საზოგადოება

მილანის ყოფილმა ფეხბურთელმა ფილიგრანულად შეასრულა პოლიტიკური ფინტი

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის, მსოფლიო ბანკის და აზიის განვითარების ბანკის ექსპერტები, ამას დამატებული ქართველ ექსპერტები: – გიგა ბათიაშვილი, პავლე ძინძიბაძე, ირაკლი ჟვანია და მერაბ ჩხენკელი.

ხომ არის მშვიდობა იკითხავს ვინმე, რა დოკუმენტი უნდა შეაფასოს ამ ინტერბრიგადამ?

როგორც თბილისის მერმა ბ-ნმა კალაძემ გვაცნობა ამ მეტად ავტორიტეტულმა კომისიამ „თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის“ 3 წლიან გაუთავებელ ეპოპეას უნდა დაუსვას საბოლოო წერტილი.

„თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურმა დოკუმენტი არ მიიღო, რადგან სრულყოფილი არ იყო. არსებობს გარკვეული ხარვეზები და შესაბამისად, “სითი ინსტიტუტმა” მოითხოვა 45 დღიანი ვადა, რომ დოკუმენტი მოეყვანა სრულყოფაში და გამოესწორებინა ის ხარვეზები, რომელიც ჩვენი მხრიდან იყო წარმოდგენილი. ვინაიდან პირადად ჩემთვის, ჩემი გუნდისთვის, ქალაქის განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ არსებობდეს ეს დოკუმენტი, ჩვენ დავთანხმდით ამას და მივეცით 45 დღე, რათა დოკუმენტი მოიყვანონ სრულყოფაში. ამის მიუხედავად, ჩვენ გვქონდა კონსულტაციები სხვადასხვა საფინანსო ორგანიზაციებთან და მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ისინი დაგვეხმარებიან თავიანთი ექსპერტებით დოკუმენტის შეფასებაში”,განაცხადა კალაძემ.

ვერაფერს იტყვი, მილანის ყოფილმა ფეხბურთელმა ფილიგრანულად შეასრულა პოლიტიკური ფინტი. იტყვიან ექსპერტები კარგია გენგეგმაო, კალაძე განაცხადებს მივიღებ ამ დოკუმენტს სახელმძღვანელოდ და ჩემს პრიორიტეტებს მოვარგებო და თუ თქვეს არ ვარგაო – შემოსწყრება გენგეგმის ავტორებს და რა ვქნა ბატონო, ექპერტები ამბობენ არ ვარგაო. ვერც დარჩენილ 800.000 ლარს მიიღებთ და არც სახელმძღვანელოდ ივარგებს ეგ პროექტიო.

თუ ამ კომისიის შემადგენლობას კარგად გადავხედავთ, „სითი ინსტიტუტი საქართველოს“ გენგეგმა განწირულია დასწუნებლად. ეს ჩემი პროგნოზია და ვნახოთ როგორ გამართლდება.

კალაძეს კი რესპექტი პოლიტიკური მოქნილობისთვის … ამ ეტაპზე.

წერს გოგი ლორთქიფანიძე ფეისბუქის საკუთარ გვერდზე

www.Fact2.ge

ტეგები
იხილეთ მეტი

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *