ეს ყველამ უნდა იცოდესმეორეხარისხოვანი ბლოკისხვა

მითი და რეალობა კაქტუსის დამცავ თვისებებზე.

კაქტუსი მაგიური შესაძლებლობების მქონე  მცენარე და ყვავილი, ხანგრძლივი სიცოცხლისა და ჯანმრთელობის სიმბოლოა. შეიძლება არც კი იცით რომ ის “ენერგო-დამცავია”.

კაქტუსი უმჯობესია შემოსასვლელ კართან ახლოს იდგეს, თქვენს სახლში შემომსვლელ უარყოფითი ენერგიის მატარებელ ადამიანს პირველი ის “შეეგებოს”, რადგან მას დამცავი ფუნქცია აქვს. ამიტომ კაქტუსი, საუკეთესო ენერგო-ჩამკეტია თქვენს სახლში შემოსული ნეგატიური ენერგიისგან თავის დასაცავად. დაგიცავთ თვალისგან,სიღარიბისგან და შურისგან.

კაქტუსი კარგი საჩუქარია თქვენი მეგობრებისთვის,მათვის ვინც საკუთარ თავში ჩაკეტილია და თავისი თავის რწმენა არ გააჩნია, ასეთ ადამიანებს ძალიან დაეხმარებით  დაძლიონ კომპლექსები, რწმენა დაიბრუნონ და საჩუქრითაც გაახარებთ. რადგან როგორც ამბობენ   კაქტუსებს საოცარი ბუნება გააჩნიათ. ისინი ენერგიის აკუმულირებას ახერხებენ გარემომცველი სამყაროს ხარჯზე (მათ შორის ადამიანებისგანაც), ხოლო შემდგომში ასეთივე ინტენსივობით გასცემენ მას.

ამასთან ისიც უნდა გახსოვდეთ,  მასთან სიახლოვისას უნდა ერიდოთ აგრესიის,ბოროტების, წყენის და ბოღმის დაგროვებას, რომ შემდგომში უკან არ დაგიბრუნდეთ ქრონიკული დაავადებების და სხვადასხვა  ტიპის ჯანმრთელობის პრობლემების წარმოსაქმნელად. ხოლო იმისთვის,რომ ჩვენი დამცავი მცენარე გავანთავისუფლოთ დაგროვილი ნეგატიური მუხტისაგან, მისი ეკლები კარგად უნდა გავრეცხოთ გამდინარე წყლით და წელიდადში ერთხელ მიწა შეუცვალოთ, მიწის შეცვლით კი ახალი ენერგიით დამუხტავს თვენს ბინას.   წარმატებები <3

ტეგები
იხილეთ მეტი

მსგავსი სიახლეები