განათლებაეს ყველამ უნდა იცოდესსაზოგადოება

ნუ იტყვი წარმატებას ნიჭიერებით მივაღწიეო მაშინ, როცა სინამდვილეში – ბედმა გაგიღიმა.

1. დიდი მიღწევები დაკავშირებულია დიდ რისკთან.

2. პასუხისმგებლობით მოეკიდე საკუთარ ქმედებებს.

3. გახსოვდეს: ყოველივე ზედმეტი აუცილებელის მტერია.

4. არ მისცე მცირე წყენას საშუალება, ზიანი მიაყენოს დიდ ურთიერთობას.

5. როცა გრძნობ, რომ შეცდომა დაუშვი, დაუყოვნებლივ გადადგი ნაბიჯი მის გამოსასწორებლად.

6. დ ა თ მ ო ბ ა  არ   ნიშნავს    წ ა გ ე ბ ა ს .

7. სანამ სხვას გააქილიკებ, ჩაიხედე საკუთარ თავში: ნუ გაუმწარებ სიცოცხლეს სხვებს ცილისწამებით და ჭორიკნობით.

8. ი ც ო დ ე : დუმილი, ზოგჯერ, საუკეთესო პასუხია.

9. ნუ ჩაიდენ სისულელეს მხოლოდ იმისთვის, რომ შემდეგ იტრაბახო, ახალი რამ გავაკეთეო.

10. არავინ არის პასუხისმგებელი სხვის საქციელზე ან დანაშაულზე – მნიშვნელობა არა აქვს, დედა იქნება ეს, მამა, შვილი, და, ძმა, ცოლი, ქმარი, მეგობარი თუ ნათესავი, – თუკი ასეთი საქციელი ან დანაშაული მათი წაქეზებით არ მოხდა.

11. როცა მოგივა უთანხმოება ადამიანთან, რომელიც გიყვარდა, შემოიფარგლე მხოლოდ მიმდინარე პრობლემით: ნუ გაიხსენებ წარსულის უსიამოვნებებს.

12. ი ც ო დ ე , – საუკეთესო ურთიერთობა მაშინ არსებობს, როცა თქვენი სიყვარული ერთმანეთის მიმართ აჭარბებს თქვენს საჭიროებას ერთმანეთისთვის.

13. არანაირი სიამოვნების მიღება არ ღირს სხვისი გაუბედურების ხარჯზე.

14. ნუ გამოიყენებ უხეშ სიტყვას ან ძალას იქ, სადაც საქმის მოგვარება ტკბილი სიტყვითაც შეიძლება.

15. იმსჯელე საკუთარ წარმატებებზე იმის და მიხედვით, თუ რისი დათმობა მოგიწია მის მისაღწევად. ნუ იტყვი საკუთარი ნიჭიერებით მივაღწიეო კეთილდღეობას მაშინ, როცა სინამდვილეში – ბედმა გაგიღიმა.

16. ყველას ის მოსწონს, რაც მოსწონს: ნუ იტყვი სხვაზე, გემოვნება არა აქვსო.

17. ყველაზე მნიშვნელოვანი და აუცილებელი – ეს საკუთარი თავის და ადამიანების ცოდნაა.

18. როცა გაიღვიძებ, თავს ჰკითხე, ხომ არ შეიძლება სიხარული მივანიჭო თუნდაც ერთ ადამიანსო დღეს.

19. როგორც შენ გსურდეს მოგექცეს კაცი, შენც ასევე მოექეცი მას.

20. გაუზიარე შენი ცოდნა სხვებს: – სწორედ ეს არის უკვდავებისკენ მიმავალი გზა.

კომენტარები
მეტი

მსგავსი სიახლეები