რელიგია

მეუფე შიოს ქადაგება სიონში, რომელიც არცერთმა მედია საშუალებამ არ გააშუქა

გთავაზობთ უწმინდესის მოსაყდრის, მეუფე შიოს სიონში ქადაგებიდან ფრაგმენტს

,,ჩვენ ყველამ უნდა განვაახლოთ, ჩვენი დამოკიდებულება ტაძრისადმი. გავაცნობიეროთ რა დიდი მნიშვნელობა აქვს ტაძარს, ტაძარში ლოცვას და საიდუმლოებებს. ჩვენ თუ ამას მივხვდებით, ჩვენი ცხოვრება გახდება სხვანაირი, ამდენი ბოროტება აღარ იქნება. ცდილობენ დანერგონ უცხო იდეოლოგია, რომელიც შორს არის ქრისტიანობისაგან.
თქვენ გსმენიათ, რომ ადამიანები ამბობენ, როდემდე ვითმინოთ, როდემდე გავუძლოთ, არის სირთულეები, ინერგება უზნეობა, რომელიც სურთ წარმოაჩინონ, როგორც ნორმალური მდგომარეობა, ცდილობენ რომ მიგვაჩვიან, რომ ეს არის კარგი, ეს არის ნორმა. ეკლესიისთვის ეს არასდროს გახდება მისაღები!
და რით ვებრძოლოთ ამას? რა დავუპირისპიროთ? ყველაზე ქმედითი, ყველაზე სწორი დამოკიდებულება არის, რომ ჩვენ ვიდგეთ ტაძარში, ვილოცოთ ტაძარში. ეს შეცვლის ჩვენ ცხოვრებას უკეთესობისკენ, ეს შეცვლის ჩვენს საქართველოს, ეს გადაარჩენს ჩვენს სამშობლოს.

ღმერთმა დაგლოცოთ, ღმერთმა გაგახაროთ. ჩვენთან არს ღმერთი!”

www.fact2.ge

ტეგები
იხილეთ მეტი

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *