ეკონომიკამეორეხარისხოვანი ბლოკიპოლიტიკა

ნაუმი გაფრინდაშვილი – სანდო წყაროებიდან გადმოცემით გიდასტურებთ, რომ დაახლოებით 200-მდე ოჯახს 300 000-ლარს თავაზობენ

SOS ჰუდონი VS სვანეთი SOS !!!
მინდა ზუსტად განვმარტო ის რისკები და ინტერესები ამ თემის ირგვლივ, რომელიც სვანეთის მოსახლეობის ნომერ პირველ და ასევე გადაუჭრელ პრობლემად იქცა. ჭუბერის, ხაიშის და იდლიანის მოსახლეობას გადასახლება ემუქრება, რაც 4000 ოჯახზე მეტია. ამას რომ თავი დავანებოთ, ამ სოფლებში რამდენიმე ტაძარი და წინაპართა სამარხები უნდა დაიტბოროს. ჩვენ, “თავისუფალი თაობა” სრულ მხარდაჭერას აღვუთქვამთ სვან ხალხს და გვინდა დიქტატორული სენით შებყრობილ ენერგეტიკის მინისტრს შევახსენო საქართველოს კონსტიტუციის მუხლი N-3. კერძოდ:
მხოლოდ და მხოლოდ საქართველოს უმაღლეს ორგანოთა განსაკუთრებულ განმგებლობას განეკუთვნება ერთიანი ენერგეტიკული სისტემა და რეჟიმები. ანუ : სადგურები, ქვესადგურები და გადაცემის ხაზები.
სახელმწიფოს ასეთი სტრატეგიული ობიექტების გასხვისების უფლება არ აქვს. შესაძლებელია მხოლოდ, მართვაში გადასცეს ისე, რომ აქციების მინიმუმ 51% ქვეყნის საკუთრებაში რჩებოდეს. ეს პროექტი რომც განახორციელონ, ის აფსურდული დაპირებები რაც ქვეყნის და ხალხის კეთილ დღეობას ნიშნავს ნულის ტოლია. გათვლილი ტარიფებით და მოქმედი კანონმდებლობით ჰუდონ ჰესს დაევალება სახელმწიფოს წინაშე გადაიხადოს:
1) ქონების გადასახი 1%
2) დამატებული ღირებულების გადასახადი (დღგ) 18%
3) მოგების გადასახადი 15%
ეს შემოსავალი სახელმწიფოსთვის წლიურად 7-დან 9 მილიონ ლარამდეა,
ხოლო, ამის გარდა, მოგების ის უდიდესი ნაწილი დაახლოებით წლიურად 135 000 000-ლარი სწორედ იმ ხალხის ჯიბეში ჩავა, ვინც დღემდე ძალადობრივად თუ მოქრთამვის გზით ცდილობს სვან ხალხს უარი ათქმევინონ თავიანთ წინაპართა ნასახლარზე, სამარხებზე, სალოცავებსა და სვანურ ტრადიციებზე.
“თავისუფალი თაობა” სანდო წყაროებიდან გადმოცემით გიდასტურებთ, რომ დაახლოებით 200-მდე ოჯახს 300 000-ლარს თავაზობენ.
P.S.ბატონო კ.კალაძე, თქვენ ვერ გაიგეთ და არ გინდათ რომ გაიგოთ სვანი ხალხის პასუხი ჰუდონთან დაკავშირებით.
რა ღირს ეს ყველაფერი ?!

ტეგები
იხილეთ მეტი

მსგავსი სიახლეები