მეორეხარისხოვანი ბლოკიუკატეგორიოქალი და მამაკაცი

ნუ წუწუნებთ, რომ მარტო ხართ

ყველა ქალს შეუძლია, იპოვოს ცხოვრების თანამგზავრი, თუ მართლა მოინდომებს ამას. მთავარია, გაარკვიოთ მამაკაცის ტიპაჟი. არსებობენ ძალიან ადვილად „მოსანადირებელი“ მამაკაცები. ბევრი წვალება არ დაგჭირდებათ, ისე მოიპოვებთ მის სიყვარულს.

დააკვირდით კარგად:

თუ ის ძალიან ზრდილობიანია, მოსწონს დედათქვენსაც, მორიდებულია და მორცხვი გოგოსავით წითლდება, ესე იგი, არ შეუძლია გმირობის ჩადენა და არც ქალების ყურადღებით არის განებივრებული.

ასეთი მამაკაცის შესახებ არ ჭორაობენ, ის არავის აინტერესებს, რადგან მისგან განსაკუთრებულს არაფერ ელიან. მაგრამ, თქვენ ხომ ნორმალური ადამიანი გჭირდებათ გვერდით და არა „სუპერგმირი“? ხომ თქვენთვის გინდათ და არა სხვებისთვის? მაშინ, ნუ იფიქრებთ იმაზე, რომ პოპულარული არ არის. სამაგიეროდ, დაინახავს და დააფასებს თქვენს სიყვარულს.

ამ ტიპის მამაკაცის მოხიბვლა რომ შეძლოთ, შანსი უნდა მისცეთ. ზედმეტი აქტიურობით მას შეაშინებთ. აცალეთ, თვითონაც გამოიჩინოს ინიციატივა. შეიძლება, ცოტა დააგვიანოს და ლოდინი დაგჭირდეთ, მაგრამ თავისი „პატარა გამარჯვებით“ ის ისეთი ბედნიერი იქნება, რომ ლოდინად ნამდვილად ღირს. ნუ უსაყვედურებთ, თუ ვერ შეძლებს თავის გრძნობაზე ლაპარაკს. მას უნდა, ილაპარაკოს სიყვარულზე, მაგრამ მორცხვობს და ნერვიულობს, თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ არ უყვარხართ. არ დაკომპლექსდეთ. ასეთი მამაკაცები გიჟდებიან სითბოზე, ყურადღებაზე, ალერსზე – ერთი სიტყვით, თქვენ კარგი არჩევანი გააკეთეთ და ახლა მასაც მიეცით შანსი.[hana-code-insert name=’br’ /]

ტეგები
იხილეთ მეტი

მსგავსი სიახლეები