქლიავდი! ქალის უანახავივით ვიქცევი.

ისე – ქალის უნახავივით გამხადა! არასდროს იცი, რას გამოაგდებს, რატომ იცინის ან რატომ ტირის, რატომ დგება ცუდ ხასიათზე ან რატომ უხარია. ავაზასავით მოქნილია – ისეთ ყირამალებს ჭიმავს, გეგონება, ბავშვობიდან სატრენაჟოროდან არ გამოსულაო.  ჰოდა, ამოაყირავა ჩემი ცხოვრება!!!

…მისი ფეხები ჩემს თავთანაა, წვრილი კოჭები – ჩემი ნიკაპის გასწვრივ. რა უსირცხვილოა, აი, ასე შიშველი დგას თავდაყირა და უტიფრად მიყურებს. უცებ თავზე დამასკუპდა და მე უკვე ჭკუა აღარ მომეკითხება. მისი ცხელი სუნთქვა ჩემს ყურთანაა, ენამ თითქოს დამმდუღრა კისერთან. მის სხეულთან გათქვეფა მაგიჟებს, ვეღარაფერს ვხედავ, არადა – თვალები სულ ღია მაქვს, მხოლოდ ვგრძნობ, როგორ ვფლობ… ვგრძნობ მისი სხეულის ფართხალს ჩემში თუ ჩემ გარეთ, უკვე აღარ ვიცი… ან რა დროს ცოდნაა. აი, ამას ვერ ვეშვები. მიზიდავს და მაშინებს. რამ დამადედლა. ფუ, ჩემი…

დაბრძანდება კმაყოფილი სახით ცოცხით ხელში. ვუყურებ და ვხედავ, როგორ ჯდება ამ ცოცხზე და მიფრინავს. გაფრინდეს. წავიდეს… ჰგონია, მომწონს ეს ცოცხი და უხარია. მე კიდევ იმიტომ მომწონს, რომ იქნებ გაფრინდეს და გაქრეს ამ ცოცხთან ერთად.

(გაგრძელება მეოთხე ისტორიაში)

ტეგები
იხილეთ მეტი

მსგავსი სიახლეები