მთავარი ბლოკისაზოგადოება

ნიკა გვარამია TV “იმედს”: რომ შეგვეშვათ, არ გინდათ? დეკორატორებიც რომ მიგყავთ, აქამდე რას შვრებოდით? წახვედით, წაიღეთ ფორმატები, გადაიბირეთ ვიღაცეები…

ნიკა გვარამია ფეისბუქის საკუთარ გვერდზე კონკურენტი ტელევიზიის და “რუსთავი2”-ის ყოფილი თანამშრომლების მიმართ განაწყენებულ პოსტს აქვეყნებს: ტელეკომპანია იმედი, დეკორატორებიც რომ მიგყავთ, აქამდე რას შვრებოდით, ტელევიზია იყავით თუ ბოსელი? და მანდ ხალხი არ მუშაობდა? თუ საკუთარი თანამშრომლები ფეხებზე გკიდიათ და ადამიანებად არ აღიქვამთ?

ნამუსიც კარგი საქონელია Giorgi Khaburzania. წახვედით, წაიღეთ ფორმატები, გადაიბირეთ ვიღაცეები – გავიგეთ, გმადლობთ ყველაფრისთვის და კარგად იყავით. რომ შეგვეშვათ, არ გინდათ? – წერს გვარამია.

ისე ჩვენში დარჩეს (ბებიაჩემი იტყოდა ძღლი მიაკვდეს გვარამიას სულშიო ან ძაღლი იყოს მისი მადლიერიო), მაგრამ ტელე “იმედის” ქცევა ხამობას უფრო მაგონებს და მგონია, რომ “რუსთავი2-ში” ნამყოფ ფეკალურ მასებსაც წამოიღებენ მალე.

როგორც ჩანს ქვეყანაში ახალი, პროფესიონალი კადრის კრიზისია, მაგრამ ნებისმიერი ორგანიზაციის წარმატება, რომ სწორ მენეჯმენტზეა დამოკიდებული ან ტალახში ჩავარდნილი ბრილიანტი ბზინვარებას კარგავს ამ ტელევიზიისთვის უცნობია? მაგალითად ტელეკომპანია “პირველზე” ე.წ კიტები მუშაობენ, მაგრამ მათი რეიტინგი ფეისბუქის ლაივებს ვერ გასცდა ასე, რომ პირველობას პროფესიონალი ჟურნალისტები კი არა სწორი მენეჯმენტი განსაზღვრავს.

ისე სხვა რაკურსით თუ შევხედავთ “იმედს” სწორი გათვლა აქვს, რადგან “რუსთავიორელები” მაინც მიჩვეულები არიან მიკერძოებულობასა და ხელისუფლების მეხოტბეობას – რა მნიშვნელობა აქვს სახელებს?! მიშა გრიშათი შეიცვლება და სიუჟეტი მზად არის “დრაივი” კი უცვლელი დარჩება ორივე არხზე.

P.S ვირთხა ჩაძირული გემიდან ყოველთვის პირველი იწყებს გაქცევას და ვირთხა სიკვდილამდე რჩება ვირთხად…

www.fact2.ge

ტეგები
იხილეთ მეტი

მსგავსი სიახლეები