ბლოგერებიგოგი ლორთქიფანიძემთავარი ბლოკიპოლიტიკა

ნოდარ კაპანაძე – სიღარიბე დაძლევადია თუ ამას ხელისუფლება მოინდომებს

“სიღარიბემ იკლო, თუმცა ამას არ აშუქებენ” ასე პასუხობს ეკონომისტი ნოდარ კაპანაძე პასუხობს ჩვენს შეკითხვაზე: -“გაიზარდა თუ შემცირდა ქვეყანაში სიღარიბის დონე?”

„საქართველოში ბოლო პერიოდში შეიმჩნევა სიღარიბის დონის შემცირების ტენდენცია, მაგრამ ამის თაობაზე მასმედიის არც ერთ საშუალებაში არ არის საუბარი და ამ ინფორმაციის გავრცელებაზე პასუხისმგებელი მთავარი უწყება, სტატისტიკის სამსახური, დუმს, როგორც ფაშისტების ტყვეობაში ჩავარდნილი პარტიზანი. ძვირფასი სტატისტიკა ასევე მეტყველად დუმს სოციალურ და ეკონომიკურ მდგომარეობაში არსებულ დადებით ტენდენციებზე. სამაგიეროდ ფართოდ აფიშირებულია ყველა მცირედი დანაშაული.

ამასთანავე, აღსანიშნავია, რომ არ არის განხორციელებული სიღარიბის დიაგნოსტიკისა და ანალიზის მიმართულებით სერიოზული მუშაობა, არაა აგებული სიღარიბის პროფილი და ქვეყანას არ გააჩნია სიღარიბის შემცირების (ყურადღება მიაქციეთ, რომ არა დაძლევის, არამედ შემცირების) სტრატეგია.

ვინაიდან სიღარიბის შემცირების არსებული ტენდენცია არის ეპიზოდური მოვლენა და არა სისტემური და უმცირესი კონიუქტურული ცვლილება საკმარისია იმისათვის, რომ ტენდენციამ საპირისპირო მიმართულება მიიღოს. თუ მომავალ წელს გლეხებს აღარ მივცემთ ვაუჩერს ან არ დავუხნავთ მიწას და ასე შემდეგ, ტენდენცია კვლავ საპირისპირო სახეს მიიღებს, რადგან საქართველო და მისი ეკონომიკა უკვე 20 წელზე მეტია, იმყოფება სისტემურ კრიზისში, საიდან გამოსვლაც ეპიზოდური ღონისძიებებით უბრალოდ შეუძლებელია!

აქედან გამომდინარე, აუცილებელია სიღარიბის შემცირების ეროვნული სტრატეგიის შემუშავება და დროში გაწერილი ღონისძიებების სქემის მომზადება; გასათვალისწინებელია, რომ ეს არ შეიძლება იყოს მხოლოდ ერთი სამინისტროს პრეროგატივა და მთელი მთავრობის საპროგრამო დოკუმენტი უნდა იყოს.“

ნოდარ კაპანაძე აცხადებს, რომ მას აქვს მომზადებული სიღარიბის შემცირების კომპლექსურ ღონისძიებათა სქემა, თუმცა მის კონცეფციას მთავრობაში ყურადღებას არ აქცევენ.[hana-code-insert name=’br’ /]

კომენტარები
მეტი

მსგავსი სიახლეები