მთავარი ბლოკისპორტი

მშენებლობაზე მუშაობით ნაყიდი ეკიპირება და ოლიმპიადელი რომელსაც საკუთარი ნავიც კი არ აქვს


ზაზა ნადირაძის
მეგობარმა და გულშემატკივარმა ლევან ყურაშვილმა ფეისბუქის საკუთარ გვერდზე სტატუსი გამოაქვეყნა რომელიც სოციალურ ქსელს უკვე ვირუსივით მოედო:

ადამიანს, რომელსაც საკუთარი ნავიც კი არ ჰყავს, ეკიპირებას თავისი ფულით ყიდულობს და დამატებითი შემოსავლის გამო მშენებლობებზე მუშაობს ხოლმე, ჯერ ოლიმპიადაზე მოხვდა (პირველად დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, ამ სახეობაში გვყავდა ოლიმპიადის მონაწილე), მერე ფინალში გავიდა და იქაც სულ ცოტა დააკლდა მედლამდე.
მე-5 ადგილიც კი სასწაულია და დარწმუნებული ვარ საერთოდ არავინ ელოდა მისგან ამ შედეგს.
ყოჩაღ და მადლობა ზაზა!
პ.ს. იქნება ინამუსოს სახელმწიფომ და ნავი მაინც უყიდოს ამ კაცს

გავიზიაროთ ერთმანეთის წარმატება – FACT2.GE

ტეგები
იხილეთ მეტი

მსგავსი სიახლეები