ეს ყველამ უნდა იცოდეს

მსოფლიო ბრენდების ეტიმოლოგია – როგორ მოინათლნენ მრავალმილიარდიანი ბრენდები?

როგორ დაერქვათ სახელები მრავალ მილიარდ დოლარად შეფასებულ მსოფლიო ბრენდებს? როგორ იმოქმედა მათმა დასახელებამ კომპანიის განვითარებაზე? ბევრი ბიზნესმენი ფიქრობს, რომ კომპანიისთვის დარქმეული სახელი მის მომავალს განაპირობებს. მართალი არიან თუ არა ისინი?
თითქოს და რა არის იმაზე ადვილი მოიფიქრო ახალი კომპანიის დასახელება? თუმცა ხშირად, კორპორატიული სახელის მოფიქრება არანაკლებ სერიოზული პრობლემაა, ვიდრე საწყისი კაპიტალის მოზიდვა და იურიდიული საბუთების გაფორმება.
ცნობილი ბრენდების ეტიმოლოგია უმრავლეს შემთხვევაში მათი დამფუძნებლების გვარებიდან გამომინარეობს, იშვიათად გეოგრაფიული და ასტრონომიული ობიექტების დასახელებებიდან. ზოგი დასახელების არჩევას წინ დიდი ხნის ფიქრი და მსჯელობა უსწრებდა, ზოგის კი უცაბედი, სპონტანური გადაწყვეტილება. ძალიან ბევრი კომპანიის დასახელება გრძელი და მთლიანი დასახელების აბვიატურას წარმოადგენს. როგორც მაგალითად, IBM _ International Business Machines
Adobe _ კომპანიის დასახელება მისი ერთ-ერთი დამფუძნებლის ჯონ უორნოკის სახლთან ახლო ჩამომდინარე მდინარი სახელიდან არის ნასესხები.
Apple – კომპანიისთვის სახელის შერჩევის მცდელობის სამი უნაყოფო თვის შემდეგ, სტივ ჯობსმა, რომელსაც ძალიან უყვარდა ვაშლი, ცალმხრივად მიიღო გადაწყვეტილება და კომპანიის პირველ კომპიუტერს Apple `ვაშლი~ დაარქვა..
Bridgestone _ იაპონური კომპანია, რომელიც საბურავებს უშვებს, კომპანიის დამფუძნებლის გვარია სედზირო ისიბასი, რაც იაპონურად ნჯიშნავს `ხიდი ქვისგან~. რადგან ძირითადად ბაზარს ამერიკა წარმოადგენდა და იაპონელი ბიზნესმენი თვლიდა, რომ მისი ნაწარმის დასახელება ადვილი აღსაქმელი უნდა ყოფილიყო რიგითი ამერიკელისათვის. მან შეუცვალა რიგითობა თავის სახელს და გვარს და მიიღო კომპანიის დასახელება — `ქვის ხიდი~.
Canon _ დიდი ხნის განმავლობაში კომპანიის დასახელება იყო Precision Optical
Instruments Laboratory (ზუსტი ოპტიკური ხელსაწყოების ლაბორატორია) ბოლოს მისმა მეპატრონეებმა კომპანიის დასახელების შეცვლა გადაწყვიტეს და უფრო სხარტი დასახელება მოიფიქრეს Canon _ (`კანონ~) ინგლისური სიტყვაა, რაც ნიშნავს სიზუსტეს და მკაფიობას…
Corel _ კანადური კომპანია COwpland REsearch Laboratory (კოუპლენდის კვლევითი ლაბორატორია) აკრონიმს წარმოადგენს.
Google _ კომპანიის დასახელებაა თავდაპირველად იყო Googol _ გუგოლ, რაც მათემატიკურ ენაზე ნიშნავს 10-ს მეასე ხარისხში. ამ დასახელების ქვეშ კომპანიის დამფუძნებლის სერგე ბრანი და ლარი პეიჯი გულისხმობდნენ, რომ მათ საძიებო სისტემას შეუძლია დაამუშაოს შეუზღუდავი მოცულობის ინფორმაცია. მაგრამ მოხდა კაზუსი და ინვესტორმა, რომელიც მათ პროექტს აფინანსებდა საბანკო ჩეკი გამოწერა კომპანია `Google~- ის სახელზე და სწორედ ამ სახელმა დაიპყრო მსოფლიო.
Hitachi _ იაპონურად ნიშნავს `მზის ამოსვლას~
Hyundai _ კორეულად ითარგმნება როგორც `თანამედროვე ეპოქა~’
Mitsubishi _ იაპონურად `სამი ბრილიანტი~, რაც კომპანიის ლოგოტიპშია ასახული.
Honda _ მისი დამფუძნებლის სოიტირო ჰონდას სახელს ატარებს.
Suzuki _ კომპანიის მისი დამაარსებლის მიკიო სუძუკის სახელს ატარებს.
LG _ ორი კორეული ბრენდი Lucky და Goldstar კომბინაციიდან წარმოდგება.
Nike _ სპორტული აღჭურვილობის გიგანტი, ბერძნული გამარჯვების ქალღმერთის ნიკეს სახელს ატარებს.
Nokia _ ფინურ ქალაქ ნოკიაში დაარსებული ეს ფირმა თავიდან ქაღალდის გადამუშავების ბიზნესში იყო დასაქმებული, დღე კი ის მობილური ტელეფონების მწარმოებელი გიგანტია.
Siemens _ კომპანია მისი დამაარსებლის ვერნერ ფონ სიმენსის სახელს ატარებს.
Sony _ კომპანიის დასახელება წარმოიშვა ლათინური სიტყვა ` sonus~ (ხმა) და ინგლისური ` sonny~ (შვილი) სინთეზიდან, ეს სიტყვა შევიდა იაპონურ სალაპარაკო ენაში და სლენგზე ვუნდერკინდს ნიშნავს. `ჩვენ ვიყავით ვუნდერკინდები და ვმუშაობდით ხმასა და გამოსახულებასთან~-ეს ხსნის კომპანიის დასახელების ეტიმოლოგის Sony-ის ერთ-ერთი დამფუძნებელი ავიო მორიტა
Volkswagen _ ფერდინანდ პორშემ 1937-წელს მიიღო სამთავრობო შეკვეთა შეექმნა მოსახლეობის ფართო ფენებისთვის ხელმისაწვდომი იაფი ავტომობილი ასე შეიქმნა კომპანია Volkswagen სახალხო ავტომობილი გერმანულად.
Pepsi _ მსოფლიო ბრენდის სახელი საჭმელგადამამუშავებელი ფერმენტის პეპსინიდან წარმოდგება[hana-code-insert name=’br’ /]

ტეგები
იხილეთ მეტი

მსგავსი სიახლეები