მსოფლიო სიახლეები

მსოფლიოში ყველაზე ცნობილი მეცნიერი სტივ ჰოკინგი გარდაიცვალა

ცხოვრება ტრაგიკული იქნებოდა, სასაცილო რომ არ იყოს- სტივ ჰოკინგი

მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მეცნიერი სტივენ ჰოკინგი, რომელმაც შავი ხვრელებისა და სამყაროს დასაწყისის შესახებ არაერთი თეორია შეიმუშავა, 76 წლის ასაკში დღეს გარდაიცვალა.
ჰოკინგის ოჯახის წარმომადგენელმა თქვა, რომ ის მშვიდ გარემოში კემბრიჯში მდებარე საკუთარ სახლში გარდაიცვალა. მეცნიერი ათწლეულების მანძილზე კემბრიჯის უნივერსიტეტში მათემატიკას ასწავლიდა.
“ის დიდებული მეცნიერი და არაჩვეულებრივი ადამიანი იყო, რომლის მემკვიდრეობაც მრავალი წლის მანძილზე გააგრძელებს არსებობას,” ნათქვამია ჰოკინგის ოჯახის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ჰოკინგს ამიტროპული ლატერალური სკლეროზის დიაგნოზი 21 წლის ასაკში დაუსვეს.

სტივ ჰოკინგის ციტატები:

“თუ კაცობრიობა არ გავა კოსმოსში, მას მომავალი არ ექნება. მაგრამ მე ოპტიმისტი ვარ – ადამიანი აუცილებლად მიაღწევს ვარსკვლავებს”

“თუ დროში მოგზაურობა შესაძლებელია, მაშინ რატომ არ ჩანან დროში მოგზაურები?”

“შემინიშნავს, რომ ის ადამიანებიც კი, რომლებიც ამტკიცებენ, რომ ყველაფერი წინასწარ განსაზღვრულია და ჩვენ ვერაფერს შევცვლით, გზაზე გადასვლამდე ყოველთვის იყურებიან აქეთ-იქით.”

“ჩემი მიზანი მარტივია – სამყაროს სრული შეცნობა, რატომ არის ასეთი და საერთოდ რატომ არსებობს”

“აინშტაინი ცდებოდა, როცა თქვა, რომ ღმერთი კამათლებით არ თამაშობს. შავი ხვრელების ანალიზი გვიჩვენებს, რომ ღმერთი არამარტო თამაშობს კამათლებით, არამედ ზოგჯერ გვაბნევს კიდეც, როცა ჩვენგან მიუწვდომელ ადგილას მოისვრის ხოლმე”

“მე არანაირი სურვილი არ მაქვს, ვინმეს ვუთხრა, რისი სჯეროდეს. მაგრამ პირადად ჩემთვის, ღმერთის არსებობის საკითხი ნამდვილად ესადაგება მეცნიერებას. ბოლოს და ბოლოს, რთულია მოიფიქრო უფრო მნიშვნელოვანი და ფუნდამენტური საიდუმლო, ვიდრე ის, თუ ვინ ან რამ შექმნა სამყარო და აკონტროლებს მას.”

“სამყაროს საზღვარი ისაა, რომ მას საზღვრები არ გააჩნია.”

ტეგები
იხილეთ მეტი

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *