ბლოგერებინინო ხაჩიძეპოლიტიკარეგიონები

“ობლის კვერი”, ანუ სეპარატისტი ვერ შესწვდა “ძეხვსაო”

ნინო ხაჩიძე

ბევრი ვიცადეთ თუ ცოტა, ბევრი ტერიტორია დავკარგეთ თუ ცოტა, 2015-ის მიწურულს ევროკავშირმა ჩვენი მადლი მოისხა – უვიზო რეჟიმის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო და, როგორც ნამდვილ დასავლელ სანტას შეეფერება, ფრიადაც გაგვახარა, რადგან, ობლის კვერს, ბოლომდე გამოცხობისა რა მოგახსენოთ, მაგრამ გამოცხობის პირი აშკარად შეეტყო.

ხოლო, რაკი შური ეს მწუხარებაა სხვისა სიკეთესა ზედა, ჩრდილოეთიდან შეგვაშინეს, რომ უვიზოდ მიმოსვლის ამოქმედებას დროც დასჭირდება და ფულიც (რაც თქვენ არ გაგაჩნიათ), იმას გარდა, რომ ვერც დასაქმდებითო. თუმცა, განსაკუთრებით, ჩვენებურმა სეპარატისტებმა „შემოიხიეს“, რასაკვირველია, ტანზე.
შემოიხიეს, სავარაუდოდ, აი, ზემოთ ნახსენები სხვის სიხარულზე მწუხარების მოტივით, მიუხედავად იმისა, რომ თავადაც შეუძლიათ ამ სიკეთით სარგებლობა. ბუნებრივია, თუკი საქართველოს მოქალაქის ბიომეტრიულ პასპორტებს აიღებენ.
პირველებმა აფხაზმა სეპარატისტებმა გვიკრეს წიხლი ევროკავშირში მიპატიჟებაზე, რომლებსაც მოგვიანებით ოსი სეპარატისტებიც შეუერთდნენ. ჩვენ, ბუნებრივია, სხვა არაფრის თქმა არ შეგვიძლია იმას გარდა, რომ, რაც არ უნდათ, არც მიეცეთ და ციმბირს ნურც გასცდენიან. მეტიც – თბილი ტანსაცმლითაც კი მოვამარაგებთ.

ტეგები
იხილეთ მეტი

მსგავსი სიახლეები