საზოგადოება

“იპოვე შენი ადვოკატი” განცხადება ადვოკატებისთვის!

იწყება მუშაობა ადვოკატებისთვის მნიშვნელოვან, საჭირო და საინტერესო პროექტზე, რომელიც ემსახურება თითოეული ადვოკატის პოპულარიზაციასა და წარმოჩენას იმ საქმეებით, რომლებიც მათ აწარმოეს წარმატებით. ჟურნალისტი, საინფორმაციო სააგენტო ,,ევრონიუს ჰოლდინგი“-ს დამფუძნებელი, ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისიის ყოფილი წევრი ნელი ვარდიაშვილი, სარედაქციო ჯგუფთან ერთად, მუშაობას იწყებს ილუსტრირებულ წიგნ-სახელმძღვანელოზე _ ,,იპოვე შენი ადვოკატი“ (საქართველოში მოქმედი ადვოკატები და მათი საქმეები). წიგნში საუბარი იქნება იმ კონკრეტულ ადვოკატებზე და მათ მიერ წარმოებულ საქმეებზე,  რომლებიც  წიგნში მოხვედრის სურვილს გამოთქვამენ და მონაწილეობას მიიღებენ მასზე მუშაობაში. აღნიშნულ წიგნ-სახელმძღვანელოს ფართოდ გამოიყენებენ რიგითი მოქალაქეები, იურიდიული პირები, კომერციული დაწესებულებები. წიგნი გახდება გზამკვლევი იურიდიული ფაკულტეტების იმ სტუდენტებისთვის, რომლებიც ფიქრობენ, დაეუფლონ ადვოკატის პროფესიას, აგრეთვე, კიდევ უფრო მეტ მოტივაციას მისცემს ახალგაზრდა ადვოკატებს, მიბაძონ უფროს კოლეგებს და მათაც მიაღწიონ პროფესიულ წარმატებას. რაც მთავარია, ამჟამად ცნობილი ადვოკატების გაწეული საქმიანობა ამ წიგნის სახით შემორჩება ისტორიას. წიგნი-სახელმძღვანელო

 დაიბეჭდება საუკეთესო ხარისხის ქაღალდზე 500 ეგზემპლიარად და დარიგდება საჩუქრად საჯარო დაწესებულებებში – სამინისტროებში, სიპ -ებსა და აიპ-ებში, არასამთავრობო და საქველმოქმედო ორგანიზაციებში, დიდ და მცირე კომერციულ დაწესებულებებში, უნივერსიტეტებში. წიგნ-სახელმძღვანელოზე მუშაობაში მონაწილე ადვოკატებს ხუთ-ხუთი ეგზემპლიარი გადაეცემათ საჩუქრად. აქედან გამომდინარე, წიგნზე მუშაობა მოითხოვს მასში მონაწილე ადვოკატთა მცირე ფინანსურ მხარდაჭერას. წიგნის ფორმატია 30/23 სმ. წიგნზე მუშაობის მსურველთა რეგისტრაცია დაიწყება 10 მაისიდან და გაგრძელდება 25 მაისამდე. დეტალური ინფორმაციის მისაღებად უნდა დაუკავშირდეთ პროექტის ხელმძღვანელს, ან მის მუშაობაში მონაწილე პირებს.

ნელი ვარდიაშვილი: 597 11 12 47

მარიამ მახნიაშვილი: 568 17 12 12 მათთან დაკავშირება ასევე შეგიძლიათ ონლაინ : nelva1965@mail.ru ; marymakhniashvili@gmail.com ან ფეისბუქის გვერდზე – „იპოვე შენი ადვოკატი“. თქვენს ყველა კითხვაზე მიიღებთ პასუხს. იმედი გვაქვს, თითოეული ადვოკატი კარგად გაითავისებს წიგნი-სახელმძღვანელოს მნიშვნელობას, მის როლს მათი კონკრეტული საქმიანობის უკეთ წარმოჩენასა და საზოგადოებისთვის გაცნობაში, ადვოკატის პროფესიის პოპულარიზაციაში და გვერდში დაუდგება პროექტზე მომუშავეებს. პროექტის პირველი ნაწილის დასრულების შემდგომ, ჩატარდება პრეზენტაცია, სადაც მოწვეულნი იქნებიან წიგნის მუშაობაში მონაწილე ადვოკატები, პროფესიაში ღვაწლმოსილი ადამიანები, ადვოკატთა ასოციაციის, ადვოკატთა დამოუკიდებელი პროფკავშირის, სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლები და სხვა საპატიო სტუმრები. პრეზენტაციას გააშუქებს ტელევიზია, ონლაინ და ბეჭდური მედია.

პატივისცემით, პროექტის ხელმძღვანელი – ნელი ვარდიაშვილი.

ტეგები
იხილეთ მეტი

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *