უკატეგორიო

მორიგი წყალდიდობა მარჯანიშვილის ქუჩაზე – დაუდევრობა თუ სტიქია?

11703035_996135537086083_2338520061305175432_nმარჯანიშვილისა და წინამძღვრიშვილის ქუჩების  კვეთაზე წყლის მილის გასკდომამ მიმდებარე ტერიტორიის დატბორვა გამოიწვია. წყალმა სახლებისა და სავაჭრო ობიექტების პიველი სართულები დატბორა.

მონაკვეთზე ასფალტ საფარიც ჩაინგრა რის შედეგადაც ფეხით მოსიარულების გადაადგილება შეუძლებელი გახდა.

ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია და მაშველთა ჯგუფი, რომლებიც სიტუაციის დარეგულირებას ცდილობენ.

მსგავსი პრობლემა თბილისის ბევრ უბანს დღემდე გააჩნია და მის საფუძვლიანად აღმოფხვრას არავინ ცდილობს. შემთხვევის ადგილას ძირითადად დაგვიანებით მისული წყალ-კანალის წარმომადგენლები დაახლოებით 5 დღით თხრიან გარკვეულ მონაკვეთს, შეაკეთებენ და ორ დღეში კვლავ იგივე პრობლემა იჩენს ხოლმე თავს ასე რომ ერთ დღეს მიყოლებით რომ დაიტბორის თბილისის უბნები გასაკვირი არავისთვის იქნება.pl

 

 

ფოტოები აღებულია ჟურნალისტ მაკა რაზმაძის ფ.ბ გვერდიდან

ტეგები
იხილეთ მეტი

მსგავსი სიახლეები