ბლოგერები

მორიგი უცნაური სარეკლამო კამპანია თუ საზოგადოების გართობის მშვენიერი ობიექტი?!

ვინ არიან და რას გვიმზადებენ მისი ავტორები

რამდენიმე დღეა მარჯანიშვილის თეატრის მახლობლად უცნაური არსება გამოჩნდა. Air Dancer -ი ასე თუ ისე ყველას გვინახავს, თუმცა დამეთანხმებით, რომ ასეთი ფორმით ჯერ ნამდვილად არავის შეგვხვედრია. უცნაური მიხვრა-მოხვრის გარდა, უცნაური გეომეტრიული ფიგურებიც ამშვენებს ტანზე. რამდენიმეს ამოცნობა მოვახერხეთ – გული, ტუჩი, თვალი, ხელი, და ელვა, დანარჩენები კი კვლავ ამოცანად რჩება. ყველაზე მთავარი ისაა, რომ არავინ იცის რას დავუკავშიროთ ეს ნაცრისფერი და ცოტა არ იყოს – მოწყენილი მოცეკვავე.

ჩვენთან ერთად ქუჩაში მოსიარულენიც არანაკლებ დაინტერსდნენ ამ ახლად გამოჩენილი არსებით. გაოცებული სახეები, ტელეფონები და გაჩერებული მანქანები მასიურად ამშვენებს მარჯანიშვილის ქუჩას. ინტერნეტ სივრცეც უმალ აჭრელად მისი სურათებით და კითხვებით, თუ ვინ არის და რას მივაწეროთ მასზე არსებული გამოსახულებები. რობერტო მავანიც ჩვენსავით ცნობისმოყვარე აღმოჩნდა და არ დააყოვნა გასაბერ არსებაზე ხუმრობა. მისი live -ით რამდენიმე საინტერესო ვერსიაც მოვისმინეთ გამვლელებისგან. ზოგმა ბურატინო შეარქვა, ზოგმა დონკიხოტი. იყო ისეთი საინტერესო ვერსიებიც, როგორიცაა ძველი ბიჭი და ლექტორი. ბევრმა ცუდადაც მოიხსენია – თუმცა ხუმრობით.

ჩვენი ვერსიით, მორიგ საინტერესო კამპანიას უნდა ველოდოთ ახლო მომავალში. საინტერესოა, ვინ არიან და რას გვიმზადებენ მისი ავტორები. მანამდე კი, ერთად დაველოდოთ მორიგ საინტერესო ვერსიებს და სელფებს, იქნებ ვინმემ მაინც აგვიხსნას, თუ რა ხდება ქალაქში.

www.fact2.ge

Posted by Levan Kvaratskhelia on Tuesday, November 21, 2017

ტეგები
იხილეთ მეტი

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *