ასტროლოგიაეს ყველამ უნდა იცოდესმთავარი ბლოკი

ნუმეროლოგია! იპოვე შენი ციფრი და გაიგე რა თვისებების მატარებელი ხარ

1თუ თქვენი დაბადების რიცხვი არის 1:
1 მზის სიმბოლოა და ასეთი ადამიანები გამომგონებლობით და შემოქმედებითი ნიჭითა არიან დაჯილდოებულნი. ამ რიცხვში დაბადებული ადამიანები ვერ იტანენ შეზღუდვებსა. მათ დამოუკიდებლად არა გუნდური მუშაობა უყვართ. ზოგჯერ ასეთი ადამიანები დიქტატორებად გვევლინებიან.
არიან ამბიციურები და ზოგჯერ ჯიუტებიც დაახლოებით ვერძის თვისებების მქონენი ხშირად ისინი კარიერაში მწვერვალებს იპყრობენ სლოგანით „საშუალება ამართლებს მიზანს“

სიყვარულისა და რომანტიკისთვის მათ, არც დრო აქვთ და არც სურვილი, მაგრამ თუ სიყვარულის ხაფანგში გაება მისმა პარტნიორმა პირად ცხოვრებაზე უარი უნდა თქვნას და მთლიანად გახდეს მისი მორჩილი. ასევე პარტნიორს არც სექსთან დაკავშირებით უნდა ჰქონდეს პრეტენზია ვინაიდან ისინი აქაც ეგოისტები არიან და მხოლოდ პირად სიამოვნებაზე ფიქრობენ და არა პარტნიორზე.

1-ში დაბადებულთა პარტნიორები შესაძლოა გახდნენ 4, 10, 13, 19, 22, 28, 31 რიცხვებში დაბადებულები.

რისკფაქტორი: – გული, თვალები.

ისინი რომლებიც ამ რიცხვში (1) დაიბადნენ, გამოჩენილი პიროვნებები ხდებიან თუმცა ეს ადამიანები უამრავ სირთულეს ლახავენ სხვა ადამიანებთან ურთიერთობისას შესაძლოა სიბოროტე გაუმიზნავად და დაუფიქრებლად ჩაიდინოს ის რომ თავადაც ვერ ხვდება ამას.

2თუ თქვენი დაბადების რიცხვი არის 2:

რიცხვი 2 მთვარის სიმბოლოა და მზისგან განსხვავებით, ქალურ თვისებებს ატარებს.

2  ქალური, ნაზი, რომანტიკული, ჭკვიანი და შემოქმედებითი ადამიანები არიან, მათ მდიდარი წარმოსახვის უნარით გააჩნიათ.
ისინი ყველაფერში ეძებენ არა ხორციელ, არამედ სულიერ სიამოვნებას. ეს ადამიანები რბილი და დამთმობი ხასიათით გამოირჩევიან. მათ არ ჰყოფნით ძალა, რომ იბრძოლონ მატერიალური კეთილდღეობისთვის. ასევე ყოველთვის თავს არიდებენ ფიზიკურ სამუშაოს.

მათთვის სექსი ჰარმონიული ურთიერთობის კულმინაციაა და არა ფიზიკური ვნებების გამოხატვა.
დიდი ინტელექტისა და მდიდარი წარმოსახვის წყალობით ისინი ეშმაკობის უნარს კარგავენ და ხშირად ამის გამო იმედ გაცრუებულებიც რჩებიან. თუ თქვენი პარტნიორი 2 რიცხვშია დაბადებული ნუ დალოდებით მის გადაწყვეტილებას ქორწინებაზე არ აქვს მნიშვნელობა ქალია თუ კაცი უბრალოდ წაიყვანეთ სახლში სადაც საწოლი ვარდის ფურცლებით გექნებათ მორთული.
ეს ადამიანები ძალიან მგრძნობიარეები არიან. ამიტომაც გარშემომყოფებმა მაქსიმალურად მოზომილები უნდა იყოთ.
2-ში დაბადებულები შეეწყობიან 7, 9, 16, 18, 25, 27 რიცხვებში დაბადებულებს.

რისკფაქტორი – თირკმელი და საჭმლის გადამამუშავებელი სისტემა.
მათ შეუძლიათ საკუთარი თავი ღრმა დეპრესიამდე მიიყვანონ და გარშემომყოფებიც დატანჯონ ამით.

 

3თუ თქვენი დაბადების რიცხვი არის 3:
3-ის სიმბოლო პლანეტა იუპიტერია. ეს ადამიანები ამბიციურები და აგრესიულები არიან. მათი მიზანი მხოლოდ მაღალი თანამდებობაა, უყვართ ძალაუფლება და სამოვნებას სხვაზე მბრძანებლობა ანიჭებთ. მათგან კარგი ხელმძღვანელები გამოდიან ოღონდ დესპოტობის ხარჯზე ვინაიდან მათ უშრეტი ენერგია აქვთ.

ამ ადამიანებს ცოტა დრო აქვთ ან სულ არ აქვთ დრო სიყვარულისთვის, მაგრამ ისინი პარტნიორის დევნაში (ძებნაში) უფრო მეტ სიამოვნებას ღებულობენ ვიდრე თუნდაც სექსისგან და ამაშიც კი ისინი უნდა იყვნენ ლიდერები/დომინანტები.
ზოგჯერ ასეთ ადამიანებს სადო-მაზოხისტური ურთიერთობები მოსწონთ ან გარკვეული სექსუალური თამაშები სადაც ისინი დომინანტის როლს ასრულებენ.

მათი რიცხვებია – 3, 5, 6, 12, 14, 21, 23; 24.

რისკფაქტორი – სახსრები, კანის დაავადებები.

მათი დიქტატორობა ბევრ მტერს უჩენს. ისინი ვერ იტანენ ენერგიულად სუსტ ადამიანებს.

4თუ თქვენი დაბადების რიცხვი არის 4:
4 პლანეტა ურანის სიმბოლოა და ისინი თავისებური ხასიათით გამოირჩევიან. ყველა კამათის დროს საწინააღმდეგო პოზიცია აქვთ რის გამოც ფარული მტრების რაოდენობა მატულობს.

ხშირათ წარმატების მიღწევაში პესიმიზმი უშლით ხელს.
მათ ძალიან მძლავრი დამკვირვებლური ნიჭი აქვთ და კარგი ათვისების უნარი. ბუნებრივი ნიჭი ყველაფრის ადვილად კეთებაში ვლინდება მაგრამ ფინანსები მართვა მათი ნიჭი ნამდვილად არ არის ვინაიდან ფფული ისევე ადვილად ეფლანგებათ რამდენად ადვილადაც მოსდით.
ისინი ადვილად ვერ შეიყვარებენ, მაგრამ თუ შეიყვარეს მხოლოდ სამუდამოდ და ამ ურთიერთობის ერდგულები რჩებიან.
ისინი პესიმისტები და სევდიანები არიან რაც ძალიან რთული ასატანია გარშემომყოფებისთვის.

მათ საზოგადოებისგან აღიარება თუ ვერ მიიღეს ზღარბის პოზიციაში დგებიან.
ისინი იშვიათად აღწევს წარმატებას პესიმიზმის გამო. იმის გამო, რომ ყველაფერში ბნელ მხარეს ხედავენ და საკმარისად არ სჯერათ საკუთარი ძალების.
თუ 4-იანი ვინმეს მიეჯაჭვა, ეს სამუდამოდ იქნება.

მათი რიცხვებია – 1, 4, 8, 10, 15, 17, 26, 28.

რისკფაქტორი: – თირკმელები, წელისა და თავის ტკივილი.

აუცილებელია დაძლიონ არასრულფასოვნების კომპლექსი, არ უნდა იყვნენ არავის იმედზე და დაეყრდნონ მხოლოდ საკუთარ თავს თუ არ უნდათ რომ ადამიანები მათგან გაიქცნენ.

5თუ თქვენი დაბადების რიცხვი არის 5:

5-ის პლანეტა მერკურია. ამ რიცხვით დაბადებული ადამიანების ცხოვრების კრედო ქონების დაგროვებაა.
ისინი ძალიან საქმიანები არიან გამომდინარე ფულის უდიდესი სიყვარულიდან. ისინი უცებ იღებენ გადაწყვეტილებებს. 5-იანი უმკლავდება ყველანაირ სირთულეს და არასოდეს ეცემა სულიერად. მათი ტვინი და აზროვნება მხოლოდ ფინანსური წარმატებისკენ არის მომართული.

მათი ნათქვამია „თუ ფული გაქვს შენი ვარ“, მაგრამ ისინი ვერასოდეს სწავლობენ ჭკუას საკუთარ შეცდომებზე და ხშირათ მათი დამღუპველი თვისება აზარტია ესეც ფულისგან გამოწვეული სიხარბიდან გამომდინარე რაც მათ კარიერასა და პირად ურთიერთობებზე ცუდად აისახება.

ადვილი შესაძლებელია მათი მეძავად ან ჟიგოლოდ გადაქცევა ვინაიდან ფულის გამო ყველაფერზე წამსვლელები არიან.
მათი ბედნიერი რიცხვებია – 3, 5, 9, 12, 14, 18, 23, 27, 30.

რისკფაქტორი – სახსრების ტკივილი და სულიერი არამდგრადობა.

 

6თუ თქვენი დაბადების რიცხვი არის 6:

6  პლანეტა ვენერას სიმბოლოა რაც მათ სექსუალურ მიზიდულობას განაპირობებს. შესაძლოა გარეგნულად სექსსიმბოლო სულაც არ იყოს, მაგრამ შარმი რომელიც მათ გააჩნიათ ყველას ყურადღებას იქცევენ. რომანტიკული ბუნება მათ მეტად მიმზიდველსა და საურველს ხდის მით უმეტეს ეს ადამიანები გრძნობის ერთგულები არიან.  6 რიცხვში დაბადებული ქალის სახლშ სტუმრობა ყოველთვის სასიამოვნოა ვინაიდან მათ მიერ შექმნილი გარემო თუ აურა ყველაზე ერთიანად დადებითად მოქმედებს.

ისინი როგორც საქმეში/კარიერაში ასევე სასიყვარულო ურთიერთობაში გაწონასწორებულები არიან და გადაჭარბებული ემოციები მათთვის მიუღებელია. განსაკუთრებით უყვართ მუსიკა. შესაძლოა ისინი ერთი შეხედვით ინფანტილურები ჩანან, მაგრამ საქმეში გადაწყვეტილებების მიღების დროს საკმაოდ კატეგორიულები არიან და მათი მოტყუება არც თუ ისე ადვილია. ისინი ფლობენ: ტემპერამენტს, ინდივიდუალურობას, პარქტიკულობასა და რომანტიზმს, გულწრფელობას, მიმზიდველობასა და ერთგულებას – ეს კი მათთან ურთიერთობას მეტად სასურველს ხდის.

მათზეა ნათქვამი „ცხვარი ცხვარიაო“… თუ კი საყვარელმა ადამიანმა უღალარა (მხოლოდ პარტნიორი არ იგულისხმება) მას საფლავამდე ჩაყვება და შურს ბოლომდე იძიებს თუნდაც 10 წლის შემდეგ.

ბედნიერი რიცხვები – 6, 7, 15, 16, 24, 25.

ისინი რამდენადაც მოსიყვარულები, ერთგულები და ვნებიანები არიან წყენის შეთხვევაში შესაძლოა ურჩხულებად გადაიქცნენ ასე რომ მოუფრთხილდით 6-იანს.

 

7თუ თქვენი დაბადების რიცხვი არის 7:

7 რიცხვში დამოუკიდებელი და ძლიერი ხასიათის ადამიანები იბადებიან.
მიუხედავად იმისა, რომ ფულის შოვნა არ არის მათი ცხოვრების კრედო მათთან ფული და სიმდიდრე სულ თავისით მოდის.
ისინი მხოლოდ საკუთარ საქმეს ემსახურებიან, საქმე რომელიც მათ სიამოვნებთ და ხშირად მათი საქმიანობა ფართო მასებზეა გათვლილი.
უყვართ ცვლილებები, განახლება, მოგზაურობა და რაც მთავარია სიამოვნებით ეწევიან ქველმოქმედებას.

განვითარებული ინტუიციის წყალობით ადვილად ხვდებიან სად არ სჯობს და სად გაცლა სჯობს.

7 რიცხვში დაბადებულები ხასიათის ცვალებადობის გამო, სიახლეებისკენ მისწრაფეფების გამო ხშირად შესაძლოა მე-2 ან მე-3 ქორწინებაშიც იმყოფებოდნენ. მათ დიდი სექსუალური მადა აქვთ, მაგრამ ურთიერთობებში ძალიან სათნოები და ნაზები არიან.

თუ თქვენი პარტნიორი 7-იანია მაშინ შეიგნეთ რომ მათი ღალატი სულაც არ ნიშნავს ღალატს, რადგან ოჯახი მათთვის უპირველესია ხოლო სექსი და ვნება მათ ახალი შემოქმედების დაწყება-განვითარებას უწყობს ხელს ხოლო თუ ვერ შეეგუეთ მათ პერიოდულ გახალისებას (ღალატს) მაშინ დრო ჩაალაგოთ ჩემოდნები და გაათავისუფლოთ ის.
თუ 7მა ფრთები გაშალა მაშინ მას ვეღარავინ დააკავებს თუ თავადვე არ მოკეცა ეს ფრთა. ცაში გაჭრილი კი შესაძლოა ძალიან მძიმედ დაენარცხოს მიწას.
ისინი ასევე გიჟდებიან სექსუალურ ექსპერიმენტებზე და თუ კი პარტნიორმა მხარი ვერ აუბა მაშინ ის აუცილებლად მოძებნის სხვას.
სასურველი რიცხვები – 2, 11, 16, 19, 20, 29. 

8თუ თქვენი დაბადების რიცხვი არის 8:

8 – ყველაზე რთული რიცხვია. ის მისი მოხაზულობიდანაც ჩანს რომ გაორებულია და ჩაკეტილი ამიტომ მათი გაგება ბევრს არ შეუძლია და შესაბამისად მარტოსულად გრძნობენ თავს.
მათი მდგრადობა ფინანსებზეა დამოკიდებული, ისინი გრძნობაში არა სიტყვებით არამედ ძვირფასი საჩუქრებით გამოგიტყდებიან, მაგრამ თუ ფინანსები ზურგს არ უმაგრებთ მაშინ ორმაგად დეპრესიულები და არა პროდუქტიულები ხდებიან.

თუ შეძელით და 8-ანის გაგება/თანაგრძნობა მოახერხეთ ის აუცილებლად მოგეჯაჭვებათ ისე რომ შეიძლება ვეღარასოდეს მოიშოროთ.
გარეგნული სიცივის მიუხედავად სინამდვილეში ისინი ძალიან თბილები არიან; უბრალოდ, არ შეუძლიათ გრძნობების გამოხატვა. მიუხედავად იმისა, რომ მათ ძალიან ძლიერი სქესობრივი ძალა აქვთ, ისინი პარტნიორში, პირველ რიგში, სულიერ სიახლოვეს ეძებენ. რადგან მათი გაგება ბევრს უჭირს, 8-იანები რთულად პოულობენ შესაფერის წყვილს.

გონიერები და ჭკვიანები არიან, თუმცა მათი ქმედებებიდან გამომდინარე სხვა იარლიყს აკერებენ და შეგრძნებით „ჩემი არავის ესმის“ ხშირად თვითგანადგურებამდე მიჰყავთ.

გამომდინარე იქიდან, რომ მათ წონასწორობა აკლიათ წყენინების შემდეგ ადვილი შესაძლებელია ისინი დაუნდობელი მტრები გახდნენ.
მას, ვისაც 8-იანთან ექნება საქმე, ყოველთვის უნდა ახსოვდეს ეს: თუ დღეს ის მოსიყვარულე და კეთილია, სხვა დროს ის იგივე სიძლიერით გამოხატავს სიძულვილსა და სისასტიკეს.

რიცხვები რომელთანაც შესაძლოა ჰარმონიაში მოვიდნენ – 17 და 26.

რისკფაქტორი – კუჭ-ნაწლავი, თავის ტკივილი.

8 რიცხვში დაბადებული ადამიანები – არაჩვეულებრივი პიროვნებები არიან; უბრალოდ, საჭიროა მათი სწორად გაგება. თუ ისინი ისწავლიან იმის, რომ მთელ ქვეყანას არ ებრძოლონ, მოთმინების უნარსაც გამოიმუშავებენ მხოლოდ ამ შემთხვევაში წავლენ ისინი წინ.

9თუ თქვენი დაბადების რიცხვი არის 9:

9-ის პლანეტა მარსია შესაბამისად ისინი მებრძოლები არიან. გამოირჩევიან მტკიცე ხასიათით  და არასოდეს ეცემიან სულიერად. მათ დომინირებული ხასიათი აქვთ და ხელმძღვანელობის საოცარი ინსტინქტი შესაბამისად ხშიად აღწევენ დასახულ მიზანს. უყვართ, როცა თავად მართავენ სხვებს.
სურვილის გამოხატვა და აქტიურობა პარტნიორთან მათთვის შეურაცხმყოფელია ამას თავადვე მინუსად აღიქვამენ, მაგრამ სხვანაირად არ სძალუძთ.

9-იანები ყველა საქმეში ლიდერები არიან, გარდა სექსისა; ზოგჯერ ისინი ცივები ჩანან და თითქოს სურვილიც არ აქვთ, მაგრამ სინამდვილეში ეს ასე არ არის. მათ მარტივად არ უყვარდებათ და მეგობრებსაც ძნელად იძენენ, მაგრამ თუ ეს მოხდა – მაშინ სამუდამოდ.

მათი პირველი ქორწინება ხშირად წარუმატებელია, რადგან მათ ფიზიკური ლტოლვა სიყვარულში ერევათ და სურვილის დაკმაყოფილების შემდეგ არანაირ გრძნობას აღარ განიცდიან პარტნიორის მიმართ, მაგრამ ისინი იშვიათად ცდებიან ორჯერ და ეს არ ეხება მხოლოდ ქორწინებას… მათ შეუძლიათ ისწავლონ არა მარტო საკუთარ შეცდომებზე, არამედ სხვებისაზეც.
ისინი მიაღწევენ თუ არა წარმატებას, მაშინვე ქედმაღლები ხდებიან და თავი გვირგვინოსნები ჰგონიათ.

ბედნიერი რიცხვები – 2, 3, 6, 9, 11, 12, 15, 18, 21, 24, 27, 29, 30.

რისკფაქტორი – წითურა, ყბაყურა და მთავარია – ენას კბილი დააჭირონ.

თუ მათთან ურთიერთობის სურვილი გაგიჩნდათ დაფიქრდით ხართ თუ არა ძლიერი და რეალიზებული ადამიანი ვინაიდან სხვა შემთხვევაში გაგიჭირდებათ მისი მოხიბვლა. სუსტი და უსუსური მათთვის მიუღებელია

 

10თუ თქვენი დაბადების რიცხვი არის 10:

ნული – არის რიცხვი, რომელიც ერთს ანეიტრალებს. ამიტომაც 10 – ეს დასუსტებული ერთია. ეს ადამიანები ლიდერები არიან, მაგრამ არა დომინანტები. ჯიუტია და არ გაჩერდება, მანამ მიზანს არ მიაღწევს. ისინი მამაცები არიან და მდიდარი წარმოსახვის უნარი აქვთ. ხშირად მიაღწიონ, რისკავენ და დიდ ფსონს დებენ, არ ეშინიათ დანაკარგის, რადგან წარმატება მათთვის ხშირ შემთხვევაში გარანტირებულია.

სექსის საკითხში 10-იანი ძალიან ძლიერია და ამ საქმეშიც მისსავით ძლიერი პარტნიორები ესაჭიროება, რადგან მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ფიზიკური სიამოვნება.
ისინი გულწრფელები არიან და სხვებისგანაც იგივეს ითხოვენ. ამ რიცხვში დაბადებული ადამიანები კარგი მეგობრები, ერთგული საყვარლები და მეუღლეები, მაგრამ არ უყვარს, როცა აკონტროლებენ.

მათი დევიზია „მე არ ვერევის სხვის საქმეში და ნურც სხვა ჩაერევა“. 

მათი რიცხვები – 10, 18, 19, 28.

საქმეში ჩართულები ისე დაეცემიან დაღლილობისგან რომ თავადაც ვერ შეამჩნევს, ასეთ დროს ისისნი შიმშილასც ვერ გრძნობენ ისე არიან ჩართულები საქმეში და შესაბამისად სხვებისგანაც იგივეს მოითხოვენ რაც ზოგჯერ შეუძლებელია.

 

11თუ თქვენი დაბადების რიცხვი არის 11:

ეს ერთ-ერთი ყველაზე რთული რიცხვია. ეს რიცხვი ერთიანის გაორმაგებულ თვისებებს ფლობს, მაგრამ ორი ერთიანის ჯამი – 2 – აბსოლუტურად საწინააღმდეგოა მისგან. ამიტომაც 11-ში დაბადებული ადამიანების გაგება ძალიან რთულია.
ისინი ძალიან ამბიციურები არიან და მხოლოდ პირველობისკენ ილტვიან. არაჩვეულებრივად გეგმავენ და ასრულებენ მიზნებს, ოღონდ იმ შემთხვევაში, თუ მაშინვე იმოქმედებენ; მაგრამ საკმარისია, შეყოყმანდნენ, მაშინვე ყრიან ფარ-ხმალს. ორი ერთიანისგან შემდგარ რიცხვში დაბადებულები ხშირად მოულოდნელები არიან. ხან შეუძლიათ ილაპარაკონ გაუთავებლად, ხან კი პირიქით. როდის და რას გააკეთებენ, წინასწარ არავინ იცის.  ეს ადამიანები დამარცხებას ვერ ეგუებიან, მაგრამ არც იმის ძალა ჰყოფნით, რომ იბრძოლონ. პატარა წარუმატებლობა მათთვის კატასტროფის ტოლფასი ხდება.

ისინი იღვწიან დამოუკიდებლობისთვის, მაგრამ არ შესწევთ ძალა, ასე იცხოვრონ. ერთი სიტყვით, ამ ადამიანებში მიდის გამუდმებული ჭიდილი 1-იანის რბილ ხასიათსა და 2-იანის დამოუკიდებელ თვისებებს შორის, რის გამოც ისინი აფორიაქებულები არიან და მუდამ დისკომფორტში ცხოვრობენ.
ყოველთვის სჭირდებათ თანადგომა, რომელზეც ამბიციურობის გამო ხშირად უარს ამბობენ. სურთ, რომ ხელმძღვანელები იყვნენ, მაგრამ ამისათვის ისინი ძალიან მორიდებულები არიან.

ყველას, ვისაც 11-თან აქვს ურთიერთობა, უნდა ჰქონდეს მოთმინებისა და ტაქტის უსაზღვრო უნარი, შეეძლოს გვერდში დგომა, ოღონდ შეუმჩნევლად, რომ 11-ის თავმოყვარეობა არ შელახოს. სულ უნდა აქო და არ მისცე საშუალება, ჩავარდეს დეპრესიაში და სასოწარკვეთილებაში.

ბედნიერი რიცხვები – 1, 2, 8, 10, 11, 17, 26, 28, 29.

რისკფაქტორი – არტერიული წნევა და ნერვული აშლილობა.

მეტად უნდა ირწმუნონ საკუთარი თავის და გაძლიერდნენ, არ იყვნენ უსაქმურად და მზად იყვნენ, ცხოვრებაში განახორციელონ საკუთარი იდეები. არ თქვან უარი ახლობლებისა და მეგობრების გვერდში დგომაზე, რადგან მათი დახმარებით ისინი ბევრს მიაღწევენ.

 

12თუ თქვენი დაბადების რიცხვი არის 12:

12 – მამაცი და ამბიციური. ისინი ნიჭიერები და უდიდესი ენერგიის პატრონები არიან. ეს არის რიცხვი, რომელში დაბადებულებიც კარგი ქვეშევრდომები არიან. სანამ მოქმედებაზე გადავლენ, აუცილებლად ჰკითხავენ სხვას აზრს. ის მოკლებულია პედანტიზმსა და ფანატიზმს. საკუთარ გრძნობებში ის გულწრფელია და მისი ქორწინება წარმატებული.
სექსუალურად ძლიერია და ამ საქმეში აკრძალვებს არ სცნობს. ასეთივე კომპლექსებისა და ტაბუსგან თავისუფალი პარტნიორი უნდა ჰყავდეს 12-ს. უყვართ ექსპერიმენტები. მაგრამ სულიერი სიახლოვეც მისთვის ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც ფიზიკური.

ბედნიერი რიცხვები – 1, 2, 3, 6, 10, 11, 12, 20, 21, 28, 30.

რისკფაქტორი – არტერიული წნევა, კუჭ-ნაწლავის მოშლილობა, კანის დაავადებები.

მას ხშირად უჭირს პატიება და წყენას რთულად ივიწყებს. ძალიან ბრაზდება და ფეთქდება, თუ მას დაუკითხავ რჩევას მისცემენ.
13თუ თქვენი დაბადების რიცხვი არის 13:

13 – ბევრი თარსად მიიჩნევს, მაგრამ ეს უბრალოდ ცრურწმენაა. რიცხვები 1-იანი და 3-იანი ძლიერი რიცხვებია და კარიერაში წარმატების მანიშნებელი.
ისინი პრაქტიკულები არიან, კარგად გეგმავენ მომავალს და ცხოვრებაში ამ გეგმებს ენერგიულად და სისტემატურად ახორციელებენ. 13-ს აბსოლუტურად ჩამოყალიბებული შეხედულება აქვს ცხოვრებაზე. ისინი ამბიციურები  და მყარი ხასიათისანი არიან.
ამ ორი რიცხვის ჯამი – 4. ის ურთიერთსაპირისპიროა 1-ის და 3-ის მიმართ. აქ გამუდმებული პესიმიზმი და სევდა დომინირებს. ხშირად ეს ადამიანები წარუმატებლობისთვის არიან განწირულნი, თუ თავს ხელში არ აიყვანენ და თავდაჯერებულება არ მოემატებათ. ისინი იშვიათად არიან კმაყოფილები იმით, რაც გააჩნიათ და მეტი და მეტი სურთ ცხოვრებისგან.

მას სჭირდება გვერდით ადამიანი, ვინც მოიწონებს მის საქციელს და ბიძგს მისცემს გეგმების განხორციელებაში. რიცხვი 4 დიდ როლს ასრულებს 13-ის ემოციურ ცხოვრებაში. ის ძალიან სექსუალურია, მაგრამ გრძნობებს მოკლებული. საყვარელი ადამიანის მიმართაც ცხოველური ჟინი ამოძრავებს და სექსში უკონტროლო ხდება.
პირველ რიგში, 13-ს თანადგომა სჭირდება იმისათვის, რომ თავდაჯერებულობა მოემატოს. ის პესიმისტია. ამიტომაც მის პარტნიორს უნდა შეეძლოს მისთვის პოზიტიური განწყობის შექმნა. 13-ის მეგობრის მთავარი ამოცანაა, გააღვიძოს და წარმოაჩინოს მისი უსაზღვრო გონებრივი შესაძლებლობები და შინაგანი ბუნება.

ბედნიერი რიცხვები – 1, 3, 10, 12, 21, 28, 30. 

ბუნებით ლიდერს არაფერი უშლის ხელს, რომ წარმატებას მიაღწიოს. ერთადერთი დაბრკოლება მისი ყველაფრისადმი ნეგატიური დამოკიდებულებაა. ამიტომაც აუცილებელია, რომ პოზიტიურად განეწყოს და გამოიჩინოს მეტი ნებისყოფა.

 

14თუ თქვენი დაბადების რიცხვი არის 14:

14 – ეს სამი ადამიანია ერთში. სამივე რიცხვი აერთიანებს ამბიციას და ფულისადმი სიყვარულს. ამიტომაც 14-ში დაბადებული ადამიანები მატერიალურად წარმატებულები არიან, რადგან აქვთ ხელმძღვანელობის ნიჭი. ყველაფერი ფულის შოვნისკენ არის მიმართული.

მათი მეუღლე და მეგობრები მდიდრები უნდა იყვნენ. თუ არა და დარჩებიან მშივრები რადგან მისგან მოწყალებას ვერ მიიღებენ. ზედაპირულად მას ბევრი მეგობარი ჰყავს, ის მტრად არავის იქცევს, რადგან არ იცის, რა დროს და რაში დასჭირდება ესა თუ ის ადამიანი. სექსუალურად ეს ძლიერი ნიშანია, თუმცა აქაც მატერიალურ გამორჩენას ეძებენ.

ბედნიერი რიცხვები – 5, 10, 11, 14, 23, 28.

რისფაქტორი – სახსრები.

ის იყენებს ადამიანებს, შემდეგ კი, როცა აღარ სჭირდება, აგდებს მათ.

 

15თუ თქვენი დაბადების რიცხვი არის 15:

15 1-იანისა და 5-ის შერწყმაა რაც ჯამში 6-ს უდრის ძალიან რომანტიკული რიცხვია, რომელსაც ვენერა მფარველობს და სიყვარულსა და ორი სქესის ურთიერთობას განაგებს.
ის მაგნიტივით იზიდავს საწინააღმდეგო სქესს. 15 – ძალიან ჯიუტი რიცხვია და არასოდეს მიატოვებს საქმეს შუა გზაზე.

ამ რიცხვის მთავარი თვისება რომანტიკულობაა, 15 პარტნიორად რომანტიკულ პიროვნებას ირჩევს. თუ მის პარტნიორს ფულიც აქვს, ეს მთლად უკეთესია. მისი გაბრაზებაც ძალიან მარტივია. თუმცა ისევე მალე ცხრება, როგორც ინთება.

რიცხვები – 6, 8, 15, 14, 24, 23. 

რისკფაქტორი – ყელ-ყურ-ცხვირი.

15 ადვილად ექცევა სხვისი გავლენის ქვეშ და შესაძლებელია, მოხვდეს ცუდ კომპანიაში ან რაიმე დანაშაულებრივი ჯგუფის მსხვერპლი გახდეს. მიდრეკილია აზარტული თამაშებისადმი.

თქვენ სულ ადვილად შეგიძლიათ, დიდ წარმატებას მიაღწიოთ ცხოვრებაში.

 

16თუ თქვენი დაბადების რიცხვი არის 16:

16 რიცხვში დაბადებულები კარგი მხატვრები და მწერლები გამოდიან, თუ, რა თქმა უნდა, შეძლებენ დიდხანს ერთი საქმის კეთებას.
1-იანისა და 6-ის ჯამი 7 ცვალებადია, უყვარს მოგზაურობა და ხეტიალი. ამ რიცხვში დაბადებულ ქალებს მოსვენება არ აქვთ თაყვანისმცემლებისგან. ისინი ერთგულები არიან, მაგრამ დროებით რაღაც სხვაზე გადართვა აუცილებლად სჭირდებათ.

ისისნი სექს პარტნიორს ბედნიერ ადამიანად ხდიან ხოლო თავად ბედნიერები იქნებიან იმ ადამიანებთან, ვინც დააფასებს მათ დამოუკიდებლობას და არ შეზღუდავს მათ თავისუფლებას.
მათი რიცხვებია – 1, 6, 7, 10, 15, 16, 19, 24, 25. 

რისკფაქტორი – ფილტვები, საჭმლის მომნელებელი სისტემა.

ამ ადამიანებს მართებთ საკუთარ თავში ნებისყოფის სიმტკიცის გამომუშავება, თორემ დაიკარგებიან.

 

17თუ თქვენი დაბადების რიცხვი არის 17:

17 დაბადებული ადამიანები პრაქტიკულები, ჭკვიანები არიან და პრობლემის მიმართ ლოგიკური მიდგომით გამოირჩევიან.
შეუძლიათ არაერთხელ დაქორწინდნენ და მათი ყოველი შემდეგი ქორწინება უკეთესია, ვიდრე წინა. სექსუალურად ეს ძალიან ძლიერი რიცხვია. 17-ში დაბადებულებს უყვართ ექსპერიმენტები და არ აქვთ აკრძალვები, ძლიერები არიან და ცოტათი უხეშებიც.

მას არ შეუძლია იყოს სტაბილური როგორც საქმეში, ასევე ურთიერთობებში, თუ ეს მოგზაურობას ან რაიმე ცვლილებას არ ეხება. ამიტომაც მათი კარიერა იშვიათად არის წარმატებული. კარგი იქნება, თუ გამოუჩნდებათ საქმე, რომელიც დროსა და სივრცეში არ შეზღუდავს მათ.
17-ის ურთიერთობებში გადამწყვეტ როლს 7 თამაშობს. ამიტომაც ისინი ბედნიერები იქნებიან მასთან, ვინც მისცემს საშუალებას, რომ იყვნენ ისეთები, როგორებიც სინამდვილეში არიან და არ ჩაერევიან მათ ხელმძღვანელ ფუნქციებში. არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება მათი თავისუფლების შეზღუდვა.

ბედნიერი რიცხვები – 1, 7, 8, 10, 28, 26, 17, 25. 

რისკფაქტორი – თირკმელი და საჭმლის მომნელებელი სისტემა.

ეს ადამიანები საინტერესონი, ჭკვიანები და ენერგიულები არიან. თუმცა უკეთესი იქნება, თუ გამოიმუშავებენ დამთმობ ხასიათს და საკუთარ თავში დათრგუნავენ გამუდმებული ცვლილებების მანიაკალურ სურვილს.

 

18თუ თქვენი დაბადების რიცხვი არის 18:

18 – არტისტულ, ტალანტურ და მგრძნობიარე. 1-ისა და 8-ის ჯამია – 9. სამივე რიცხვი – 1, 8, 9 კარგად გაწონასწორებულია, მაგრამ 18-ში 8-ისა და 9-ის გავლენა მეტია, ვიდრე 1-ის. ამიტომაც 18-ში დაბადებულები ხშირად გამოჩენილი ადამიანები ხდებიან. რიცხვი 18-ის ემოციურ ხასიათსა და სექსუალურობას, ძირითადად, 9 განსაზღვრავს. ეს ადამიანები ძალიან სექსუალურები არიან, მაგრამ არ შეუძლიათ თავიანთი სურვილის გამოხატვა, რის გამოც ხშირად კარგავენ პარტნიორს.

მეგობრობაში ეს რიცხვი ერთგულია, თუმცა მასთან მეგობრობა ადვილი არ არის. 18-ის პარტნიორი თუ მეგობარი დამთმობი, რბილი ხასიათით უნდა გამოირჩეოდეს და მასთან ერთად ბევრს მიაღწევთ.

სასურველი რიცხვები – 1, 8, 9, 10, 17, 18, 26, 27, 28.

რისკფაქტორი – ციებ-ცხელება

18 რიცხვში დაბადებული ადამიანები უფრო რბილები უნდა იყვნენ გარშემომყოფების მიმართ. სხვაგვარად დაკარგავენ მეგობრებს და საყვარელ ადამიანებს. მათ გააჩნიათ ხელმძღვანელობის შესანიშნავი უნარი, ჭკუა, შრომისმოყვარეობა, მაგრამ როცა ისინი სხვებს უცერემონიოდ ექცევიან, უარყოფით ემოციებს იწვევენ გარშემომყოფებში.
ყველას არ შეუძლია 18-ის გაგება, ეს მხოლოდ ძალიან ახლობლების პრეროგატივაა. არ უნდა იყვნენ მოუთმენელნი მათ მიმართ, ვინც რაღაცაში არ ეთანხმება. თუ 18 დაძლევს ამ უარყოფით თვისებებს, შესაძლოა, მისგან დადგეს გამოჩენილი პიროვნება და მიაღწიოს ცხოვრებისეულ მწვერვალებს.

 

19თუ თქვენი დაბადების რიცხვი არის 19:

ისინი – დიქტატორები არიან. ჯამში 1-იანი და 9-იანი ათია.  19-ში ერთიანი ორჯერ ფიგურირებს, თავად რიცხვში და ჯამში. ამიტომაც 19-ში დაბადებულები არასოდეს არავის დაემორჩილებიან.
სამყარო მათ ირგვლივ ბრუნავს. არასოდეს არიან კმაყოფილნი იმით, რაც აქვთ და მეტისთვის დაუნდობლად იბრძვიან. ყველაფერს გაანადგურებენ, რაც ამბიციის გზაზე გადაეღობებათ.
იგივეს თქმა შეიძლება 19-ის ემოციურ და სექსუალურ ცხოვრებაზე, გარშემომყოფები მათთვის – მხოლოდ ინსტრუმენტები არიან, რომლებიც მათ მიზანს ემსახურებიან.

საშინლად ეგოისტები არიან და შეუძლიათ პარტნიორი უემოციოდ მოიშორონ, როცა მიხვდებიან, რომ ის აღარაფერში სჭირდებათ. ვინც უნდა შეხვდეთ ცხოვრების გზაზე და როგორი გრძნობითაც არ უნდა განიმსჭვალონ მის მიმართ, საბოლოოდ 19 მაინც მარტო რჩება. სექსუალურად მათი დაკმაყოფილება თითქმის შეუძლებელია, რადგან მათ გამუდმებით რაღაც არ ჰყოფნით.
ყველა შემთხვევაში – ეს ძალიან საშიში რიცხვია. 19-ში დაბადებულებს მოჭარბებული სექსუალური მოთხოვნები აქვთ და შესაძლოა ადამიანები მათი სექსუალური თავდასხმის, ძალადობის და გაუპატიურების მსხვერპლნიც გახდნენ. 19-ის მეუღლე ან მისი ტოლი და სწორი უნდა იყოს ან მისი მონა.

19-ს რომ შეეძლოს იმით დაკმაყოფილება, რასაც ის აუცილებლად მიაღწევს, მას სახალხო აღიარება ელის არა მარტო ამ დროში, არამედ ისტორიაშიც. თუკი ვინმე ამ რიცხვში დაბადებული ისტორიაში მოხვედრილა, მხოლოდ დიქტატორი.

ბედნიერი რიცხვები – 1, 5, 9, 10, 14, 18, 23, 27, 28.

რისკფაქტორი – ვენერიული ინფექციები

 

20თუ თქვენი დაბადების რიცხვი არის 20:

20-ში დაბადებულები ძალიან გონიერები, შემოქმედებითი ადამიანები არიან და აქვთ ცოცხალი და ძალიან მდიდარი წარმოსახვის უნარი.
20-ში დაბადებულები სულიერებისკენ უფრო ისწრაფვიან, ვიდრე მიწიერისკენ. ფიზიკურად სიძლიერით არ გამოირჩევიან. მეოცნებენი არიან და მუდამ ღრუბლებში დაფრინავენ.
20-ში დაბადებულებს არაჩვეულებრივ პოეტებად, მხატვრებად ან ხელოვნების სხვა დარგის მიმდევრებად ხდის.
სექსუალურად სიძლიერით არ გამოირჩევიან 20-ისთვის მთავარია, პარტნიორთან საკმარისი სულიერი სიახლოვე ჰქონდეს, ფიზიკური სიახლოვე მისთვის მეორეხარისხოვანია. ქორწინებაში ისინი ისეთ ადამიანს ეძებენ, რომელიც იგივე სულიერ თვისებებს ფლობს და თუ მისი მეუღლე ფიზიკურად უფრო ძლიერი აღმოჩნდება, ვიდრე სულიერად, ქორწინება წარუმატებელი იქნება.

20 იშვიათად აღწევს წარმატებას კარიერაში და ამიტომაც საკუთარი თავის რწმენას მოკლებულია. მას სჭირდება პარტნიორი, რომელიც შემატებას რწმენას და გააძლიერებს მას.

20-ში დაბადებულებს მართებთ საკუთარ თავში ლოგიკის განვითარება, რათა საღად აზროვნება შეძლონ და არ დაინახონ ცხოვრების მხოლოდ ბნელი მხარეები. უნდა დაკავდნენ ხელოვნებით, რომ არ დარჩეთ დრო ზედმეტი ფიქრისა და დარდისთვის.

ბედნიერი რიცხვები – 2, 7, 9, 16, 18, 20, 25, 27. 

რისკფაქტორი – ღვიძლი, საჭმლის მომნელებელი სისტემა.

 

21თუ თქვენი დაბადების რიცხვი არის 21:

21-ს მთვარე და მზე მფარველობს. მთვარე – ქალია, მზე კი – მამაკაცი. მთვარე – რომანტიკა, ემოცია და მგრძნობელობაა, მზე კი – ამბიციები და წარმატება. ამ ციფრების ჯამი – 3-ია, რაც თავისთავად კიდევ მეტ დიქტატორულ ხასიათს გულისხმობს, ვიდრე – 1. ამიტომაც ერთი მხრივ, 21 – მეოცნებეა, მდიდარი წარმოსახვის უნარით, სიფაქიზითა და არტისტიზმით გამორჩეული, მეორე მხრივ – ლიდერი, ამბიციური და ძლიერია. 2-ისა და 20-ისგან განსხვავებით, შეუძლიათ საკუთარი იდეების ცხოვრებაში განხორციელება.

21-ის ემოციური ცხოვრება დატვირთულია, რადგან ის ფლობს 2-ისა და 1-ის ენერგიას. მისთვის აუცილებელია როგორც სულიერი, ასევე ფიზიკური სიახლოვე. სექსუალურ ასპექტში 21 საშუალო სიძლიერით გამოირჩევა. ის უფრო რომანტიზმისკენ იხრება, რაც მას კარგ საყვარლად აქცევს.

21 თითქმის ყველანაირ ადამიანს ეგუება. ცდილობენ, არ აწყენინონ არავის, თუმცა ხანდახან მათი პესიმიზმი იმდენად გამაღიზიანებელია, რომ მეგობრებსა და ახლობელ ადამიანებსაც კი. 21-ის პარტნიორმა უნდა იგრძნოს მისი ხასიათი ბევრ სექსს ნუ მოითხოვთ.

დიქტატორი 21 ითხოვს, რომ ყველაფერი ისე იყოს, როგორც მას სურს. ყველაფერს თვითნებურად აკეთებს და უკუაგდებს ნებისმიერ რჩევას.
ეს ადამიანები, ძირითადად, წარმატებულები არიან, რადგან ბედნიერ რიცხვში არიან დაბადებულები. კარგი იქნება, თუ მოერიდებიან ნეგატიურ აზროვნებას და საკუთარ აზრს სხვას არ მოახვევენ თავს.

ბედნიერი რიცხვები – 1, 2, 3, 10, 11, 12, 20, 21, 28, 29, 30. 

რისკფაქტორი – კუჭ-ნაწლავი.

 

22თუ თქვენი დაბადების რიცხვი არის 22:

22 ძალიან პესიმისტური რიცხვია, რომელიც წარმოადგენს 2 ორიანის რაც ჯამში 4-ია.
ეს რიცხვი – ქალურობის განსახიერებაა, ნაზია და სათუთი. თითქმის ვერ იღებს დამოუკიდებლად გადაწყვეტილებებს. მისი ერთადერთი ხსნა ჭკუა და მაღალი სულიერი თვისებებია. ამ ადამიანებისგან წარმატება შორსაა, ამიტომაც ხშირად სასოწარკვეთილები რჩებიან. მფლანგველები არიან. ფული მათთან ისევე იოლად მიდის, როგორც გადის. ამიტომაც გამუდმებით მატერიალური პრობლემები აქვთ.

არ შეუძლიათ ადვილად შეყვარება, მაგრამ თუ შეიყვარა, ბოლომდე ერთგული რჩება ამ გრძნობის, მაგრამ საოცრად ეჭვიანები არიან. 22-თან ცხოვრება ძალიან ძნელია, რადგან მას სჭირდება გამუდმებით გამხნევება და ბიძგის მიცემა.
22-ში დაბადებული ადამიანის ცოლი გამუდმებით ქმრის გვერდში უნდა იმყოფებოდეს, რადგან მარტო 22 უძლურია. ამ ადამიანის ცხოვრების მეგზურმა ყველა პირადი პრობლემა გვერდზე უნდა გადადოს და მეუღლეს მიხედოს, რადგან 22-ის პრობლემები ყოველთვის უფრო რთულია.

მერყევი ხასიათი და პესიმიზმი – ამ ადამიანების მთავარი თვისებებია. ჭკუა, ერთგულება, ეფექტურობა, მაღალი ინტელექტი – ამ დადებითი თვისებების მიუხედავად, ისინი იშვიათად აღწევენ წარმატებას ცხოვრებაში ისევ და ისევ უკიდურესი პესიმიზმის გამო.

ძალიან ხშირად ის ზუსტად იმ ადამიანს აფრთხობს, ვინც ყველაზე მეტად სჭირდება ცხოვრებაში. 22-ში დაბადებულებმა უნდა ისწავლონ დამოუკიდებლად ცხოვრება ისინი არიან ჭკვიანები, მეთოდურები და ძალიან ეფექტურები.

ბედნიერი რიცხვები – 2, 11, 20.

რისკფაქტორი – შაკიკი

 

23თუ თქვენი დაბადების რიცხვი არის 23:

23-ში დაბადებული ადამიანები ურთიერთსაწინააღმდეგო პიროვნებები არიან. 2-ისა და 3-ის ჯამი 5 კი მათ მერკანტილურობაზე მეტყველებს.
მათ სურთ, რომ ყველაფერი მათ ნებაზე კეთდებოდეს, მაგრამ არ ჰყოფნით ნებისყოფა, რომ თავისი გაიტანონ. ამიტომაც ისინი ძალით მოქმედებენ. შეუძლიათ გაუმკლავდნენ მხოლოდ მათ, ვინც უფრო სუსტია, მაგრამ თანდაყოლილი ეშმაკობა აძლევთ საშუალებას, რომ არ დახარჯონ ენერგია მათზე, ვისთანაც ეს არ გაუვათ.

ისინი ემოციურები არიან და მათი გრძნობა ყოველთვის ღრმაა. მეგობრებთან მიმართებაში ისინი მესაკუთრეები არიან, მაგრამ ამავე დროს, არ უყვართ, როცა თავად ექცევიან ასე. მათ წარმატებული ქორწინება აქვთ, თუ პარტნიონს ისეთივე ტემპერამენტი და მორჩილების სურვილი ექნება. ქორწინებაში სურთ, რომ ლიბერალები ჩანდნენ, სინამდვილეში კი – მესაკუთრეები არიან. ისინი უპირატესობას ანიჭებენ ჭკვიან პარტნიორს. სექსუალურად ძლიერები არიან, მაგრამ სექსზე გაგიჟებულები – არა. თუ აქვთ – კარგია, თუ არა და არ განიცდიან.

ყველაფერში მართალი ჰგონიათ თავი. მათთან ცხოვრება ადვილი არ არის, მაგრამ დიდი მოთმინებისა და დარწმუნების უნარის შემთხვევაში, შეძლებთ მათ თქვენს აზრზე გადმოყვანას.
იმისათვის, რომ ძლიერები იყვნენ, აუცილებელი არ არის, იუფროსონ. უნდა შეეცადონ, ნაკლებად მერკანტილურები იყვნენ და ჩახედონ ადამიანს არა ჯიბეში, არამედ თვალებში. არ შეიძლება, ადამიანის მიმართ მხოლოდ იმიტომ იყო კეთილგანწყობილი, რომ მან ცხოვრებაში წარმატებას მიაღწია.

ბედნიერი რიცხვები – 2, 5, 11, 14, 20, 23, 29.

რისკფაქტორი – ტკივილი სახსრების არეში.

 

24თუ თქვენი დაბადების რიცხვი არის 24:

24-ში დაბადებულები რბილი ხასიათით გამოირჩევიან, არ შეუძლიათ უხეშობა, თუნდაც ამისგან თავად იტანჯებოდნენ. გონიერები არიან, მაგრამ იშვიათად აღწევენ წარმატებას ცხოვრებაში, რადგან საკუთარი თავის რწმენა აკლიათ და არ შეუძლიათ გარისკვა.
ეს ადამიანები ცხოვრების სევდიან მხარეებსაც ხედავენ და შანსის ხელიდან გაშვებისას ბედისწერას ადანაშაულებენ და არა საკუთარ თავში ინიციატივის არქონას.

მეგობრობაში ისინი ერთგულები და თავდადებულები არიან. მარტივად არ იჩენენ მეგობრებს, მაგრამ თუ დამეგობრდნენ ვინმესთან, მაშინ სამუდამოდ. მათ მთლიანად შეიძლება დაეყრდნოთ, რადგან ერთგულები არიან და არასოდეს არავის აწყენინებენ.

სექსი მათ უფრო მეტად ტვინში აქვთ. ამასთან, ისინი მორცხვები არიან, რაც ხელს უშლით სექსში წარმატების მიღწევას. ისინი გამუდმებით ოცნებობენ, მაგრამ მათ განხორციელებას ცხოვრებაში ვერ ბედავენ.
ამ ადამიანებს გვერდით სჭირდებათ ის, ვისაც დაეყრდნობიან. 24-ის პარტნიორმა ყველა პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე უნდა აიღოს და მას მხოლოდ ოცნების სამყარო და შემოქმედება დაუტოვოს.

საჭიროა ნებისყოფის მოკრეფა, რათა ხელიდან არ გაუშვან შანსი. არ უნდა გააიდეალონ ყველაფერი და მყარად დადგნენ მიწაზე. კარგი იქნება, თუ ხელოვნებას გაჰყვებიან. დამოუკიდებლად უნდა შექმნან კარიერა, თუმცა გამოცდილი პარტნიორის გარეშე მაინც არ იმოქმედონ.

ბედნიერი რიცხვები – 2, 11, 20, 29, 6, 15, 24.

ავადმყოფობები – ყელ-ყურ-ცხვირი.

 

25თუ თქვენი დაბადების რიცხვი არის 25:

25 – უცნაური რიცხვია, 2-იანის სირბილე 5-იანის სიხარბესა და 7-იანის ცვლილების სიყვარულს ერთვის. თუმცა 2 წინ დგას, მაგრამ ის მაინც დამჯერი რიცხვია და 25-ში უფრო დომინირებს 5-იანი, რომელიც ყველანაირი ხერხით ცდილობს ფულის მოხვეჭას.

25-ს შვიდიანის გავლენით ცვლილებების გარეშე ცხოვრებაც ვერ წარმოუდგენია. ის რბილი ხასიათისაა და ძალიან რომანტიკული, ჭკვიანი და პარტნიორთან ურთიერთობისას სულიერ სიახლოვეს ეძებს. რიცხვი 5 “საჭირო” ადამიანებისკენ იზიდავს მათ, ანუ მათკენ, ვინც წარმატებულია ცხოვრებაში. უყვართ ცვლილებები და თუ გრძნობა არც ისე ღრმაა, ისინი დიდხანს ვერ ჩერდებიან ერთ პარტნიორთან.
ისინი იმ ადამიანს ეჯაჭვებიან, ვინც კარგად უზრუნველყოფილია, მაგრამ ასევე, ძალიან რომანტიკულებიც არიან.  უფულო ადამიანები მათ არ იზიდავთ.

მისთვის აუცილებელია დეკორაციებისა და გარემოს მუდმივად შეცვლა. ბუნებით ერთგულია და არაგულწრფელობაში მას ვერ დაადანაშაულებთ. მისთვის ცვლილებები – უბრალოდ, აუცილებლობაა და ამას 25-ის პარტნიორი უნდა შეეგუოს.
25-მა უნდა მოთოკოს ფულისა და მატერიალური გამორჩენის სურვილი.

ბედნიერი რიცხვები – 2, 7, 11, 16, 20, 25. 29.

ავადმყოფობები – კანი, საჭმლის მომნელებელი სისტემა.

 

26თუ თქვენი დაბადების რიცხვი არის 26:

26-ს უყვარს გართობა და სტუმრებით სავსე სახლი. 26-ში დაბადებული ქალი სტუმართმოყვარე დიასახლისია.
ეს ადამიანები ძალიან მგრძნობიარეები არიან. განსაკუთრებული გრძნობით არიან გამსჭვალულნი არა მარტო საყვარელი ადამიანის, არამედ მეგობრების მიმართაც.

26-ში დაბადებულებს შეუძლიათ მსხვერპლი გაიღონ მათთვის, ვინც უყვართ. ძალიან დამოუკიდებლები არიან და ვერ იტანენ, როცა ვინმე თავისუფლებას უზღუდავთ. 26-ის რბილი ხასიათით ბევრი სარგებლობს. მათ იციან ეს, მაგრამ ითმენენ იქამდე, მანამ მოთმინების ფიალა არ აევსებათ. მათ ურჩევნიათ გაიღონ, ვიდრე აიღონ.

თუ კრიტიკას თამამად მიიღებენ, მაშინ გავლენას იქონიებენ მოვლენებზე. უნდა გაითვალისწინონ, შეუძლებელია, ყველასთვის კარგი აკეთო.

მათი პოზიტიური რიცხვებია – 2, 6, 8, 15, 17, 24, 26.

რისკფაქტორი – საჭმლის მომნელებელი სისტემა, თირკმელი.

 

27თუ თქვენი დაბადების რიცხვი არის 27:

27-ში დაბადებულები ორიგინალურობითა და ინდივიდუალურობით გამოირჩევიან. ორიგინალურობა მათ სხვებისგან გამოარჩევს. ქალები ცხოვრებაში მყარ გადაწყვეტილებებს იღებენ და სულიერი ურთიერთობებისთვის ჭკვიანი პარტნიორებისკენ ისწრაფვიან.

მათი რომანტიკისადმი მიდრეკილება კარგად ერწყმის მოგზაურობის სიყვარულს. ეს ადამიანები უფრო გონიერებით გამოირჩევიან, ვიდრე ფიზიკური მონაცემებით. ისინი, ერთი მხრივ, მათკენ ისწრაფვიან, ვისაც შეუძლია მორალურად დაუდგნენ გვერდში, მეორე მხრივ – რბილ და დამთმობ პარტნიორს ეძებენ.
სექსუალურად ისინი ძლიერები არიან და თუ რაიმეს მოისურვებენ, დიდხანს არ მოიცდიან, მაშინვე საქმეზე გადავლენ.
27 თითქმის ყველანაირ ადამიანს ეწყობა, იმდენად ჭკვიანი, საინტერესო და ძლიერი ხასიათის არის თავად. ის მაგნიტივით იზიდავს გარშემომყოფებს.

საჭირო არ არის, ყველგან თავის წარმოჩენა.

რიცხვები – 2, 6, 9, 11, 15, 18, 20, 24, 27, 29.

რისკფაქტორი – კანი, იმუნური სისტემა.

 

28თუ თქვენი დაბადების რიცხვი არის 28:

20-დან დაწყებული 29-ით დამთავრებული -რბილი, დამთმობი და გარშემომყოფებზე დამოკიდებული. ხოლო 8 -მაგნიტური პიროვნებაა, ძალიან მიმზიდველი საწინააღმდეგო სქესისთვის.

ეს ადამიანები ძალიან საინტერესონი, გონიერები და მეგობრულები არიან. საკუთარ აზრს თავს არავის მოახვევენ. კარგად იციან, რა უნდათ ცხოვრებაში. რბილი ხასიათით გამოირჩევიან და მარტივად შეუძლიათ დაითანხმონ ადამიანები.
სექსუალურად -ეს ძლიერი რიცხვია, ამიტომაც მისი პარტნიორიც ასეთივე უნდა იყოს. სექსი მისთვის ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც სულიერი სიახლოვე.

ეს ადამიანები ძირითადად დიდი პოპულარობით სარგებლობენ გარშემომყოფებში და შეუძლიათ გავლენის მოხდენა სხვებზე. თავისას ადვილად აღწევენ, თანაც ზედმეტი ძალისხმევისა და ტირანიის გარეშე. 28-ში დაბადებულები გონებრივადაც ისეთივე სიძლიერით გამოირჩევიან, როგორც ფიზიკურად.

საერთო ჯამში ძლიერი რიცხვია, მაგრამ ხანდახან არ შეუძლია სირთულეების გადალახვა. კარგი იქნება, თუ 28-ში დაბადებულები მერყევ ხასიათს განიმტკიცებენ.

ბედნიერი რიცხვები –10, 11, 17, 20, 26, 28, 29.

რისკფაქტორი -ჰიპერტონია.

 

29თუ თქვენი დაბადების რიცხვი არის 29:

რიცხვი 2 – ეს წარმოსახვის უნარი და შემოქმედებაა, ხოლო 9 – დომინანტი პიროვნება და უკანასკნელ წვეთამდე მებრძოლი, მისი პლანეტა ხომ მარსია. ადვილი წარმოსადგენია მათ შორის კონფლიქტი. სწორედ ეს ხდის 29-ში დაბადებულებს რთულ პიროვნებებად.

ეს ადამიანები ამბიციურები არიან და ცხოვრებაში საკუთარ გეგმებს ბოლომდე ახორციელებენ, ისინი ძალიან გონიერები არიან და კარგ აკადემიურ კარიერას იქმნიან. ორგანიზაციისა და ადმინისტრირების ნიჭი მათ ეხმარებათ, გახდნენ წამყვანები ნებისმიერ სფეროში. 29-ში დაბადებულები ძალიან ემოციურები არიან და გრძნობის ობიექტს მთელი ცხოვრებით ეჯაჭვებიან. ეს ადამიანები საკმაოდ სექსუალურები არიან, მაგრამ 2-იანისგან გამოყოლილი კომპლექსებით იტანჯებიან, არ შეუძლიათ საკუთარი სურვილის გამოხატვა. ამიტომაც პარტნიორმა უნდა მართოს ისინი, ოღონდ აგრესიულობას მათი მხრიდან ვერ აიტანენ.

საღი გონებით, პრაქტიკული აზროვნებითა და გადაწყვეტილებების მიღების უნარით ისინი გარშემომყოფების პატივისცემას იმსახურებენ.
ეს ადამიანები ნეგატიურად არიან განწყობილნი იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც მათ აზრს არ ეთანხმებიან. ამ თვისების გამო, შესაძლოა, ისინი იზოლაციაში აღმოჩნდნენ.

ამ ადამიანებმა უნდა დაიმახსოვრონ, იქამდე უნდა დაიფარონ საბანი, სადამდეც ის გასწვდებათ.

ბედნიერი რიცხვები – 2, 9, 11, 18, 20, 27, 29.

რისკფაქტორი – სულიერი გაუწონასწორებლობა და ჰიპერტონია.

 

30თუ თქვენი დაბადების რიცხვი არის 30:

30 – სამიანის ტყუპისცალია და ყველა მის თვისებას ფლობს, ეს პრაქტიკულად ორი ერთნაირი რიცხვია. (იხილეთ 3-ის მონაცემები)

ეს ადამიანები დაბადებიდან დიქტატორები არიან და საკუთარ კანონებს აწესებენ. თავიანთი გეგმების განხორციელებისას ყოველგვარ დაბრკოლებას გააცამტვერებენ, თანაც ისე, რომ შედაგებზე არ იფიქრებენ. მათი ბულდოზერული მეთოდები უამრავ მტერს უჩენს მათ.
ეს ძალიან ძლიერი რიცხვია და 30-ში დაბადებულები სიმაღლეებს იპყრობენ და ამისთვის ყველა საჭირო თვისებას ფლობენ, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ შეინარჩუნებენ დიპლომატიურობას და საღ აზრს.

ბედნიერი რიცხვები – 3, 5, 6, 12, 14, 15, 23, 24, 30.

ავადმყოფობები – კანი, სახსრები.

 

31თუ თქვენი დაბადების რიცხვი არის 31:

31 – კიდევ ერთი რთული რიცხვია, რომელიც ტყუპისგან, 1-ისა და 3-ისგან შედგება. ორივე ეს რიცხვი ლიდერის თვისებას, ამბიციებსა და დიდძალ ენერგიას ფლობს.
ორივე პრაქტიკულია, ისახავს გეგმებს და ენერგიულად ახორციელებს მათ ცხოვრებაში. ისინი ამაყები არიან და არ უყვართ, როცა ვინმესთან ვალში არიან. 31-ის სირთულე 4-იანშია, რომელიც სრულიად საწინააღმდეგო თვისებებს ფლობს: ის დაბადებიდან პესიმისტია და სულ უკმაყოფილო ცხოვრებით.

ასე რომ, ერთი მხრივ, ფიგურირებს ამბიცია აღმატებულ ხარისხში, წარმატების მიღწევის წყურვილი და მეორე მხრივ – მერყევი ხასიათი და პესიმიზმი, გადაუწყვეტელობა და შანსის ხელიდან გაშვება, რაც უნდა უსაფრთხო იყოს ის. ამ კომპონენტებს შორის დიდი კონფლიქტი ვითარდება, რაღაც პიროვნების გაორების მსგავსი.

31-ის ემოციური ცხოვრება რთულია.  ზედაპირულად 31 საკუთარ თავში დარწმუნებული და გამოჩენილი რიცხვია, შინაგანად კი არამყარი ხასიათი ფიგურირებს. 4 დიდ როლს თამაშობს 31-ში ეს ციფრი გამოირჩევა ერთგულებით. ამ ადამიანთა გულწრფელობა ეჭვგარეშეა.

სექსში სულ სხვა სურათი გვაქვს. აქ ისინი საერთოდ უემოციოები არიან. ძალიან სექსუალური 31 სექსში გრძნობას არად დაგიდევთ. თუნდაც უყვარდეთ, აქტი მათ მხოლოდ ფიზიკურ სიამოვნებას ჰგვრით და მეტს არაფერს.

მათ რთული ხასიათი აქვთ და მათი გაბედნიერება მხოლოდ მრავალმხრივ პიროვნებებს შეუძლიათ. შინაგან სევდას და დარდს იშვიათად ან საერთოდ არ ამჟღავნებენ. ეს ადამიანები ლიდერები არიან ინსტინქტით და ბუნებით ხელმძღვანელები. გაშემომყოფებმა უნდა განავითარონ 31-ის კარგი თვისებები, ნიჭიერება და კეთილგონიერება, რომელსაც ისინი უდავოდ ფლობენ. 31-ში დაბადებულთა არაჩვეულებრივი ჭკუა, ეფექტურობა და ერთგულება მათ გამოჩენილ ადამიანებად აქცევს.

ისინი ეჭვიანები არიან, რადგან საკუთარი თავის რწმენას არიან მოკლებულნი. სულ უკმაყოფილოები არიან იმით, რაც აქვთ, თუნდაც ჰქონდეთ ყველაფერი, რაზე ოცნებაც კი შესაძლებელია.

ისინი კარგი თვისებების ბედნიერი მფლობელები არიან და იმის მაგივრად, რომ ჩაახშონ ისინი საკუთარ თავში, აჯობებს, განავითარონ და გამოამჟღავნონ. წარმატება მათთან ახლოსაა და არ უნდა გაუშვან ის ხელიდან.

ბედნიერი რიცხვები – 1, 3, 10, 12, 20, 21, 28.

რისკფაქტორი – გული (ეს პესიმიზმისკენ მიდრეკილებისგან მოდის).

nana mamagulashvili

კომენტარები
მეტი

მსგავსი სიახლეები