ეზოთერიკა

მიტოვებული საფლავის გასუფთავება ყველაზე დიდი მადლია და ვისაც სურვილი აქვს შემომიერთდეს – ნანა მამაგულაშვილი

ეოზოთერიკოსმა, ნუმეროლოგმა და ბიოკორექტორმა ნანა მამაგულაშვილმა გადაწყვიტა უპატრონო, მიტოვებული საფლავების გასუფთავება და ამისთვის ყველა მსურველს (მოხალისეს) მოუწოდებს შეუერთდეს, ვინაიდან ასეთ ქმედებას დიდი მადლი და ძალა აქვს.

ნანა მამაგულაშვილი: აღდგომაზე დედაჩემის საფლავზე რომ გავედი მაშინ გამიჩნდა აზრი, რომ გავასუფთავო მიტოვებული საფლავები. რაღაცნაირად ეს აზრი ამეკვიატა და თავიდან არ ამომდიოდა სანამ მამაოსთან არ მივედი და არ დაველაპარაკე რომელმაც კურთხევა მომცა და კიდევ უფრო მეტად დამარწმუნა, რომ ეს უნდა გავაკეთო.

  • რა გითხრათ მამაომ?

პრინციპში იგივე რასაც მე ვფიქრობდი… ამაზე დიდი მადლი არაფერია როცა მიტოვებული მიცვალებულის საფლავს გაასუფთავებ, მოაწესრიგებ და ერთ სანთელს დაუნთებ. ამით ადამიანი საკუთარ სულს და აურასაც ისუფთავებს. ამიტომ გადავწყვიტე თბილისის ყველა სასაფლაო შემოვიარო და ნელ-ნელა გავასუფთაო. თუ ვინმეს სურვილი გაუჩნდება ჩემთან ერთად აკეთოს ეს მადლიანი საქმე გამიხარდება.

  • როგორ უნდა დაგიკავშირდნენ მოხალისეები და რომელ დღეებში მოხდება გასვლა?

ნებისმიერ მსურველს შეუძლია დამირეკოს ტელეფონის ნომერზე 599 74 37 37 ან 557 33 29 99 და ერთად შევჯერდებით თავისუფალ დღეზე, ვისაც როდის ეცლება და რამდენი საათიც ექნება თავისუფალი დრო მე მზად ვარ ყოველ დღე ვიარო.

www.fact2.ge

ტეგები
იხილეთ მეტი

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

აგრეთვე იხილეთ

Close