განათლებაეზოთერიკაკერძო სკოლებიმთავარი ბლოკი

მინისტრის ფსიქოპორტრეტი – ვინ არის, რა შესაძლებლობების და პოტენციალის მქონეა ალექსანდრე ჯეჯელავა?!

ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ აწ უკვე განათლების მინისტრის ალექსანდრე ჯეჯელავას „მიმდევარი“ გავხდი. ჩემს მწირ განათლებას მისი ვიდეო ლექციებით ვიღრმავებდი და სულაც არ გამკვირვებია მისი მინიდტრად დანიშვნა – პირიქით გამიხარდა და იმედი მომეცა, რომ ამ წარუმატებელ დარგს წარმატებული და თანამედროვეობასთან ადაფტირებული ადამიანი გაუძღვება. ჩვენს გვერდზე  მაშინვე ავტვირთე მისი სალექციო ვიდეო რომელიც უკვე ათი ათასობით ადამიანმა ნახა და მოიწონა. (FACT2.GE)

მისი თანამდებობაზე ყოფნის ჯერ ორიოდე თვეა გასული და ახლამა მინისტრმა უკვა მოახერხა ნდობის და იმედის აღდგენა პედაგოგებში. აქტიურად მხვდება პედაგოგების და დირექტორების პოზიტიური პოსტები მათი ფეისბუქის გვერდებზე.

გთავაზობთ მინისტრის ფსიქოპორტრეტს აღმოსავლური და დასავლური ასტროლოგიის მიხედვით რომელიც ერთგვარი შპარგალკაა სამინისტროს თანამშრომლებისთვის და იმ ადამიანებისთვის ვისაც უშუალო შეხება აქვს/ან/ექნება მასთან.

ალექსანდრე ჯეჯელავა დაიბადა 1973 წლის 24 მაისს ტყუპების ზოდიაქოს ნიშნით ხოლო წლის მიხედვით ხარი

მმართველი პლანეტა მერკურის გავლენით, ტყუპებს განვითარებული აქვთ მარკეტინგული ნიჭი და ადამიანების დარწმუნების უნარი. აქედან გამომდინარე, ეს ადამიანები ხშირად მუშაობენ ზუსტად ასეთ სფეროებში. ისინი კარგად იტანენ ცვლილებებს, ადვილად ერგებიან ახალ გარემოს.

 

ტყუპების მეტყველების ნიჭი იმდენად დიდი და მრავალფეროვანია, რომ მათ შეუძლიათ ნებისმიერი ვინმე დააჯერონ ნებისმიერ რამეში. ტყუპების ბაგეში ყველაზე აბსურდული იდეა გონივრულად ჟღერს, ხოლო სიცრუე – სიმართლეს ჰგავს.

არსებობს მჭიდრო კავშირი ტყუპების თანავარსკვლავედსა და ლიტერატურულ ნიჭს შორის. პრაქტიკულად ყველა მათგანს გააჩნია სიტყვის ნიჭი და ფრაზების აგების უნარი. ისინი მარჯვედ ადგენენ მოხსენებებს, ანგარიშებს, დოკუმენტებს და სახელმძღვანელოებს, წერენ წიგნებს _ უმთავრესად რომანებს ან სამეცნიერო-პოპულარულ ლიტერატურას.

მერკურის შეუძლია აქციოს ტყუპები როგორც გენიოსებად, ისე ავანტიურისტებად. სატურნი დადებით გავლენას ახდენს მერკურზე და თუ მას ტყუპებისთვის ხელსაყრელი მდებარეობა უჭორავს, მაშინ იბადებიან ადამიანები, რომლებსაც აქვთ მიდრეკილება ფილოსოფიისკენ, პედაგოგიკისკენ, დიპლომატიური საქმიანობისკენ.

21-დან 31 მაისამდე დაბადებულები იუპიტერის გავლენით – გონიერები არიან, მათ გააჩნიათ ინტუიცია, აქვთ მიდრეკილება ხელოვნებისადმი, უანგარონი არიან, ისინი დიდებისა და ფულის უქონლობის გამო სიმშვიდეს რელიგიურ ფიქრებში პოულობენ.

ტყუპები ინტელექტით გამოირჩევიან ამ თვისების წყალობით კი ხშირად სხვებზე წინ დგანან… ისინი განწყობის ადამიანები არიან… როდესაც ცუდ ხასიათზე არიან, თქვენთვისვე უკეთესია არ გააღიზიანოთ, თორემ მათ ცხელ გულზე შეიძლება ცუდი რაღაც გითხრან, რასაც სავარაუდოდ მომავალაში ინანებენ… მათი კეთილდღეობისთვის აუცილებელია

თავისუფლება და შეზღუდვის უფლებას არანაირ შემთხვევაში არ მოგცემენ. ტყუპებს უყვართ მრავალფეროვნება და ხშირად ერთფეროვანი გრაფიკი ცუდ გუნებაზე აყენებთ. ტყუპებს გამორჩეული ინტუიცია აქვთ, ხშირად გული სწორს კარნახობთ, რაც გარშემომყოფებს ძალიან უკვირთ.

ძალიან უყვართ მოგზაურობა, შეუძლიათ გადაწყვეტილების სწრაფად მიღება, შეუძლიათ რამდენიმე საქმის ერთად კეთება და უყვართ ბევრი ლაპარაკი.

სხვა ნიშნის ხალხი უფრო იოლი გზით შეიძლება მოქმედებდეს, უფრო მოხდენილადაც, მაგრამ არვის ძალუძს უფრო წარმატებით მოქმედება. გამჭრიახი გონების წყალობით, მას შეუძლია საგნის ორივე მხარე დაინახოს, რაც დიდად უწყობს ხელს მის მისწრაფებებს. მარჩბივის შესანიშნავი მეხსიერება აქვს, ეს ნიშანი იძლევა შესანიშნავ მწერლებს, რედაქტორებს, პუბლიცისტებს, ტიპოგრაფებსა და ვაჭრებს. მერკური ასევე სწყალობს მასწავლებლებს, ბუღალტრებს და მთარგმნელებს. ამ ნიშანზე დაბადეული მამაკაცები შესანიშნავი ადვოკატები, დიპლომატები და საზოგადოებრივი ორატორები ხდებიან.

ხარის წელში დაბადებული ადამიანები, განსაკუთრებული შორსმჭვრეტელობით, ლოგიკური აზროვნების უნარითა და ინტელექტით გამოირჩევიან. ხშირად ხარი მომთმენი, ჩუმი, თავშეკავებული, ზომიერი ადამიანის ნიღბის უკან მალავს თავის რეალურ ბუნებას. თუმცა, თუ დაუახლოვდებით, მისი ნიჭი თქვენში გულახდილობა გამოიწვიოს გაგაოცებთ. ხარები ადვილად იმსახურებენ ადამიანების სიმპათიასა და კეთილგანწყობას. რაც მათ საშუალებას აძლევთ, საზოგადოებაში საჭირო და მოთხოვნადი ფიგურის როლი დაიმკვიდრონ.

ხარი იშვითად გამოდის წყობიდან, არ უყვარს წვრილმანებზე კინკლაობა, მაგრამ თუ მართლა გაბრაზდა, მისი რისხვა განურჩევლობაში გადადის გარშემო მყოფებზე და გზად არავის დაინდობს. ბუნებით მეთოდურ, მოაზროვნე ხარს არ უყვარს, როცა ვინმე მის მიერ დასახული გეგმების შესრულებას საფრთხეს უქმნის და წინ ეღობება, კარიერაში წარმატების მისაღწევად.

ხარისთვის უმთავრესია ოჯახი. სწორედ ოჯახის შექმნის მერე აღწევენ ეს ადამიანები, შესამჩნევ აღმასვლას ცხოვრებაში. ხარი საიმედო, მზრუნველი და სტაბილური მეუღლეა, თუმცა, განსაკუთრებულ რომანტიკას მისგან ნუ ელით.
ეს ადამიანები, არიან ოჯახის ბურჯები და ჭეშმარიტი დიასახლის-მამასახლისები. თუმცა, ოჯახის წევრებისგანაც, უპირობო მორჩილებას მოითხოვენ, რაც არცთუ იშვიათად ხდება მათთვის პრობლემების შექმნის საბაბი, საკუთარ თავისუფლებისმოყვარე ნაშიერებთან დამოკიდებულებაში.

ტყუპი – ხარი განსაკუთრებული ტყუპია, ეს იმიტომ რომ მასში ხარისთვის დამახასიათებელი პასუხისმგებლობის გრძნობა სჭარბობს ტყუპების უპასუხისმგებლობას. ამ ადამიანმა იცის, როგორ გამონახოს საერთო ენა ნებისმიერთან. ამასთან ერთად, ყოველთვის ერიდება საქმეში გადამეტებული ინიციატივის გამოჩენას. თუმცა, სამუშაოს რომელსაც მას დააკისრებენ, უნაკლოდ ასრულებს.

მოამზადა ბესო მახარაშვილმა

ტეგები
იხილეთ მეტი

მსგავსი სიახლეები