ბლოგერებინინო ხაჩიძეპოლიტიკა

ნოოლოგია: შეძლებს თუ არა ახალი თეორია დედამიწის გადარჩენას?

ნინო ხაჩიძე

მიჩნეულია, რომ საქართველოსთვის, როგორც სახელმწიფოსთვის, გამოსავალი ძლიერი ეკონომიკა და დემოკრატიული ინსტიტუტებია, რაც მას, ერთი მხრივ, მსოფლიო მარაქაში გარევის საშუალებას მისცემს და, მეორე მხრივ, მომხიბვლელს გახდის ოსი და აფხაზი სეპარატისტებისთვის, რომლებიც ერთ მშვენიერ დღეს აყვავებული საქართველოსკენ გამოიხედავენ და ამღიარებელ რუსეთს უგანებენ. მაგრამ ჩვენი სტუმარი  სოციოლოგიის დოქტორი, ნოოლოგიის ცენტრის დირექტორი ემზარ ხვიჩია სხვაგვარად ფიქრობს. მის მიერ შემუშავებული თეორიის, ნოოლოგიის თანახმად, შესაძლებელია სახელმწიფოებს შორის ბუნებრივი ჰარმონიის დამყარება.

დღევანდელ სამყაროში ადგილები, ანუ ძალაუფლება მეტნაკლებად გადანაწილებულია და თუმცა დასავლეთის, ანუ სამყაროს ცივილიზებული ნაწილის განცხადებით, უზენაესი ადამაინთა თანასწორობაა, ფაქტია, რომ მთლად ასეც არ არის საქმე. ძლიერები და დიდები განსაზღვრავენ მსოფლიოს დღის წესრიგს, დანარჩენები კი დამატებითი და დამხმარე მასალის როლს ვასრულებთ. რით განსხვავდებიან ერები და ქვეყნები ერთმანეთისგან? რა როლი აკისრია თითოეულ მათგანს და როგორ უნდა მოეწყოს მსოფლიო, რონ თავიდან ავიცილოთ კონფლიქტები? რა ფუნქციის შესრულება შეუძლიათ ქართველებს და რატომ ვერ დაემსგავსება საქართველო ვერც რუსეთს და ვერც ამერიკის შეერთებულ შტატებს?

ამ და სხვა კითხვებზე პასუხს ემზარ ხვიჩია გაგვცემს.

ნაწილი პირველი

 

ნაწილი მეორე

 

 

კომენტარები
მეტი

მსგავსი სიახლეები