გია ჯაჯანიძე

მხეცი არ მოდის გაცხადებულად – ადამიანი რომელიც მისი ქმედებებით საკუთარ თავთან ერთად ანადგურებს სხვასაც!

გია ჯაჯანიძე:

გამაღვიძა, ადექიო მითხრა.
ავდექი.
დაწერეო მითხრა.
დავერე.

შეუმჩნევლად, მალულად და მოტყუებით მხეცი დაეუფლა ადამიანს.
ჯერ დააჯერა რომ ჭკვიანია, მერე ეჭვით დაავადა, ხარბი გახადა და შურიანი.
ეს ყველაფერი კეთილშობილებით შეფუთა და დაარწმუნა, რომ ის ყველაფრის მცოდნეა, კეთილი, სამართლიანი და კაცთმოყვარე.

მხეცი არ მოდის გაცხადებულად, ის ქურდულად და ჩუმად მოდის, ჯერ გონებას იპყრობს, აზრებში შედის და ირყებს მოქმედებას.

პირველი ნიშნები:
ყველაფერი იცი, ყველაფერი შეგიძლია, შენი აზრი უტყუარია, ძლიერი ინტუიცია გაქვს. პირველი ხარ.
ძირითადად საუბრის დროს იკვეთება მხეცის ძალა, მერე გადადის ქმედებაში.

მხეცის არსებობა ადამიანში დამღუპველია.
არის ადამიანი, რომელიც თავისი ფიქრებით და თვისებებით ანადგურებს საკუთარ თავს.
არის ადამიანი, რომელიც საკუთარ თავთან ერთად ანადგურებს სხვასაც.

შეხედე და დააკვირდი ადამიანს, როცა ვინმეს ლანძღავს, დააკვირდი ადამიანს, როცა ის ვინმეს დასცინის. კარგად დააკვირდი, როცა ის საკუთარ თავს გაწოდებს და შთაგაგონებს, რომ ის კეთილია, ძლიერი, ჭკვიანი, გონიერი და ყოვლის მცოდნე.

კარგად მოუსმინე ადამიანის საუბარს, მის ტერმინებს და დამოკიდებულებას ცხოვრებაზე, ყურადღება გაამახვილე რა აწუხებს მას და რა უნდა, რა აკლია და რა ახარებს.

მხეცმა იცის დამალვა, ცრუ ძილი, ამ დროს ფარისევლობის იარაღით ამოქმედებს ადამიანს. ის მოჩვენებითად ხდება კეთილი, ღვთისნიერი და კაცთმოყვარე.

გიფიქრიათ? რა ფსიქოლოგიური მდგომარეობა აქვს, რას განიცდის, რას ფიქრობს ადამიანი იმ დროს, როცა სხვას ატყუებს, გულს ტკენს, ლანძრავს, შურს, ძარცვავს, ებრძვის, თავს ესხმის, კლავს.
ადამიანი ამ დროს ფიქრობს, რომ მართალია.
მხეცი გამარჯვებულია, ზეიმობს.

მოჩვენებითი სიყვარული, მოჩვენებითი სიკეთე, მოჩვენებითი ერთგულება.
იყავი ფრთხილი, იყავი ფხიზლად, შენ შეგწევს ძალა არ შემოუშვა მხეცი.

ჩვენს წინ დგას ბოროტი და კეთილი ძალა, რომელსაც გაუღებთ კარს და შემოუშვებთ, ის შემოვა.

გათენდა.
ბედნიერ, წარმატებულ დღეს გისურვებთ.

გიორგი ჯაჯანიძე

თეგები
იხილეთ მეტი

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *