მთავარი ბლოკიშოუ-ბიზნესი

ნინა კოტრიკაძის ახალი კლიპი და პირველი ნაბიჯები ქართულ ესტრადაზე

ცოტახნის წინ ქართულ ესტრადას ახალი სახე ნინა კოტრიკაძე შეემატა რომლის პირველმა კლიპმა კაკი ბოლქვაძის სიმღერაზე “წავიდეთ” საზოგადოების მოწონება დაიმსახურა.

ახალგაზრდა ნიჭიერი მომღერლისთვის პირველი კლიპის წარმატება სტიმული აღმოჩნდა მორიგი სიმღერის ჩასაწერად და მან კვლავ კომპოზიტორ კაკი ბოლქვაძის სიმღერაზე გადაიღო მორიგი კლიპი რომლის რეჟისორიც ბესიკ კვარაცხელიაა.

ქართველი მსმენელის მაღალი გემოვნებიდან გამომდინარე ძალიან რთულია შოუ-ბიზნესში თავის დამკვიდრება, მითუმეტეს სიმღერის ჰიტად ქცევა, ამიტომ განსაკუთრებით ახალგაზრდა მომღერლებს მუდმივი შრომა და ბევრი წვალება უწევთ ამ სფეროში თავის დასამკვიდრებლად.

წარმატებას ვუსურვებთ ნინა კოტრიკაძეს და ყველა ახლბედა შემსრულებელს ამ რთულ გზაზე.

www.fact2.ge

კომენტარები
მეტი

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *