ბლოგერები ლიტერატურა ნინო ხაჩიძე ყირამალა

ნი&მა – ყირამალა, Ma–ს პირველი სიზმარი

მაია ქავთარაშვილი

სიზმარი I

მა…

სიხარული რა ფერია ნეტა? ან როგორი სურნელი აქვს ბედნიერებას? დღეს ბედნიერად გახარებული იყო. იმიტომ რომ მეორე ანგელოზის ცალი ფრთის გაშლას დაესწრო. იცოდა, რომ მეორესაც გაშლიდა, თან – სულ მალე და ხარობდა. თვითონაც სულ ახლახან დაიწყო თავისი ფრთების დგაფუნის მიყურადება. თორემ იმდენჯერ დააცალეს ღერა–ღერა ყველა, სულ მცირედიც კი… მაგრამ ნისავით ყველას ქვემოდან და მაღლა დაჰყურებდა. სამყაროს ჩვილი ბავშვივით ეპყრობოდა და პატიებდა. უფრო ზუსტად, კი ავიწყდებოდა. აი, ეგრე. მარტივად და სწრაფად. ეტკინებოდა, მწარედ მოიკვნეტდა ტუჩებს, ცრემლს, ხან – მლაშეს და ხანაც – მდუღარედ მწარეს, უკან ჩაიტრიალებდა და ისევ ეღიმებოდა. როცა ადამიანებს ასე დასცქერი, ხედავ იმას, რასაც ისინი თვითონ ვერ ამჩნევენ. ხედავ მათ ტკივილს, რომელსაც ასე საგულდაგულოდ მალავენ და კიდევ უფრო მეტად ცტკივათ. ამიტომ ცდილობენ გატკინონ, რომ ოდნავ მაინც, წამით მაინც დაივიწყონ საკუთარი ტკივილი. ყველას, ვინც მას ტკენდა, უსაშველოდ დიდი და ღია ჭრილობა უჩანდა… და ამიტომ ღიმილით მალამოდ ედებოდა მათ იარებს და საკუთარს თვითონვე ან სხვა მიწიერი ანგელოზების დახმარებით იშუშებდა. ხედავდა და იყნოსავდა ადამიანების ფარულ ზრახვებს, სურვილებს, შიშებს, იმედებსა და განცდებს. განა ცდილობდა დანახვას, ან უნდოდა ამის გააზრება?! ეს მასზე მეტი იყო და თითქოს ამისთვის მოიყვანეს ამჯერად. ხედავდა და ვერაფერს უხერხებდა ამ ნიჭს. უწევდა ჩარევა უცხოების პირად ცხოვრებასა და დანახანჯლობაშიც ამოუყვია არაერთხელ თავი… და, როგორც წესი, სულ გალახულ-გაპუტული რჩებოდა… და მაინც, უყვარდა ეს სიცოცხლე, იმიტომ რომ აქ იყო ის ერთადერთი ადგილი, სადაც სიყვარულის ყველა გრძნობით და მთელი არსებით შეგრძნება იყო შესაძლებელი. ეს ახსოვდა. ეს ერთადერთი დაიმახსოვრდა და არ დაავიწყდა. და ეს ერთი მკრთალი შუქურა აძლებინებდა.

მა ამას ეუბნებოდა ნისაც და სხვებსაც – ის აქ არის! და, ესე იგი, ჩვენ ყველა–ფერი გამოგვივა. ჩვენ ხომ სიყვარულისთვის გამოგვიშვეს და, აბა, ვინ, თუ არა ჩვენ?!

https://saba.com.ge/books/details/3847

იკითხეთ სრული ვერსია “საბას” ელექტრონული წიგნების საიტზე. 13 იანვრიდან, ყოველ ოთხშაბათს – ახალი სიზმრები Ni-სა და Ma-ს სიზმარეთიდან!

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ასოციაცია – კვერცხი, ანუ ღობე თუ საღორე?!

Nino Khachidze

როგორ დაიწყო კარიერა გივი თარგამაძემ საავადმყოფო-პოლიკლინიკაში სანიტრად 1985 წელს, როგორ გახდა საქართველოს სამი მოწვევის პარლამენტის წევრი და რა შემოსავალი მოუტანა მას 12-წლიანმა დეპუტატობამ .

Zaali Tsinadze

რა მიზნით შეიკრიბნენ ისლამური ქვეყნების ლიდერები ყოფილ კონსტანტინეპოლში ანუ როგორ გახდა საუდის არაბეთი საქართველოს ლობისტი ახლო აღმოსავლეთში

Nino Khachidze

დაწყვილების მოლოდინში: მდებარეობის ხიბლი

Nino Khachidze

რამდენი მილიონი მიიღო საჩუქრად საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ხათუნა თოთლაძემ ბებიისა და მშობლისგან და რა თანხა აჩუქა მან თავის ქალიშვილს

Beso Makharashvili

როგორ აჩუქეს ნინო და ილიკო სუხიშვილებმა „სუხიშვილების“ მოცეკვავეებს 19 ბინა და ვინ გახდა მათი პირადი ბინის მფლობელი?

რით აპირებს პუტინი ქართველების გადაბირებას: მის რა წინადადებაზე იქნება შეუძლებელი უარის თქმა 

Nino Khachidze

რუსული ფსონი: რა მიანიშნებს საქართველოს დაშლის საფრთხეზე

Nino Khachidze

რატომ აღიარა ევროპამ ქართული სამზარეულო

Nino Khachidze