ეს ყველამ უნდა იცოდესმედიცინასხვა

მოამზადეთ ბავშვები ზამთრისთვის

kidsბავშვის მომზადება ზამთრის სეზონისთვის აქედანვე  უნდა დავიწყოთ. მალე ზამთარი მოვა და  ბავშვის ორგანიზმი გაკაჟებული უნდა შეხვდეს.

ბავშვის გაკაჟება იწყება ცურვით. ყველაზე აუცილებელი სპორტი და  სასარგებლოა. ქლორმა შეიძლება ალერგიაზე პროვოცირება მოახდინოს, მაგრამ სჯობს ეს პრობლემა გადავლახოთ, რადგან ცურვას იმდენი დადებითი აქვს, რომ ღირს გარისკვა. ასევე დიდი  ბიჭებისთვის სპორტის სახეობები: რაგბი და ხრიდოლი,ის გაჟღენთილია სოციალური მისიითაც. გოგონებისთვის სასურველია ტანვარჟიში და ქართული ცეკვა.

ასევე ყურადღება უნდა მივაქციოთ კვების მენიუს. უნდა ჭამონ ჯანსაღი და ცოცხალი პროდუქტები და არა კანფეტები და კონსერვანტებით გაჯერებული საკვები, მაგრამ  ეს იმას არ ნიშნავს, რომ ტკბილეული საერთოდ ავუკრძალოთ ბავშვებს, უბრალოდ ზომიერებაა საჭირო.  ასევე თუ ბავშვი მსუქანი არ არი და ჭარბი წონა არ ააქვს, პურის მიღება არ უნდა ავუკრძალოთ.

გაკაჟების პროცესი ეტაპობრივად უნდა დავიწყოთ. ბაშვს ხელ-პირი და ფეხები ცივ წყლით უნდა დავბანოთ, უნდა მივაჩვიოთ გრილ წყალში ბანაობას. ჩვილ ბავშვს თავდაპირველად 37 გრადუსზე ვაბანავებთ და შემდეგ ნელ-ნელა 32 მდე ჩამოვალთ. ე.წ.” ვაფლის” პირსახოცს რომ ვეძახით, დავასველოთ და კარგად გავწუროთ, ასეთი პირსახოცით უნდა დავზილოთ ხოლმე ბავშვების სხეული.

ზამთრის პერიოდში სახლში სულ უნდა გვქონდეს მაცივარში მარილიანი წყალი(ფიზიოლოგიური ხსნარი), ზამთარში,   როდესაც გათბობა გვაქვს ჩართული ჰაერი ნაკლებად მოძრაობს.   ცხვირის ლორწოვანი უშრებათბავშვებს, ამიტომ 2 ჩაის კოვზი მარილი გავაზავოთ 1 ლიტრ წყალში და პატარებს ცხვირში ჩავაწვეთოთ.

ვეცადოთ ძალიან თბილად არ ჩავაცვათ ბავშვებს, არც გაოფლიანდნენ, არც გადახურდნენ და არც გაიყინონ.

იმუნიტეტის გაძლიერება პირველ რიგში გაკაჟებით იწყება, როგორც აღვნიშნეთ.ფეხით ხშირად ვისეირნოთ და ვითამაშოთ სუფთა ჰაერზე ბავშვებთან ერთად.

ვიტამინების მიღება, თუ ბავშვი ხშირად არ ავადმოფობს არ არი რეკომენდირებული, ვიტამინებს პედიატრები უნიშნავენ, როდესაც ბავშვი უჭმელია ან ჯანმრთელობის სხვადასხვა  პრობლემები აქვს. ჯანმრთელი ბავშვი ზამთარს გაკაჟებითაც კარგად გადაიტანს.

ჩვენ და პროფესიონალი პედიატრების რჩევაა: კარგია კეთილმოწყობილი ბინა, ბევრი სათამაშოები, მაგრამ ბავშვისთვის მნიშვნელოვანია

seminar-trening-zdorovaja-semja-1. სითბო და მოსიყვარულე ოჯახი

2.ჯანსაღი და სწორი კვება

3.  გაკაჟება

4. ბავშვებს ჩავუნერგოთ საქართველოს სიყვარული, შევაყვაროთ თავისი სამშობლო    <3

კომენტარები
მეტი

მსგავსი სიახლეები