საზოგადოება

გადაიღე ფოტო ან ვიდეო თბილისის პრობლემებზე და მიიღე ერთ თვიანი ულიმიტო სასაუბრო პაკტი საჩუქრად

 „სახალხო თვითმმართველობა“ და საინფორმაციო სააგენტო “fact2.ge” გთვაზობთ ერთობლივ  სამოქალაქო პროექტს – მე მტკივა თბილისი “

დაინახე პრობლემა?

გადაიღე სურათი ან ვიდეო, მოყევი ამბავი, ატვირთე ჩვენს გვერდზე (სახალხო თვითმმართველობა – civic selfgovernment), გამოგვიგზავნე პირადში ან ელფოსტაზე: –  memtkivatbilisi@gmail.com

გავასაჯაროოთ ყველა შემთხვევა, მივუთითოთ ხელისუფალს პრობლემებზე, მოვთხოვოთ ადეკვატური რეაქცია, გვერდში დავუდგეთ მას და ჩვენც მივიღოთ მონაწილეობა თბილისის გაჯანსაღებაში.

ყოველთვიურად გამოვლინდება საუკეთესო მასალის სამი ავტორი (მოწონებების და ნახვების რაოდენობის მიხედვით) და მათი მობილობის  წასახალისებლად გადაეცემათ მობილურის ერთ თვიანი ულიმიტო პაკეტი.

ანტისანიტარია, ხმაური, კანონდამრღვევი მძღოლები და ფეხით მოსიარულები, არასწორი პარკირება, ავარიული სახლები, არასწორი ლოგისტიკა, გზები, ქაოტური საზოგადოებრივი ტრანსპორტი, მოსაწესრიგებელი ეზოები და მოედნები, ხე-მცენარების  ჭრა, პრობლემური მშენებლობები, ჩინოვნიკური თვითნებობა და სხვ.

აი, იმ პრობლემების არასრული ჩამონათვალი, რომელიც ყველას გვაწუხებს და ყოველ ფეხის ნაბიჯზე გვხვდება. ერთი სიტყვით ნებისმიერი რამ რასაც კი პრობლემად მიიჩნევთ, გული შეგტკივათ და ჩათვლით, რომ სხვასაც გაუზიაროთ ჩვენი ქალაქის პრობლემები.

ერთად ვუმკურნალოთ თბილისს.

www.fact2.ge

ტეგები
იხილეთ მეტი

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *