ბლოგერებინათია უტიაშვილიშოუ-ბიზნესი

მუსიკალური ჯილდო ,,ოქროს არგო“ 29 იანვარს ათენში ნინო ჩხეიძესა და მარკუს მეტრეველს გადაეცემათ


მამუკა ლიპარტელიანი (მსახიობი, პროდიუსერი) : 
დაახლოებით 14 წელია საბერძნეთში ვცხოვრობ, რომელიც  ჩემი მეორე სამშობლოა.  დაკავებული ვარ კულტურული შემეცნებითი პროგრამების კეთებით, ვთანამშრომლობ ბერძნულ შოუ-ბიზნესის წარმომადგენლებთან და ერთობლივ  პროგრამებს ვგეგმავთ ქართულ – ბერძნული თანამეგობრობის ფორმატში. ათენში არსებობს “ქართული სახლი”, რომლის ხელმძღვანელები არიან ქალბატონო დარეჯან ღამბაშიძე და ავთანდილ გიუნაშვილი. მათთან შეხვედრის შემდეგ დავგეგმეთ რამდენიმე საინტერესო პროექტები,რომელთა განხორციელებაასაც ნელ-ნელა დავიწყებთ. ჩვენი პირველი მუსიკალური პროექტი  იყო  “ქართული დიასპორის საპატიო ოქროს გასაღები” ,რომელიც 4 დეკემბერს ჩატარდა და ძალიან  ბევრი ადამიანი დაესწრო, დიდი წარმატებით ჩაიარა. 29 იანვარს კი ათენში გაიმართება გრანდიოზული დაჯილდოვების ცერემონიალი “ოქროს არგო” და  საბერძნეთის ქართული დიასპორის მუსიკალური ჯილდოოქროს არგო” გადაეცემათ მარკუს მეტრეველსა და ნინო ჩხეიძეს. ანუ ისინი იქნებიან პირველი ქართველი მომღერლები, რომლებსაც ამ საპატიო ჯილდოს გადავცემთ. პროგრამის საპატიო სტუმრები იქნებიან ბერძნული შოუ -ბიზნესის მეგა ვარსკვლავები.

   რაც შეეხება ჩვენს სამომავლო გეგმებ, დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ათენის ქართულ სახლს და ათენის  ქართველ ემიგრანტებს, რომლებიც  ასე აქტიურად  არიან ჩართული ჩვენს პროექტებში და გვაძლევენ დიდ სტიმულს. ახლო მომავალში ჩვენი შემოქმედებითი ჯგუფი ბევრ საინტერესო ღონისძიებას გეგმავს და ზოგადად საკმაოდ დატვირთული კულტურული კალენდარი გვაქვს , რომელიც სტარტს  29 იანვარს აიღებს.” 

ტეგები
იხილეთ მეტი

მსგავსი სიახლეები