საზოგადოებაშოუ-ბიზნესი

მოიხსნება თუ არა ეთერიდან ამ კვირის “პროფილი”? – ფსიქოლოგების პროტესტი მაია ასათიანის შოუს!

გთავაზობთ ფსიქიკური ჯანმრთელობის სპეციალისტის გიორგი დონაძის მიერ საკუთარი ფეისბუქის გვერდზე გამოქვეყნებული განცხადების შემოკლებულ ვერსიას:

მოგესალმებით მეგობრებო! მიუხედავად მცდელობისა, რომ გადაცემა ,,პროფილს“ არ გაეკეთებინა ასეთ ფორმატში გადაცემა სუიციდის შემთხვევების გაშუქების თემაზე, როგორიცაა შემთხვევების განხილვა პირდაპირ ეთერში, გარდაცვლილის ახლობლების მოწვევა, თემის რომანტიზება და მომხდარის ცალსახად ერთ რომელიმე მიზეზზე დაყვანის მცდელობა! ზემოთ თქმული კი დაკავშირებულია ქვემოთ მოყვანილ რისკებთან!

მიუხედავად ამისა კვლავ გრძელდება მანკიერი პრაქტიკა, რაც ნათლად ჩანს გადაცემის ანონსში!

ფსიქიკური ჯანმრთელობის სპეციალისტები ვგმობთ ამ ფაქტს და ვთვლით, რომ ეს გადაცემა არ უნდა გავიდეს ეთერში!

რადგან ანონსშივე უკვე ნათლად ჩანს ქვემოთ აღნიშნული რისკების არ ცოდნის და შოუს გაკეთების მცდელობა, მანიპულირება ადამიანების ემოციებზე ისეთი თემებით, რომელიც თავისთვში შეიცავს ფატალურ რისკებს!
სუიციდის გაშუქება საზოგადოებრივი ჯანდაცვის საკითხია. ამბის ღირებულების შეფასებისას, ჟურნალისტებს გაცნობიერებული უნდა ჰქონდეთ, რომ მათი შეტყობინება ძლიერ ზეგავლენას იქონიებს არამარმარტო გარდაცვლილის მეგობრებსა და ოჯახის წევრებზე, არამედ მკითხველებსა და აუდიტორიაზეც.

ევროპის დართ ცენტრმა ჟურნალიტებისთვის გამოსცა განახლებული და სრულყოფილი ბროშურა სუიციდის გაშუქების თემაზე. სადაც წერია და ეყრდნობა მტკიცებულებით კვლევებს: ,,გამოკვლევები მიუთითებს, რომ საშუალოდ 2.5%-ით მატულობს სუიციდის მაჩვენებელი მას შემდეგ, რაც თვითმკლელობის შესახებ ისტორია საზოგადოების ფართო განხილვის საგანი ხდება.’’

ამ პოსტის გამოქვეყნებიდან დაახლოებით ორ საათში გიორგი დონაძე წერს:

ახლახანს მაია ასათიანმა დამირეკა და ძალზედ შეწუხებული იყო, რომ მიუხედავად მრავალი თემის ირგვლის კვლევისა ანონსში გაიპარა ის მომენტები რაც არ უნდა ყოფილიყო წესით.

–  გიორგი დონაძე: ისე ძალიან სამწუხაროა აქვე ავღნიშნავ, რომ ამის დაწერა მომიწია, რადგან აქამდეც მაის უთხრეს სპეციალისტებმა აზრი. მიუხედავად ამისა მადლობა, რომ დაინტერესდა ამ განცხადებით! – წერს გიორგი დონაძე

ტეგები
იხილეთ მეტი

მსგავსი სიახლეები