მედიცინამთავარი ბლოკი

ნაწლავების გასასუფთავებელი ბანანის 3-დღიანი დიეტა და მინუს 3 კილოგრამი

ბანანი აუმჯობესებს კანის მდგომარეობას

ბანანის შემადგენლობაში ვიტამინების ბალანსირებული კომპლექსია. დიდი რაოდენობით შეიცავს E, C და B6 ვიტამინებს, მიიჩნევა კალციუმის, რკინისა და ფოსფორის წყაროდ. ამ დიეტის დროს ნაწლავები სუფთავდება, ორგანიზმში კი ნივთიერებათა ცვლა ნორმალიზდება. თუ დიეტის დაცვის შემდეგ არ გადახვალთ მძიმე და მავნე საკვებზე, დიეტის შედეგს დიდხანს შეინარჩუნებთ. ბანანი, ასევე, აუმჯობესებს კანის მდგომარეობას და მისი მიღება განსაკუთრებით სასარგებლოა გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებებისა და ართრიტების დროს. თუმცა, უკუნაჩვენებია ნაწლავებისა და კუჭის ქრონიკული დაავადებების შემთხვევაში. თუ არ გაქვთ სანაღვლე გზებისა და თირკმელების დაავადება ან კუჭის წყლული, შეგიძლიათ, თამამად დაიწყოთ ეს დიეტა: დღის განმავლობაში უნდა მიირთვათ, დაახლოებით, კილოგრამ-ნახევარი ბანანი, თანაც, მაშინ, როცა მოგესურვებათ. წყურვილის დროს კი დალიეთ მწვანე ჩაი ან შემთბარი ანადუღარი წყალი – მათი რაოდენობა შეუზღუდავია. ამ საშუალებით დღე-ღამეში, დაახლოებით, ერთ ზედმეტ კილოგრამს დაიკლებთ. თუ გიჭირთ და თავს ვერ იკავებთ, შეგიძლიათ, ერთი ულუფა შვრიის უცხიმო ფაფაც მიირთვათ.

კომენტარები
მეტი

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *